„საქართველოს კონტროლის პალატაში მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 02.10.2009
ძალის დაკარგვა 23.10.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
ნომერი №246/42
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.20.013.013.609
გამოქვეყნების წყარო სსმ, 119, 02/10/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს კონტროლის პალატაში მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:5.0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:15.0pt; font-weight:normal;}
h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:15.0pt; font-weight:normal;}
h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:15.0pt; font-weight:normal;}
h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; text-autospace:none; font-size:15.0pt; font-weight:normal;}
h5 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:150%; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-weight:normal;}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
span.BalloonTextChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:.2in; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt .75in 1.0in 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.20.013.013.609
საქართველოს კონტროლის პალატის
თავმჯდომარის ბრძანება №246/42
2009 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კონტროლის პალატაში მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს კონტროლის პალატაში მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „
საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 აგვისტოს №112–ორგ ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ბეჟაშვილი
საქართველოს კონტროლის პალატაში მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
საქართველოს კონტროლის პალატაში მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „
საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის, „
საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და „
საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატაში მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის პროცედურებს, ფორმებსა და პირობებს და საქართველოს კონტროლის პალატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესს.
თავი II
საქართველოს კონტროლის პალატის საკონკურსო-საატესტაციო კომისია
მუხლი 2🔗. საქართველოს კონტროლის პალატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ფუნქცია და შემადგენლობა
1. საქართველოს კონტროლის პალატის საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში – კომისია) ატარებს მოხელეთა კონკურსსა და ატესტაციას და უზრუნველყოფს მოხელეთა რეზერვის შექმნას.
2. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და წევრები.
3. კომისიის თავმჯდომარეს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი. როგორც წესი, კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ან მისი ერთ-ერთი მოადგილე.
4. კომისიის შემადგენლობას და წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
5. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს.
6. კომისიის თავმჯდომარემ კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოიწვიოს არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
7. მოხელე არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი ატესტაცია.
მუხლი 3🔗. კომისიის მუშაობის წესი
1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. კონკურსსა და ატესტაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ინახება არანაკლებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების ვადის განმავლობაში.
მუხლი 4🔗. საპრეტენზიო კომისია
1. მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით,
კომისიისგან დამოუკიდებლად, იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და წევრები (მათ შორის – მოწვეული). საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა მოხელეთა კონკურსის ან ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში.
4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საპრეტენზიო კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.
6. საპრეტენზიო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
7. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
8. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
9. საპრეტენზიო კომისიის სხდომის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
10. საპრეტენზიო კომისიის ოქმი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას, რომელსაც უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
11. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის/ატესტაციის შედეგების (რამდენიმე ეტაპის შემთხვევაში – თითოეული ეტაპის შედეგების) გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება 3 დღის ვადაში.
12. საპრეტენზიო კომისიას უფლებამოსილება უწყდება მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისთანავე.
მუხლი 5🔗. კომისიის სამდივნო
1. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს შექმნას კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომელიც უზრუნველყოფს კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისათვის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღებას, მათ მიერ წარდგენილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენას.
2. სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელსაც ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
3. სამდივნოს უფლებამოსილება უწყდება კონკურსის/ატესტაციის დასრულებისთანავე.
თავი III
კონკურსი
მუხლი 6🔗. კონკურსის მიზნები და ამოცანები
1. კონკურსის მიზნებია:
ა) ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა;
ბ) მოხელეთა რეზერვის ფორმირება, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული აქვს დაწესებულების ხელმძღვანელობას.
2. კონკურსის ამოცანებია:
ა) კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება;
ბ) კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
მუხლი 7🔗. კონკურსის გამოცხადება
1. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ამ დაწესებულებაში გარკვეული თანამდებობის დასაკავებლად შეიძლება გამოცხადდეს კონკურსი.
2. კონკურსს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის წინადადებითა და მასთან შეთანხმებით.
3. კანდიდატებს განცხადების შესატანად ეძლევათ არანაკლებ ორკვირიანი ვადა შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
4. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც:
ა) სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელება და რაოდენობა;
ბ) კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნები;
გ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;
დ) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;
ე) კომისიის მისამართი.
5. კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
მუხლი 8🔗. კონკურსის ფორმები და პროცედურა
1. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს შემდეგი ფორმით: ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება.
2. კონკურსის ფორმებს, პროგრამას, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.
4. ტესტირება ტარდება სპეციალური საგამოცდო ტესტების ფორმით.
5. დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა დააგროვოს კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი).
6. კონკურსის მხოლოდ ტესტირების ფორმით ჩატარების შემთხვევაში, გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ქულათა რაოდენობის მიხედვით იმ კანდიდატებს შორის, რომლებმაც გადალახეს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მინიმალური ზღვარი.
7. გასაუბრება ტარდება კომისიის მიერ კანდიდატის ზეპირი გამოკითხვის ფორმით, რომლის მიზანია ვაკანტური ან/და დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის დადგენა.
8. გასაუბრების მიმდინარეობა შეიძლება აისახოს აუდიო ან/და ვიდეო ჩანაწერებში.
მუხლი 9🔗. კონკურსში მონაწილეობის უფლება და კანდიდატის წინაშე წაყენებული მოთხოვნები
1. საქართველოს კონტროლის პალატაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამართულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, სათანადო გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. კანდიდატთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით.
2. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე უფლებამოსილია ნორმატიული აქტით დაადგინოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
3. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
მუხლი 10🔗. კონკურსისათვის წარმოსადგენი საბუთები და კონკურსზე გამოცხადების წესი
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა ამ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება კომისიის სახელზე;
ბ) შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად);
გ) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) ავტობიოგრაფია;
ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით – 3/4.
2. საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „
ბ“, „
გ“ და „
ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების დედნები, რომელთა ასლების ნამდვილობის შემოწმების შემდეგ დოკუმენტების დედნები დაუბრუნდება კანდიდატს.
3. კანდიდატს ამ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში უფლება აქვს გაიტანოს განცხადება ან შეცვალოს ვაკანტური თანამდებობა შესაბამისი განცხადებით.
4. საჭირო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ კანდიდატი მიიღებს სარეგისტრაციო ბარათს, რომელშიც აღინიშნება კანდიდატის სახელი, გვარი, მისი სარეგისტრაციო ნომერი, ბარათის გაცემის თარიღი, სამდივნოს უფროსის ხელმოწერა, კონკურსის ეტაპების ჩატარების დრო და ადგილი, აგრეთვე იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რომელზეც შემოიტანა პირმა განცხადება. სარეგისტრაციო ბარათი პირადობის მოწმობასთან ერთად წარმოადგენს პირის კონკურსზე დაშვების დამადასტურებელ დოკუმენტს.
5. პირადობის დამადასტურებელი საბუთისა და სარეგისტრაციო ბარათის არქონის, აგრეთვე დაგვიანების ან არგამოცხადების შემთხვევაში კანდიდატი კონკურსზე არ დაიშვება.
მუხლი 11🔗. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
1. კომისია ვაკანტურ ან/და დაკავებულ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შესაბამისობის საკითხს განიხილავს მათ დაუსწრებლად.
2. კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
3. კომისიას გადაწყვეტილება გამოაქვს ამ დებულების მე-3 მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗. კონკურსის საბოლოო შედეგები
1. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
2. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.
3. კომისიას უფლება აქვს შესთავაზოს კანდიდატს მის განცხადებაში მითითებული ვაკანსიის ალტერნატიული ვარიანტი.
მუხლი 13🔗. წამოყენებული კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნა ან მისი რეზერვში ჩარიცხვა
1. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე კომისიის დასკვნის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.
2. კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი ინიშნება თანამდებობაზე, თუ იგი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში წარმოადგენს „
საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებს.
3. კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ დაინიშნა თანამდებობაზე, მისი სურვილის შემთხვევაში ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 14🔗. ჩაშლილი კონკურსი
თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად.
მუხლი 15🔗. კონკურსის შედეგების გასაჩივრება
კონკურსის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი IV
ატესტაცია
მუხლი 16🔗. ატესტაციის მიზანი
ატესტაციის მიზანია:
ა) მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან;
ბ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება;
გ) საკლასო ჩინის მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
დ) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;
ე) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;
ვ) მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება;
ზ) მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.
მუხლი 17🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1. ატესტაციას ექვემდებარება:
ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
გ) რეზერვში ჩარიცხული პირი;
დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.
2. ატესტაციას არ ექვემდებარება:
ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარე ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები;
ბ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.
3. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის ბოლო წლის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს.
4. მოხელე, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის „
ბ“, „
გ“, „
ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ატესტაციას გადის უფლებამოსილების აღდგენიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ.
მუხლი 18🔗. ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 19🔗. ატესტაციის ფორმები და პროცედურა
1. ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს შემდეგი ფორმით: ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება.
2. ატესტაციის ფორმებს, პროგრამასა და სატესტო მეთოდიკას განსაზღვრავს კომისია საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
3. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო და კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
4. ატესტაციის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში წარადგენს დახასიათებას თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №1). მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
5. ტესტირება ტარდება სპეციალური საგამოცდო ტესტების ფორმით. დადებითი შეფასების მისაღებად მოხელემ უნდა დააგროვოს კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი).
6. გასაუბრება ტარდება კომისიის მიერ მოხელის ზეპირი გამოკითხვის ფორმით, რომლის მიზანია დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის დადგენა. გასაუბრების პროცესს შეიძლება ესწრებოდეს იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელშიც მუშაობს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე. გასაუბრების პროცესში მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. გასაუბრების მიმდინარეობა შეიძლება აისახოს აუდიო ან/ და ვიდეოჩანაწერებში.
7. ატესტაციაზე მოხელის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი გადაიდება შემდგომი სხდომისათვის. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე კომისიის გადაწყვეტილებით იღებს ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.
მუხლი 20🔗. ატესტაციის შედეგები
1. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას თითოეული მოხელის მიმართ გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები:
ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.
2. ატესტაციის პროცესში კომისიის მიერ კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლით. საჭიროების შემთხვევაში, კომისია ისმენს მოხელის და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს.
3. კომისია, საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ.
4. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები (დანართი №2).
5. მოხელე საატესტაციო ფურცლის შევსებიდან ორ დღეში ეცნობა და ხელს აწერს მას.
6. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს მოახსენებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომისიის დასკვნის გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში.
7. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საკლასო ჩინის მინიჭების/ჩამორთმევის, კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურება/დაქვეითების შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომისიის დასკვნის გაფორმებიდან სამი კვირის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.
9. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე უფლებამოსილია გაათავისუფლოს იგი ან შესთავაზოს მას სხვა თანამდებობის დაკავება (დაქვეითება). თუ მოხელე უარს აცხადებს სხვა თანამდებობის დაკავებაზე (დაქვეითებაზე), საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით იგი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
მუხლი 21🔗. ატესტაციის შედეგების გასაჩივრება
ატესტაციის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №
1
მოხელის დახასიათება
სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაკავებული თანამდებობა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამსახურებრივი მოვალეობების ჩამონათვალი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი
და შედეგების შეფასება
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დადებითი და უარყოფითი მხარეები
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
წახალისება
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების, სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა ––––––––––––––––––––––
თარიღი ––––––––––––––––––––––––
დანართი №2
საატესტაციო ფურცელი
მოხელის სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაბადების თარიღი და ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის (არჩევის) თარიღი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შრომის საერთო სტაჟი (მათ შორის – საჯარო სამსახურში) –––––––––––––––––––––––––––––––
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია–––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შენიშვნა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კომისიის თავმჯდომარე ––––––––––––––––––––––––
კომისიის წევრები ––––––––––––––––––––––––––––––
თარიღი ––––––––––––––––––––––––