„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№264/42
სარეგისტრაციო კოდი
010.320.000.20.013.013.658
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 125, 16/10/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.20.013.013.658

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის

ბრძანება №264/42

2009 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის  №32/42 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტში“ (სსმ III, 12.03 2009 წ., №28, მუხ. 359) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აუდიტის დეპარტამენტები:

ა.ა) საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი;

ა.ბ) თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი;

ა.გ) ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტი;

ა.დ) სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი;

ა.ე) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტი;“;

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუდიტის დეპარტამენტები მათთვის განსაზღვრული ფუნქციურ-დარგობრივი მიმართულებების მიხედვით:

ა) ახორციელებენ აუდიტს;

ბ) უზრუნველყოფენ აუდიტის, მათ შორის, წინასწარი აუდიტის განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაციისა და მონაცემების სისტემატიზაციასა და ანალიზს;

გ) ადგენენ დეპარტამენტის სამუშაო გეგმების პროექტებს, უზრუნველყოფენ აუდიტის გეგმის შესრულებას;

დ) შეიმუშავებენ წინადადებებსა და რეკომენდაციებს გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, მათ შორის, დარღვევა-ნაკლოვანებათა აღმოფხვრის, პრევენციის, აგრეთვე შესაბამისი ნორმატიული ბაზის სრულყოფის თაობაზე;

ე) ახორციელებენ სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის მუდმივ მონიტორინგს;

ვ) აუდიტის პროცესში თანამშრომლობენ საქართველოს კონტროლის პალატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის განმახორციელებელ სხვა სახელმწიფო ორგანოებთან;

ზ) ასრულებენ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის დავალებებს.“;

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ბეჟაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.10.2009.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 15.10.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №264/42. სარეგისტრაციო კოდი — 010.320.000.20.013.013.658.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.10.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №264/42, 15.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.20.013.013.658 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.10.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86602/