„2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№310/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.013.606
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 119, 02/10/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.606

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №310/ნ

2009 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

„2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №6-ში „ფსიქიატრიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამა“ (სსმ III, 25.03.09, №36, მუხ. 419) შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-4 მუხლის, მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების ქვეკომპონენტი;

 

დ.ა)

მომსახურების მოცულობა

მომსახურების ღირებულება

დ.ა.ა)

F10.4

ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა; აღკვეთის მდგომარეობა დელირიუმით

835 ლარი

 

დ.ა.ბ)

F10.51

ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა; მწვავე ბოდვითი ფსიქიკური აშლილობა

1020 ლარი

 

დ.ა.გ)

F10.52

ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა; ფსიქოზური აშლილობა მწვავე ჰალუცინოზით

790 ლარი

დ.ა.დ)

F10.3

ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა; აღკვეთის მდგომარეობა პრედელირიოზული

880 ლარი

                                                                                                                                                                “.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ“ ქვეპუნქტი:

 

ბ.დ) ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება

შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

 

3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების ქვეკომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება 70%-ით.“.

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. ბიუჯეტი

„2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 9 794 800 ლარით, შემდეგი ცხრილის მიხედვით:

 

კომპონენტი

ღონისძიება

ბიუჯეტი

1. ამბულატორიული მომსახურება

ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება

2 597 232

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია

70 100

 

სულ

2 667 332

2. სტაციონარული მომსახურება

მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება

6 933 780

ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება

100 688

ფსიქოზური რეგისტრის აშლილობის მქონე პაციენტთა ურგენტული სტაციონარული მომსახურება

45 000

ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება

48 000

 

სულ

7 127 468

სულ ბიუჯეტი

 

9 794 800

                                                                                                                                                             “.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ა. კვიტაშვილი