„2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№309/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.013.605
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 119, 02/10/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.605

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №309/ნ

2009 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

„2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში (სსმ III, 25.03.09., №36, მუხლი 419) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები:

„ტ) სასწრაფო დახმარების სახელმწიფო პროგრამა (დანართი №19)“;

უ) სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა (დანართი №20).“;

ბ) ბრძანებას დაემატოს დანართი №19 და დანართი №20 თანდართული რედაქციით.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი

დანართი №19

სასწრაფო დახმარების სახელმწიფო პროგრამა

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია გადაუდებელი მდგომარეობების დროს გართულებებისა და ლეტალური გამოსავლის შემცირება.

    მუხლი 2. პროგრამის ამოცანა

პროგრამის ამოცანაა მოსახლეობის უზრუნველყოფა უფასო, სრულყოფილი და ოპერატიული გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით.

    მუხლი 3. მოსარგებლეები

პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, უცხოელები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები.

    მუხლი 4. მომსახურების მოცულობა და კომპონენტები

1. სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპონენტი:

ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ვიზიტი პაციენტთან;

ბ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დანართი №191-ით და დანართი №192-ით განსაზღვრული მედიკამენტებით და სამედიცინო დანიშნულების საგნებით;

გ) საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია;

დ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა კატასტროფების დროს.

2. პროგრამის მართვა ითვალისწინებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდების ორგანიზებისათვის სარეტრანსილაციო (უკაბელო ალტერნატიული ინფორმაციის გადაცემათა სისტემა) სისტემათა ფუნქციონირებას.

    მუხლი 5. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით;

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

3. ხელშეკრულების პირობებს, ანგარიშსწორების ფორმებსა და წესს, განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო“ (შემდგომში – სააგენტო).

4. პროგრამა ხორციელდება ქ. თბილისის გარდა მთელი საქართველოს მასშტაბით.

5. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებით და სპეციალიზებული სანიტარიული ავტომობილებით დაკომპლექტება ხორციელდება შემდეგი დაანგარიშებით:

ა) არა უმეტეს ერთი ბრიგადისა ყოველ 30 000 მოსახლეზე;

ბ) არა უმცირეს ორი ავტომობილისა ყოველ მუნიციპალიტეტზე.

6. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია გამონაკლისის დაშვება გეოგრაფიული და ფიზიკური ხელმისაწვდომობის მაქსიმალური უზრუნველყოფის მიზნით.

7. პროგრამის მართვის ხარჯები ითვალისწინებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდების ორგანიზებისათვის სარეტრანსლაციო (უკაბელო ალტერნატიული ინფორმაციის გადაცემათა სისტემა) მართვის სისტემასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულების დაფარვას.

    მუხლი 6. დაფინანსების მეთოდოლოგია

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით ცხრილის №191-ის შესაბამისად:

ცხრილი №191

ხარჯი თვეში (ლარებში)

ხელფასი

დირექტორი

535

ექიმი

450

ექთანი

300

მძღოლი

265

დისპეტჩერი

220

ბუღალტერი-მოლარე

200

 დამლაგებელი-სანიტარი

140,4

 

სხვა ხარჯი

 

მათ შორის (საწვავი, მედიკამენტები, კომუნალური, მობილური კავშირგაბმულობა, მანქანების მომსახურება და ოფისის ხარჯები)

2915

 

მუხლი 7. ბიუჯეტი

„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 18 740,5 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის მიხედვით:

 

(ათას ლარებში)

 

ღონისძიება

თანხა

ა)

სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპონენტი

18 610,5

ბ)

 პროგრამის მართვა

130, 0

 

სულ

18 740,5

დანართი№191

სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტების ნუსხა

დასახელება

დოზა

ერთეული

რაოდენობა

ტრანკვილიზატორები 

დიაზეპამი

10მგ/2მლ

ამპ

1

ქლორპრომაზინი

2.5%/1მლ

ამპ

2

ცენტრალური მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები

 

კეტოროლაკი

3% 1მლ

ამპ

3

არანარკოტიკული, ტკივილგამაყუჩებელი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები

აცეტილსალიცილის მჟავა

100მგ

ტაბ

8

ბარალგინი

5 მლ

ამპ

5

ნიმესულიდი

100მგ

პაკეტი

5

დიკლოფენაკი ნატრიუმი

75მგ/3მლ

ამპ

5

პარაცეტამოლი

500მგ

ტაბ

9

ადრენერგიულ სისტემაზე მოქმედი საშუალებები - ადრენოსტიმულატორები

ადრენალინი

0.18% - 1მლ

ამპ

10

ალერგიის საწინაღმდეგო საშუალებები

დიმედროლი

1% 1მლ

ამპ

1

ადგილობრივი ანესთეზიის საშუალებები

ლიდოკაინი

2% /2მლ

მლ

10

ლიდოკაინის აეროზოლი

10%

ბალონი

1

ბრონქების გასაფართოებელი საშუალებები

ამინოფილინი საინექციო

250მგ/10მლ

ამპ

10

სალბუტამოლის სულფატი ინჰალ აეროზ

100მკგ 200 დოზა

ბალონი

1

კარდიოტონური საშუალებები

დოპამინი

50მგ/5მლ

ფლაკონი

10

სედატიური საშუალებები

კორვალოლი

25მლ

ფლაკონი

1

ანტიარითმიული საშუალებები

ამიოდარონი

150მგ/3მლ

ამპ

5

სპაზმოლიტიკური საშუალებები

დროტავერინის ჰ/ქ

2მლ

ამპ

5

ანტიჰიპოტენზიური საშუალებები

კოფეინი

10%1მლ

ამპ

10

დიურეზული საშუალებები

ფუროსემიდი

20მგ/2მლ

ამპ

5

ღებინების და ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები

მეტოკლოპრამიდი

10მგ

ამპ

5

საფაღარათო საშუალებები

მაგნიუმის სულფატი

25%,5მლ

ამპ

10

მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალებები

გააქტივებული ნახშირი

250 მგ

ტაბ

40

საშვილოსნოს მასტიმულირებელი საშუალებები

ოქსიტოცინი

10 IU/1მლ

ამპ

3

ჰემოსტატიკური საშუალებები

ეტამზილატი

250მგ 2მლ

ამპ

5

გლუკოკორტიკოიდები და მინერალკორტიკოიდები

დექსამეტაზონი

4მგ/მლ

ამპ

10

პრედნიზოლონი

30მგ/მლ

ამპ

6

პლაზმის შემცველი საშუალებები

დექსტრანი

200მლ

ფლაკ

2

პერიფერიულ ქოლინერგიულ სისტემაზე მოქმედი საშ.-ანტიქოლინესტერაზული სამკ. საშ.

ნეოსტიგმინი

500მკგ/მლ

ფლაკონი

10

პერიფერიულ ქოლინერგიულ სისტემაზე მოქმედი საშუალებები-ქოლინობლოკატორები

ატროპინი

0.1% 1მლ

ამპ

10

პერიფერიულ ქოლინერგიულ სისტ.მოქმ. საშ.-ები-კურარეს მსგავსი მოქმედების მიორელაქსანტები

სუქსამეთონიუმი

2% 5მლ

ამპ

10

ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები

იოდინი

25% ხსნარი

1მლ

100

სადეზინფექციო საშუალებები (ლიზოფორმინი)

 

მლ

1000

სპირტი

96%

1მლ

100

ქლორჰექსიდინი

5% ხსნარი

1მლ

100

წყალბადის ზეჟანგი

3%/40მლ

ფლაკონი

1

პანთენოლი

 

ბალონი

1

ინსულინის სხვადასხვა ტიპის პრეპარატები

ინსულინი ხანმოკლე მოქმედების

400 IU/10 მლ

ფლაკონი

1

სითხეები, ელექტროლიტები და დეზინტოქსიკაციური საშუალებები

გლუკოზა,საინექციო ხსნარი იზოტონური

5%

1მლ

500

გლუკოზა,საინექციო ხსნარი ჰიპერტონული

40%/40მლ

ამპ

10

გლუკოზის ხსნარი

10%

მლ

500

ნატრ ბიკარბ საინექციო ხსნარი

4.8%/50მლ

ფლაკონი

1

ნატრ ქლორ საინ. ხს 0,9% იზოტონური

მლ

1მლ

1000

რინგერის ხსნარი

500მლ

ფლაკ

2

რეჰიდრონი

 

პაკეტი

2

კალციუმის შემცველი პრეპარატები

კალციუმის გლუკონატი

10%

ამპ

10

ნიტრატები

გლიცერილი ტრინიტრატი

5მგ/2მლ

ამპ

10

გლიცერილი ტრინიტრატი -აეროზოლი

0.4მგ

1

ჟანგბადი

 

1500

საგულე გლიკოზიდები

დიგოქსინი

0.025% 1მლ

ამპ

1

კორგლიკონი

0.06% 1მლ

ამპ

1

სტროფანტინი

0.05% 1მლ

ამპ

1

ანტიკოაგულაციური საშუალებები

ჰეპარინი

5000,10000 ერთ

ფლაკ

5

ანალეპტიური საშუალებები

კორდიამინი

25%/2მლ

ამპ

5

ნარკოტიკული ნივთიერებების ანტაგონისტები

ნარკანი

0.4 მგ.-1.0

ამპ

1

ვიტამინები

პირიდოქსინი

1% 1მლ

ამპ

1

ბეტა-ბლოკერები

პროპრანოლოლი

40 მგ

ტაბ

10

აგფ ინჰიბიტორები

კაპტოპრილი

25 მგ

ტაბ

10

კალციუმის არხების ბლოკერები

ვერაპამილი

2 მლ

ამპ

5

ნიფედიპინი

40 მგ

ტაბ

10

დანართი№19 2

სასწრაფო დახმარების ბაზისური სამედიცინო დანიშნულების საგნების ნუსხა

დასახელება

რაოდენობა

1

ამბუ ნაკრებით

1

2

არასტერილური ხელთათმანი

10

3

ბამბა არასტერილური

1

4

ლეიკოპლასტირი

2

5

ბინტი არასტერილური 7X14

5

6

ბინტი სტერილური 7X14

3

7

ცხვირის კანულა ჟანგბადის

2

8

დრენაჟის მილი

1

9

ელასტიური ბინტი

2

10

ერთჯერადი სკალპელი

2

11

ფოლეის კათეტერი 16ფრ.

1

12

გადასასხმელი სისტემა უფილტ.

1

13

გრძელი საიმობილიზაციო ფარი

1

14

ჰაერგამტარი (ნაკრები)

1

15

კისრის საყელო უნივერსალური

1

16

კრამერის არტაშანი

1

17

ლარინგიალური ნიღაბი

1

18

მაკრატელი დიდი

1

19

ნაზოგასტრალური ზონდი №8

1

20

პერიფერიული ვენის კათეტერი 20G

3

21

პერიფერიული ვენის კათეტერი 24G

2

22

შპრიცი ერთჯერადი 10მლ

10

23

შპრიცი ერთჯერადი 20მლ

10

24

შპრიცი ერთჯერადი 2მლ

10

25

შპრიცი ერთჯერადი 5მლ

10

26

შპრიცი ერთჯერადი ინსულინის

10

27

სტერილური საფენი 4X4

2

28

თერმომეტრი

1

29

წნევის აპარატი ფონენდოსკოპით

1

30

ზეწარი საიზოლაციო ავადმყოფის ერთჯერადი

3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №20

სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა

    მუხლი 1. მიზანი

პროგრამის მიზანია სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატებისათვის (შემდგომში – ბენეფიციარი) სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.

    მუხლი 2. ამოცანა

პროგრამის ამოცანაა ბენეფიციართათვის სადაზღვევო პრინციპებით მომსახურების მიწოდების ორგანიზება.

    მუხლი 3. პროგრამის მოსარგებლეები

პროგრამის მოსარგებლეები არიან სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები.

    მუხლი 4. პროგრამით, მათ შორის, სადაზღვევო ვაუჩერით განსაზღვრული მომსახურების მოცულობა

1. სადაზღვევო ვაუჩერით დაფინანსებული სამედიცინო დაზღვევის პირობები ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, რომელსაც დაფარავს მზღვეველი:

ა) ამბულატორიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება:

ა.ა) ამბულატორიული მომსახურება (ოჯახის ექიმის ან უბნის ექიმის მიერ მიწოდებული მომსახურება); სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება; ოჯახის ექიმის, უბნის ექიმის, ექთნის მომსახურება ბინაზე საჭიროების შემთხვევაში;

ა.ბ) ექიმის დანიშნულებით ელექტროკარდიოგრაფიული, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები, გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები;

ა.გ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი და კრეატინი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, ორსულობის ტესტი, ჰემოგლობინი, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;

ა.დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ-ის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა (კომპიუტერული ტომოგრაფია და ბირთვულ-მაგნიტურრეზონანსური გამოკვლევები);

ა.ე) ამბულატორიულ დონეზე ყველა სახის სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (გარდა ფორმა №IV – 100/ა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, შსს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შენახვის/ტარების უფლების მისაღებად წარსადგენი ცნობებისა);

ბ) სტაციონარული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება:

ბ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, მათ შორის, გართულებულ ორსულობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია;

ბ.ბ) გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მ.შ., დღის სტაციონარი), სადაზღვევო წლიური ლიმიტი 15 000 ლარი;

ბ.გ) ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯები; სადაზღვევო წლიური ლიმიტი 12 000 ლარი;

გ) მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები – 400 ლარი.

2. სამედიცინო დაზღვევის პირობების შესაბამისად, სადაზღვევო ვაუჩერით არ ანაზღაურდება ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურებებისათვის გაწეული ხარჯები:

ა) სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში შესაბამისი წლის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფარგლებში სხვა სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით დაფარული ხარჯები და მომსახურებები;

ბ) თერაპიული პროფილის გეგმური ჰოსპიტალური მომსახურება;

გ) სამედიცინო ჩვენების გარეშე, ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;

დ) საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;

ე) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;

ვ) ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა;

ზ) სექსუალური დარღვევების, უშვილობის მკურნალობის ხარჯები;

თ) შიდსის, ქრონიკული ჰეპატიტის მკურნალობის ხარჯები;

ი) თუ სამედიცინო მომსახურების საჭიროება დადგა თვითდაშავების, ტერორისტულ აქტებში, კრიმინალურ აქტებში მონაწილეობის, ან ნარკოტიკული ზემოქმედების შედეგად;

კ) ტრანსპლანტაციის (გარდა ბროლის იმპლანტაციისა), აგრეთვე ეგზოპროთეზირების ხარჯები.

    მუხლი 5. დაფინანსების მეთოდოლოგია

1. ვაუჩერის მეშვეობით მომსახურების შესყიდვა, ხოლო შემდგომ განაღდების (ანგარიშსწორების) პირობები რეგულირდება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით.

2. სადაზღვევო ვაუჩერის განაღდება ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს“ (შემდგომში – სააგენტო) მიერ იმ კერძო სადაზღვევო კომპანიებთან, რომლებთანაც ვაუჩერის სანაცვლოდ იდება სადაზღვევო ხელშეკრულება.

3. ვაუჩერის განაღდებას ახდენს სააგენტო შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

4. ვაუჩერის გასანაღდებლად სადაზღვევო ორგანიზაცია სააგენტოს წარუდგენს ინფორმაციას დაზღვეული პირის საიდენტიფიკაციო ნომრის, ვაუჩერის ნომრის და სადაზღვევო სერტიფიკატის ნომრების მითითებით; საჭიროების შემთხვევაში – სააგენტოს მოთხოვნით სადაზღვევო ვაუჩერის ორიგინალს.

5. თითოეულ დაზღვეულზე გადასახდელი სადაზღვევო პრემია გამოითვლება საბაზისო პრემიის შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით.

6. 2009 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით დაზღვეულზე გათვლილი სტანდარტული სადაზღვევო ყოველწლიური შესატანი (პრემია) განისაზღვროს 180 ლარის ოდენობით (საბაზო პრემია).

7. სააგენტოს მიერ 2009 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით სადაზღვევო პრემიის გადახდა წარმოებს ყოველთვიურად ერთ დაზღვეულზე ვაუჩერის სტანდარტული ღირებულების ერთი მეთორმეტედის პრინციპით და შესაბამისი კოეფიციენტის გამოყენებით არა უგვიანეს თვის პირველი 10 სამუშაო დღისა:

ა) 0-64 წწ. – 12,59 ლარი (კოეფიციენტი 0,839);

ბ) 65 წელი და მეტი – 20,45 ლარი (კოეფიციენტი 1,363);

    მუხლი 6. სადაზღვევო ორგანიზაციების ვალდებულებები

1. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს ბენეფიციარების დაზღვევაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ამასთან:

ა) დაუშვებელია რაიმე მიზეზით ბენეფიციარისათვის დაზღვევაზე უარის თქმა;

ბ) დაუშვებელია ბენეფიციარისათვის რაიმე მიზეზით დაზღვევის ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმა;

გ) დაუშვებელია სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში რომელიმე ბენეფიციარისათვის სადაზღვევო ხელშეკრულების გაუქმება, ან აღებულ ვალდებულებებზე უარის თქმა;

დ) დაუშვებელია რაიმე სახის დამატებითი სადაზღვევო შესატანის, ან სხვა გადასახადის დაწესება სადაზღვევო ორგანიზაციის ან მისი წარმომადგენლის მიერ ხელშეკრულების გაფორმების, გაგრძელების ან სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში.

2. მზღვეველს არა აქვს უფლება დაზღვეულს შესთავაზოს ამ პროგრამით განსაზღვრულ სადაზღვევო პირობებზე უარესი პირობები.

3. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს ბენეფიციარების სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, ამასთან:

ა) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების კონტრაქტირებისას მზღვეველმა უნდა უზრუნველყოს ამ პროგრამით განსაზღვრული გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კრიტერიუმების დაცვა, კერძოდ: ამბულატორიული მომსახურება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

ბ) არ უნდა არსებობდეს რაიმე ბარიერები და შეზღუდვები სამედიცინო მომსახურების მომწოდებლის არჩევაში დაზღვეულის მიერ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღების საჭიროების შემთხვევაში;

გ) გეგმური მომსახურების მიღებისას მოლოდინის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;

დ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება არ უნდა მოიცავდეს ისეთ პირობებს, რომელიც დაზღვეულებისთვის შექმნის ბარიერებს დაზღვევით გათვალისწინებული დროული და ხარისხიანი მომსახურების მისაღებად;

ე) კომპანია ვალდებულია აანაზღაუროს ზარალი იმ შემთხვევაშიც, როცა მოლოდინის პერიოდის განმავლობაში რაიმე მიზეზით შეწყდა სადაზღვევო ხელშეკრულება;

ვ) სადაზღვევო კომპანიის მიერ გეგმური ქირურგიული ოპერაციების ხარჯები ანაზღაურდება მხოლოდ მზღვეველის მიერ შერჩეულ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში.

4. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს თითოეულ დაზღვეულთან სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება და თითოეული დაზღვეულისათვის გასცეს სადაზღვევო სერტიფიკატი.

5. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს დაზღვეულების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

6. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია შექმნას დაზღვეულების საჩივრებისა და პრეტენზიების განხილვის შიდა პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს დაზღვეულის უფლებას შეუფერხებლად დაუკავშირდეს ან შეხვდეს კომპანიის წარმომადგენელს სადაზღვევო, ან სამედიცინო მომსახურებაში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით.

7. თუ რომელიმე სადაზღვევო ორგანიზაცია რაიმე მიზეზის გამო ვერ ასრულებს დადგნილ წესებს ან ვალდებულებებს დაზღვეულების მიმართ, და არსებობს ამის შესახებ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება, მაშინ დაზღვეულები გადანაწილდებიან იმავე პროპორციით, რა პროპორციითაც არიან გადანაწილებული დანარჩენი დაზღვეულები სხვა კომპანიებს შორის.

8. ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, სადაზღვევო ორგანიზაციამ სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) სააგენტოს ინფორმაციის საფუძველზე ცვლილებები დაზღვეულთა სიაში;

ბ) ინფორმაცია დაზღვეულებზე ზარალის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ბ.ა) დაზღვეულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სადაზღვევო სერტიფიკატის ნომერი;

ბ.ბ) რა სამედიცინო მომსახურება ჩაიტარა – დიაგნოზი, სად (მიმწოდებლის დასახელება, მისამართი) და როდის (დაწყების და დამთავრების თარიღები);

ბ.გ) ზარალის ოდენობა (ლარობით) – მოთხოვნილი თანხა, დაზუსტებული თანხა, უკვე გადახდილი თანხა;

ბ.დ) განაცხადები, რომლის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა დაზღვეულს.

9. სადაზღვევო ორგანიზაციამ სააგენტოში უნდა წარადგინოს ვაუჩერის მეშვეობით დაზღვეული პორტფელის 12 თვის ტექნიკური რეზულტატი.

10. ინფორმაციის წარმოდგენის ფორმატს განსაზღვრავს სააგენტო.

11. ინფორმაციის მიწოდებისას და ფორმატის განსაზღვრისას დაცული უნდა იყოს დაზღვეულების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

    მუხლი 7. პროგრამის ბიუჯეტი და მოქმედების ვადა

1. პროგრამის წლიური ბიუჯეტი განსაზღვრავს 2009 წლის 31 დეკემბრამდე ასანაზღაურებელი თანხების მოცულობას.

2. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 50,0 (ორმოცდაათი ათასი) ათასი ლარით.