,,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№94
სარეგისტრაციო კოდი
010.240.020.10.003.000.478
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 68, 18/05/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №94

2006 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

,,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წელი, №1, მუხლი 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 32 ერთეულით.“.

2. ამავე დადგენილებით დამტკიცებული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა

 

თანამდებობა

რაოდენობა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

1

1

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

1

2

სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი

1

3

სამსახურის უფროსი

5

4

სამსახურის უფროსის მოადგილე

5

5

მთავარი ბუღალტერი

1

6

სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე

1

7

მთავარი სპეციალისტი

9

8

წამყვანი სპეციალისტი

3

9

სპეციალისტი

1

10

მდივან-რეფერენტი

1

11

მდივანი

1

12

სამეურნეო მოხელე

1

13

მძღოლი

1

სულ:

32“.

“.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი