„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 07.10.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/2251
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.024.013.626
გამოქვეყნების წყარო სსმ, 122, 08/10/2009
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.10.2009 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt 45.0pt .75in .5in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.024.013.626
საქართველოს ეკონომიკური განვითარების
მინისტრის ბრძანება №1-1/2251
2009 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. პოლოლიკაშვილი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გენერალური ინსპექციის (შემდგომში – გენერალური ინსპექცია) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. გენერალური ინსპექცია წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. გენერალური ინსპექცია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
4. გენერალური ინსპექცია თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
5. გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც წარმართავს გენერალური ინსპექციის საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. გენერალური ინსპექციის საქმიანობა ეფუძნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის, კანონიერების, მიუკერძოებლობისა და საჯაროობის პრინციპებს.
მუხლი 2🔗. გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებანი
1. გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სტრუქტურებში, ასევე სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში, სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში – სამინისტროს სისტემა) სამსახურებრივი შემოწმების, ინსპექტირებისა და შიდა უწყებრივი კონტროლის განხორციელება;
ბ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმებისა და ინსპექტირების ჩატარება, შედეგების შესახებ დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;
გ) სამინისტროს სისტემის დაწესებულებების სამსახურებრივი შემოწმება და ინსპექტირება როგორც გეგმური, ასევე მინისტრის ცალკეულ დავალებათა საფუძველზე;
დ) თავის კომპეტენციაში შემავალი განცხადებებისა და საჩივრების შემოწმება და მათზე რეაგირება, სამსახურებრივი შემოწმებისა და ინსპექტირების შედეგების შესახებ დასკვნების შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
ე) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ კანონიერების დარღვევისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და მათი აღმოფხვრისათვის ღონისძიებების გატარება;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ განხორციელებული კონტროლის პროცედურების სამსახურებრივი შემოწმება და ინსპექტირება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პროკურატურისა და სასამართლო ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა უწყებებიდან მიღებული წერილებისა და განჩინებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
თ) სამინისტროს სისტემაში საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ინსპექტირება, კანონიერების დაცვის სამსახურებრივი შემოწმება და ანალიზი;
ი) სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო მატერიალური და ფულადი რესურსების (მათ შორის, გრანტების) მოთხოვნის, დაგეგმვის, განაწილებისა და გამოყენების კანონიერების მიზნობრიობისა და ეფექტიანობის ინსპექტირება კომპლექსური და თემატური (მიზნობრივი) შემოწმების მეშვეობით;
კ) სამინისტროს „ცხელი ხაზით“ მომსახურება;
ლ) მინისტრისა და გენერალური ინსპექციის უფროსის სპეციალურ დავალებათა შესრულება.
2. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია:
ა) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს მიმართოს მოთხოვნით, წერილობითი ფორმით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისათვის ან ინსპექტირებისათვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე;
ბ) სამინისტროს სისტემიდან გამოითხოვოს (წერილობით) და დაუბრკოლებლად მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა და ფორმის დაცვით;
გ) განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაესაუბროს ნებისმიერ მოსამსახურეს და ჩამოართვას ახსნა-განმარტება. ასევე, მიიღოს ინფორმაცია შესაბამისი პირებისაგან და გამოითხოვოს დოკუმენტაცია თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
დ) სამსახურებრივი შემოწმებისა და ინსპექტირების წარმოებისას, მინისტრთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს კონსულტაციები მოწვეული სპეციალისტისაგან;
ე) მინისტრთან შეთანხმებით ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
ვ) სამსახურებრივი შემოწმებისა და ინსპექტირების შედეგად მოპოვებული მასალებისა და ანალიზის საფუძველზე, მინისტრს წარუდგინოს დასკვნა გამოვლენილ კანონდარღვევებსა და სამსახურებრივ გადაცდომაზე, აგრეთვე რეკომენდაციები მათი აღმოფხვრის თაობაზე;
ზ) ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებისა და ინსპექტირების შედეგების მიხედვით მინისტრის წინაშე დააყენოს კანონდამრღვევი და სამსახურებრივი გადაცდომის ჩამდენი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი;
თ) სამსახურებრივი შემოწმებისა და ინსპექტირების შედეგად დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია და აცნობოს გადაწყვეტილება მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნის შესახებ;
ი) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
3. სამსახურებრივი შემოწმებისა და ინსპექტირების პერიოდში გენერალური ინსპექციის მართლზომიერი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის და მისი გასაჩივრება შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები შეზღუდვის გარეშე დაიშვებიან სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოების და დაქვემდებარებული დაწესებულებების განლაგების ადგილებში მოსამსახურის მოწმობის წარდგენისთანავე.
5. გენერალური ინსპექცია ვალდებულია:
ა) ჩაატაროს მოსამსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივი შემოწმება და ინსპექტირება ამ დებულებით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს და განიხილოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ფოსტით შემოსული ინფორმაციები;
გ) აწარმოოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის შემთხვევების ანალიზი და მოამზადოს სათანადო რეკომენდაციები მინისტრისათვის;
დ) სხვა ორგანოებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა სამინისტროში კანონიერების დარვევისა და არამართლზომიერი ქმედებების აღმოფხვრისაკენ მიმართული ღონისძიებების შემუშავებაში;
ე) ყოველი წლის დასაწყისში შეიმუშაოს სამუშაო გეგმა და დასამტკიცებლად წარუდგინოს მინისტრს;
ვ) ყოველი წლის ბოლოს წარუდგინოს მინისტრს ანგარიში გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ;
ზ) შეასრულოს ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
მუხლი 3🔗. გენერალური ინსპექციის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები
1. დაკისრებულ ფუნქციებს გენერალური ინსპექცია ახორციელებს სამსახურებრივი შემოწმებებისა და ინსპექტირების ჩატარების მეშვეობით.
2. გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმებისა და ინსპექტირების განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს მინისტრის ან გენერალური ინსპექციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, დავალებები ან მითითებები, გენერალური ინსპექციის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, ცნობები სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი კანონდარღვევის ან სამსახურებრივი გადაცდომის შესახებ, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები, მასმედიისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოქვეყნებული მასალები, ცხელი ხაზითა და ელექტრონული ფოსტით მიღებული ინფორმაციები, ცალკეულ პირთა განცხადებები.
3. სამსახურებრივი შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, ვადა შეიძლება გაგრძელდეს განსაზღვრული პერიოდით.
4. სამსახურებრივი შემოწმების დაწყება შესაძლებელია მინისტრის ან გენერალური ინსპექციის უფროსის ბრძანებით, ხოლო შეჩერება ან შეწყვეტა – იმავე სამართლებრივი აქტით.
5. ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს შემოწმების ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა ჯგუფის ხელმძღვანელის მითითებით, შესამოწმებელი ობიექტის სახელწოდება, შესამოწმებელი პერიოდი და შემოწმების ვადა.
6. მიზანშეწონილებიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, შემოწმება შეიძლება ჩატარდეს შესამოწმებელ ობიექტზე ჯგუფის მივლინებით ან/და სათანადო საბუთების გამოთხოვით.
7. შემოწმების შესახებ შემმოწმებელი ჯგუფი, შემოწმების ხასიათიდან გამომდინარე, ადგენს აქტს, რომელშიც დეტალურად აისახება ინფორმაცია, მოპოვებული მასალებისა და გამოვლენილი დარღვევების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ, რომელიც გადაეცემა შემოწმებულ სუბიექტს და რომელზეც ამ უკანასკნელმა 5 დღის ვადაში უნდა მოაწეროს ხელი ან წარმოადგინოს დასაბუთებული შენიშვნები. აქტის ხელმოწერაზე უარის განცხადების ან დასაბუთებული შენიშვნების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შემმოწმებელი ჯგუფი ადგენს დამატებით აქტს.
8. აქტის საფუძველზე, შემმოწმებელი ჯგუფი ადგენს დასკვნას შემოწმების შედეგებზე რეაგირების შესახებ, მათ შორის, რეკომენდაციებს კანონმდებლობის დამრღვევ მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების შეფარდების თაობაზე.
9. შემოწმების დასკვნას ხელს აწერს შემოწმების ჯგუფის ყველა წევრი, ხელს აწერს ინსპექციის უფროსის მოადგილე და ეთანხმება გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი. დასკვნაში მოყვანილი ფაქტების სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები.
10. დასკვნა წარედგინება მინისტრს, რომლის შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მოსამსახურეები ვალდებული არიან, არა უგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში, აცნობონ გატარებული ღონისძიებების შესახებ.
11. გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები დადგენილი წესით აღირიცხება და ინახება გენერალურ ინსპექციაში. აღნიშნული მასალების შენახვა და არქივისათვის გადაცემა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
12. გენერალურ ინსპექციაში არსებული მასალებისა და დოკუმენტაციის გაცნობისა და ასლების მოთხოვნის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. პერსონალური მონაცემებისა და სხვა სახის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ან მისი ნაწილის გაცნობა ხდება კანონით დადგენილი წესით.
13. სამსახურებრივი შემოწმების და/ან ინსპექტირების მიმდინარეობისას, საქმის წარმოების პროცესში შედგენილი და საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოთხოვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
14. გენერალური ინსპექციის მოსამსახურე არ მონაწილეობს გენერალურ ინსპექციაში შემოსული ცნობებისა და შეტყობინებების განხილვაში, აგრეთვე შემოწმების წარმოებაში, თუ შემოწმების ობიექტი არის მისი ახლო ნათესავი ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს ამ მოსამსახურის დაინტერესებაში შემოწმების შედეგებისადმი.
15. ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას გენერალური ინსპექციის მოსამსახურე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ.
16. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის აცილების საკითხს წყვეტს გენერალური ინსპექციის უფროსი. გენერალური ინსპექციის უფროსის აცილების საკითხს წყვეტს მინისტრი.
მუხლი 4🔗. გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა
1. გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციის უფროსი.
2. გენერალური ინსპექციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. გენერალური ინსპექციის უფროსი ანგარიშვალდებულია უშუალოდ მინისტრის წინაშე.
4. გენერალური ინსპექციის უფროსი:
ა) დებულების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს გენერალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს გენერალური ინსპექციის ქვედანაყოფებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) ხელს აწერს გენერალურ ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს წლის განმავლობაში გეგმური შემოწმებების გრაფიკს;
ე) იღებს გადაწყვეტილებებს არაგეგმური, კომპლექსური, ან/და თემატური (მიზნობრივი) შემოწმების ჩატარების შესახებ, განსაზღვრავს მათ ვადებს;
ვ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს გენერალური ინსპექციის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის, ინსპექციის მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისა ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს მინისტრთან იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა გენერალური ინსპექციის ამოცანების შესასრულებლად;
თ) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
კ) გენერალური ინსპექციის უფროსის კანონშესაბამისი მოთხოვნა ან მითითება სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს სისტემის ნებისმიერი ერთეულის ხელმძღვანელობისათვის.
5. გენერალური ინსპექციის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც გენერალური ინსპექციის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
6. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს გენერალური ინსპექციის უფროსს გენერალური ინსპექციის ფუნქციონალური ამოცანების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებებს;
გ) გენერალური ინსპექციის უფროსის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე.
7. სამმართველოს უფროსი:
ა) გეგმავს, ორგანიზებას უკეთებს და ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) იხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;
გ) ამზადებს და გენერალური ინსპექციის უფროსს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს ჩასატარებელი შემოწმების შესახებ;
დ) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და განკარგულებებს;
ე) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
ვ) ეცნობა სამმართველოს მოსამსახურეების მიერ წარმოდგენილ მოხსენებით ბარათს ან დასკვნას, აკეთებს ვიზირებას და წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს;
ზ) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) აკონტროლებს შემოწმების მიმდინარეობის მდგომარეობას და ამის თაობაზე მოახსენებს გენერალური ინსპექციის უფროსს;
ი) გენერალური ინსპექციის უფროსთან შუამდგომლობს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
კ) სამმართველოს უფროსის სხვა დამატებით უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი.
8. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
9. სამმართველოს უფროსს და მის მოადგილეს გენერალური ინსპექციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
10. განყოფილების უფროსი ახორციელებს ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“-„ე“, „ზ“, „ი“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმიანობას.
მუხლი 5🔗. გენერალური ინსპექციის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
1. გენერალური ინსპექცია შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:
ა) სამსახურებრივი შემოწმების, ინსპექტირებისა და ფინანსური კონტროლის სამმართველო;
ბ) დისციპლინური კონტროლის და სპეციალურ დავალებათა სამმართველო;
გ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება.
2. სამსახურებრივი შემოწმების, ინსპექტირებისა და ფინანსური კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემაში გამოვლენილ კანონდარღვევებზე და სამსახურებრივ გადაცდომებზე რეაგირება;
ბ) სამინისტროს სისტემაში საშემსრულებლო დისციპლინის დაცვის მდგომარეობის კონტროლი და უფლება-მოვალეობების შესრულების ანალიზი;
გ) მინისტრისა და გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებების საფუძველზე სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სფეროში კანონიერების დაცვის სამსახურებრივი შემოწმება და ანალიზი, სახელმწიფო მატერიალური და ფულადი რესურსების (მათ შორის – გრანტების) მოთხოვნის, დაგეგმვის, განაწილებისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის ინსპექტირება კომპლექსური და თემატური შემოწმების მეშვეობით;
დ) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების, სახელმწიფო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული საინვესტიციო და რეაბილიტაციის პროექტების მიმდინარეობის და ამ მიმართებით გამოყოფილი სახსრების მიზნობრივად გამოყენების შესწავლა და ანალიზი;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებულ შემოწმება-ინსპექტირებაზე შემოწმების აქტის, ხოლო მის საფუძველზე დასკვნის შედგენა, რომელიც წარედგინება ინსპექციის უფროსს. მოხსენებით ბარათში უნდა გაანალიზდეს გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებები, მათი ხელშემწყობი ფაქტორები და შემუშავდეს შესაბამისი რეკომენდაციები დარღვევათა პრევენციის მიზნით.
3. დისციპლინური კონტროლისა და სპეციალურ დავალებათა სამმართველოს ფუნქციებია:
ა) გენერალური ინსპექციის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
ბ) სამინისტროს სისტემაში შრომითი დისციპლინის საკითხების კონტროლი;
გ) მინისტრისა და გენერალური ინსპექციის უფროსის განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავალებათა შესრულება;
დ) ცალკეულ შემთხვევებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა საქმიანობის შესწავლა, მათი დაკავებულ თანამდებობაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ე) სხვადასხვა სახის დარღვევებზე, იურიდიულ და ფიზიკურ პირთა წერილებსა და განცხადებებზე, აგრეთვე ცხელი ხაზით და ელექტრონული ფოსტით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში.
4. ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია:
ა) გენერალური ინსპექციის საქმისწარმოების განხორციელება, შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავება, გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების მასალების დადგენილი წესით აღრიცხვა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი შენახვის უზრუნველყოფა;
ბ) გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების უზრუნველყოფის საკითხებზე წინადადებების შემუშავება;
გ) გენერალურ ინსპექციაში საშემსრულებლო და შრომითი დისციპლინის საკითხების კონტროლი;
დ) გენერალური ინსპექციის უფროსის მიმდინარე დავალებების შესრულების კონტროლი;
ე) გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მხრიდან განხორციელებული რეაგირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელება;
ზ) ცხელი ხაზისა და ელექტრონული ფოსტის მომსახურება.
მუხლი 6🔗. გენერალური ინსპექციის მოსამსახურე (ინსპექტორი)
1. ინსპექციის მოსამსახურე (ინსპექტორი):
ა) ასრულებს ამ დებულებით, მინისტრის ბრძანებითა და უფროსის დავალებით განსაზღვრულ საქმიანობას;
ბ) ატარებს სამინისტროს სისტემაში შემავალ ერთეულთა ინსპექტირებასა და სამსახურებრივ შემოწმებას, შეისწავლის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საქმიანობას და მათი მხრიდან ჩადენილი დარღვევების გამომწვევ მიზეზებს;
გ) შემოწმების დაწყების მომენტში შესამოწმებელი ობიექტისაგან მოითხოვს საჭირო დოკუმენტურ მასალას და ინფორმაციას;
დ) ყოველი სამუშაო დღის დასრულებისას სამმართველოს უფროსს აწვდის ამომწურავ ინფორმაციას შემოწმების მიმდინარეობისა და მდგომარეობის შესახებ;
ე) შემოწმების დასრულების შემდეგ, უფროსთან ერთად, განსახილველად შეიმუშავებს წინადადებებს დამრღვევ პირთა მიმართ შესაბამისი დისციპილინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ. აფორმებს დასკვნას და ხელმოწერის შემდეგ წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს, სამმართველოს უფროსის მეშვეობით;
ვ) ჩატარებული შემოწმების შედეგების გაანალიზების გზით შეიმუშავებს და გენერალური ინსპექციის უფროსს, სამმართველოს უფროსის მეშვეობით, წარუდგენს სარეკომენდაციო წინადადებებს შემოწმებული ობიექტისა და თანამშრომელთა საქმიანობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ;
ზ) პერსონალურადაა პასუხისმგებელი ჩატარებული შემოწმების შედეგებზე, მათ სრულყოფილებაზე.
2. გენერალური ინსპექციის მოსამსახურე ვალდებულია უზრუნველყოს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვა.
3. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები სარგებლობენ სამსახურებრივი მოწმობით, სადაც მითითებულია პირის მიერ დაკავებული თანამდებობის სრული სახელწოდება. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების მიზნით, ინსპექციის თანამშრომლებს შესამოწმებელ ობიექტებზე აქვთ დაუბრკოლებლად შესვლის უფლება.
4. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის სხვა დამატებით ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი.
5. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეებს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.