,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.035.013.655
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №330/ნ
2009 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანების (სსმ III, 23.01.2008წ., №10, მუხ. 135) პირველი პუნქტით დამტკიცებული „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 42-ე – 84-ე პუნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიების, 24-ე მუხლის 43-ე – 46-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების, ასევე მე-6 მუხლის 27-ე პუნქტისა და ,,საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი ლიცენზიის გაცემა და საჭირო საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელება.“.
2. მე-2 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის XII1 თავისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 38-ე ნაწილის შესაბამისად, ოქმის შედგენა შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.“.
3. მე-2 მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ო) ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გაცემა/გაუქმება.“.
4. მე-2 მუხლის ,,რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,რ) ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული და აღიარებითი რეჟიმებით საქართველოს ბაზარზე დაშვება (რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია), რეგისტრაცია-აღნუსხვა და დაშვების შეჩერება ან გაუქმება.“.
5. მე-2 მუხლის ,,უ“ და ,,ფ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,უ) ფარმაცევტული პროდუქტის უწყებრივი რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;
ფ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჭიროებისას სარეალიზაციო ქსელიდან ფარმაცევტული პროდუქტის ამოღების/განადგურების ზედამხედველობა, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების რეესტრის წარმოება და მათი შერჩევითი კონტროლი.“;
6. მე-2 მუხლს დაემატოს ,,ღ 1“ და ,,ღ2“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,ღ 1) ფარმაცევტული პროდუქტის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა განხორციელება;
ღ2) საქართველოს ბაზარზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, აგრეთვე ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.“.
7. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ლიცენზირებისა და აკრედიტაციის სამსახური“.
8. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამსახურის კომპეტენციაა:
ა) ლიცენზიის მაძიებელთა კონსულტირება და სალიცენზიოდ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოძიების უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმების უზრუნველყოფა;
დ) უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი მზადების პროგრამების განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა;
ე) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 42-ე – 84-ე პუნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიების, ასევე მე-6 მუხლის 27-ე პუნქტისა და ,,საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისი ლიცენზიის გაცემა.“;
ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში არსებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა და უწყებრივი რეესტრების წარმოება.“.
9. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ნ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეესტრების წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა.“;
10. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს ,,ო“, ,,პ“, ,,ჟ“, ,,რ“, ,,ს“ და ,,ტ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,ო) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 43-ე – 46-ე პუნქტებიდან გამომდინარე ფარმაცევტული წარმოების (გარდა ნარკოტიკული საშუალებისა), ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ან იმპორტის ნებართვის გაცემა და მასთან დაკავშირებული სხვა საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
პ) ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვება;
ჟ) ფარმაცევტული პროდუქტის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა განხორციელება;
რ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჭიროებისას სარეალიზაციო ქსელიდან ფარმაცევტული პროდუქტის ამოღების/განადგურების ზედამხედველობა;
ს) ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების რეესტრის წარმოება და მათი შერჩევითი კონტროლი;
ტ) საქართველოს ბაზარზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა;“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 15 ოქტომბრიდან.
ა. კვიტაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.10.2009.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ““?
- „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ““ მიღებულია 13.10.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №330/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.22.035.013.655.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ““?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.10.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ““, №330/ნ, 13.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.035.013.655 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.10.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86656/