,,კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 27 მარტის №85 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.18.011.013.666
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება№194/01
2009 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 27 მარტის №85 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი1
„კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერა-ციების წარმოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 27 მარტის №85 ბრძანებაში (სსმ III, 04.04.2006 წ., №45, მუხლი 506) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად,“.
2. „კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 27 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებული წესების:
ა) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. კომერციული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში ნაღდი ფულის ნიშნების შეტანა
1. ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკს შორის ნაღდი ფულის ნიშნებთან დაკავშირებული ოპერაციები რეგულირდება ამ წესებით და მათ შორის საკასო მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ეროვნული ბანკის სისტემაში ნაღდი ფულის ნიშნების შეტანა-გატანის და შესაბამის ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვის რეჟიმი განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკს წარუდგენს უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებულ, ნაღდი ფულის ნიშნების შეტანის დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლების მქონე პირთა ხელმოწერის ნიმუშებს, ასევე ზედსადებებზე და კლიშეზე დასატან რეკვიზიტებს. ხელმოწერებისა და რეკვიზიტების ნებისმიერი ცვლილების შესახებ კომერციული ბანკი აცნობებს ეროვნულ ბანკს.
3. ეროვნულ ბანკში მიიღება მხოლოდ ანგარიშის მქონე კომერციული ბანკის მიერ ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით მე-10 მუხლის შესაბამისად ფორმირებული ნაღდი ფულის ნიშნები.
4. ეროვნულ ბანკში შესატანი ბანკნოტების კონები და მონეტები უნდა შეიფუთოს პოლიეთილენის პაკეტებში. პაკეტის ზედსადებზე უნდა მიეთითოს ნომინალი, ბანკნოტების/მონეტების რაოდენობა, მთლიანი თანხა, შეფუთვის თარიღი, ბანკის დასახელება და კოდი.
5. ბანკნოტებისა და მონეტების პოლიეთილენის პაკეტით შეფუთვა ხდება პაკეტის შედუღებით, რომლის ნაკერზეც ისმება კლიშეს ანაბეჭდი შემდეგი რეკვიზიტებით: ბანკის დასახელება და კოდი.
6. კომერციული ბანკებისგან ნაღდი ფულის ნიშნები (ეროვნული და უცხოური ვალუტა) მიიღება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით დადგენილი სამუშაო რეჟიმით, ორ ეგზემპლარად შევსებული განაცხადის (დანართი №19) საფუძველზე.
7. განაცხადის წარმოდგენის შემდეგ ეროვნული ბანკის ოპერატორი ახდენს ფულის ნიშნების შემოტანაზე უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირებას პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით, ამოწმებს წარმოდგენილი განაცხადის შევსების და ხელმოწერის სისწორეს, ავსებს შემოსავლის ორდერს, ბეჭდავს ორ ეგზემპლარად, ხელს აწერს მას და განაცხადთან ერთად გადასცემს შემომტან პირს სალაროში წარსადგენად.
8. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის მიერ წარმოდგენილი განაცხადი არასწორადაა შევსებული, ეროვნული ბანკის ოპერატორი მასზე აკეთებს აღნიშვნას გაუქმების შესახებ, ადასტურებს ხელმოწერით, უარს აცხადებს ოპერაციის განხორციელებაზე და გადასცემს წარმომდგენს განაცხადის ორივე ეგზემპლარს. წარმომდგენი ხელმოწერით ადასტურებს განაცხადის არასწორად შევსების ფაქტს და განაცხადის ერთ ეგზემპლარს ხელმოწერის შემდეგ უბრუნებს ეროვნული ბანკის ოპერატორს.
9. განაცხადისა და შემოსავლის ორდერის მიღების შემდეგ ეროვნული ბანკის მოლარე ახდენს ფულის ნიშნების შემოტანაზე უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირებას პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით, ამოწმებს განაცხადისა და შემოსავლის ორდერის შევსების და დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერების სისწორეს და მათი სისწორის შემთხვევაში შემომტანისგან იღებს ფულის ნიშნებს გადასათვლელად.
10. ეროვნული ბანკის მოლარე, შემოტანილი ფულის ნიშნების შეფუთვის სიმრთელის, მათზე არსებული რეკვიზიტების სისწორის შემოწმების შემდეგ, ფულის ნიშნებს გადაითვლის კონებისა და ნეკნების მიხედვით, ფულის ნიშნების მიღებას ადასტურებს შემოსავლის ორდერსა და განაცხადზე ხელმოწერით და ბეჭდით, რის შემდეგაც აღნიშნულ დოკუმენტებს ხელმოსაწერად გადასცემს ფულის ნიშნების შემოტანაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც ხელმოწერით დადასტურებული განაცხადისა და შემოსავლის ორდერის თითო ეგზემ-პლარს უბრუნებს ეროვნული ბანკის მოლარეს.
11. კომერციული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში შეტანილი ნაღდი ფულის ნიშნების კომერციული ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშზე აისახება ოპერაციის შესრულების დღეს.
12. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის მოლარის მიერ გამოვლენილ იქნა დოკუმენტებსა და ფაქტობრივად შემოტანილ თანხებს შორის შეუსაბამობა ან სხვა ნაკლოვანება, ეროვნული ბანკის მოლარე უარს აცხადებს ოპერაციის განხორციელებაზე, განაცხადზე აკეთებს აღნიშვნას ნაკლოვანების შესახებ, ადასტურებს ხელმოწერით, ბეჭდით და ფულის ნიშნებთან ერთად გადასცემს წარმომდგენს. წარმომდგენი ხელმოწერით ადასტურებს შეუსაბამობის ან სხვა ნაკლოვანების არსებობის ფაქტს და განაცხადის ერთ ეგზემპლარს ხელმოწერის შემდეგ უბრუნებს ეროვნული ბანკის მოლარეს.
13. ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკიდან მიღებული ფულის ნიშნები ექვემდებარება გადათვლას, დახარისხებას, ფორმირებასა და შეფუთვას.
14. კომერციული ბანკის მიერ შემოტანილი ფულის ნიშნების გადათვლისას ზედმეტობა/დანაკლისის ან არგადახდითი ფულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ეროვნულ ბანკში დგება ცნობა (დანართი №16) სამ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი (არგადახდითი ფულის ნიშნის გამოვლენისას – ფულის ნიშანთან ერთად) ეგზავნება კომერციულ ბანკს, ხოლო ორი ეგზემპლარი რჩება ეროვნულ ბანკს. საეჭვო ფულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დგება ცნობა (დანართი №17) ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი – ეგზავნება კომერციულ ბანკს, ხოლო სამი ეგზემპლარი ფულის ნიშანთან ერთად რჩება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისათვის. ცნობის საფუძველზე კომერციული ბანკის ფორმირებულ ფულში აღმოჩენილი ზედმეტობა ჩაირიცხება მის საკორესპონდენტო ანგარიშზე, ხოლო დანაკლისის, არგადახდითი ან ყალბი ფულის ნიშანის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი თანხა ეროვნული ბანკის მიერ უპირობოდ ჩამოიწერება კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშიდან.“.
ბ) მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121და 122 მუხლები:
„მუხლი 121. ეროვნული ბანკიდან ეროვნული და უცხოური ვალუტის გატანა
1. ეროვნული ვალუტის გატანის მიზნით, კომერციული ბანკი საგადახდო დავალების მეშვეობით, საკორესპოდენტო ანგარიშიდან თანხას ჩარიცხავს ეროვნულ ბანკში გახსნილ მის საკასო მომსახურების ანგარიშზე, ხოლო უცხოურ ვალუტაში საკასო მომსახურების ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ხდება კომერციული ბანკის მიერ გამოგზავნილი მსოფლიო ბანკთაშორისი საფი-ნანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოება – SWIFT შეტყობინების საფუძველზე, ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი მემორიალური ორდერით.
2. საგადახდო დავალებაში/SWIFT შეტყობინებაში დადგენილი წესით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, დამატებით უნდა მიეთითოს პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით გატანაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა.
3. ფულის ნიშნების გატანისას ეროვნული ბანკის ოპერატორი კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირის ზეპირი განცხადების შემდეგ ამოწმებს საკასო მომსახურების ანგარიშზე თანხის არსებობას და ოდენობას.
4. ეროვნული ბანკის ოპერატორი, თანხის არსებობის შემთხვევაში, ახდენს ფულის ნიშნების მიმღები უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირებას საგადახდო დავალებაში /მემორიალურ ორდერში მითითებული რეკვიზიტების მიხედვით, ბეჭდავს ჩარიცხვის დამადასტურებელ საგადახდო დავალებას/მემორიალურ ორდერს ერთ ეგზემპლარად, ავსებს გასავლის ორდერს და ბეჭდავს ორ ეგზემპლარად, ხელს აწერს მათ და საგადახდო დავალებასთან/მემორიალურ ორდერთან ერთად გადასცემს ფულის ნიშნების მიმღებს ეროვნული ბანკის უფლებამოსილ პირთან წარსადგენად.
5. ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი დოკუმენტების მიღების შემდეგ ახდენს ფულის ნიშნების მიმღები პირის იდენტიფიცირებას საგადახდო დავალებაში/მემორიალურ ორდერში მითითებული რეკვიზიტების მიხედვით, საგადახდო დავალების/მემორიალური ორდერის და გასავლის ორდერის ურთიერთშედარებას, დოკუმენტებისა და მათზე არსებული ხელმოწერის სისწორის შემოწმებას.
6. დოკუმენტების სისწორის დადგენის შემდეგ, ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ხელს აწერს საგადახდო დავალებას/მემორიალურ ორდერს, გასავლის ორდერს და გადასცემს ფულის ნიშნების მიმღებ პირს სალაროში წარსადგენად.
7. დოკუმენტების მიღების შემდეგ, ეროვნული ბანკის მოლარე ახდენს ფულის ნიშნების მიმღები პირის იდენტიფიცირებას, ადგენს დოკუმენტების და ხელმოწერების სისწორეს და მათი სისწორის შემთხვევაში ხელს აწერს გასავლის ორდერის ორივე ეგზემპლარს და ფულის ნიშნებთან ერთად გადასცემს თანხის მიმღებ პირს.
8. მიმღები პირი ფულის ნიშნებს გადაითვლის კონების, ნეკნების და მათზე არსებული რეკვიზიტების მიხედვით, მონეტებს კი _ პაკეტების და მასზე არსებული რეკვიზიტების მიხედვით, შეუფუთავ კონებს, ნეკნებსა და ცალკეულ ბანკნოტებს _ ფურცლობრივად, ხოლო მონეტებს ცალობით, რის შემდეგაც ხელს აწერს ორდერს და ერთ ეგზემპლარს უბრუნებს ეროვნული ბანკის მოლარეს.
9. ფულის ნიშნების მიმღებ პირს უფლება აქვს კონებად შეფუთული ბანკნოტები გადათვალოს ფურცლობრივად, ხოლო ტომრებში მოთავსებული მონეტები _ ცალობით, სალაროს პასუხისმგებელი მუშაკის თანდასწრებით სპეციალურად გამოყოფილ ოთახში.
10. ნაღდი ფულის ნიშნების ფურცლობრივად და ცალობით გადათვლისას შეფუთვის საშუალებები და ზედსადებები ინახება გადათვლის დამთავრებამდე. დანაკლისის, ზედმეტობის ან სხვა შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში იმავდროულად დგება სათანადო აქტი, რომლის საფუძველზეც დანაკლისის თანხა დაუყოვნებლივ აუნაზღაურდება ფულის ნიშნების მიმღებს, ხოლო ზედმეტობა ჩაირიცხება ეროვნული ბანკის შემოსავალში. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის წარმომადგენლის მიერ ეროვნულ ბანკში არ მოხდება ფულის ნიშნების გადათვლა, პრეტენზიები დანაკლისის ანაზღაურების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ არ მიიღება.
11. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა რაიმე სახის შეუსაბამობა კომერციული ბანკის მიერ გამოგზავნილ საგადახდო დავალებაში/მემორიალურ ორდერში ან ფულის ნიშნების მიღებაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებში:
ა) ეროვნული ბანკი უარს აცხადებს თანხის გაცემაზე;
ბ) შეუსაბამობის გამომვლენი პირი საგადახდო დავალების/მემორიალურ ორდერის მეორე მხარეს აკე-თებს შესაბამის აღნიშვნას და ადასტურებს ხელმოწერით. იმავდროულად, თანხის კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე დაბრუნების მიზნით, ეროვნული ბანკის მიერ იქმნება საგადახდო დავალება, სადაც მიეთითება ფულის ნიშნების გაუცემლობის მიზეზი და საფუძველი.
12. კომერციული ბანკი ვალდებულია მოახდინოს ნაღდი ფულის ნიშნების გატანა საკასო მომსახურების ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღესვე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ახდენს თანხის კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე დაბრუნებას მომდევნო სამუშაო დღეს.
13. კომერციულ ბანკს შეუძლია ეროვნულ ბანკში გადაცვალოს ფულის ნიშნები საჭირო ნომინალის ფულის ნიშნებზე.
მუხლი 122. ეროვნული ბანკიდან მკაცრი აღრიცხვის ბლანკების გატანა
1. ეროვნული ბანკიდან მკაცრი აღრიცხვის ბლანკები გაიცემა კომერციული ბანკის მიერ ამ მიზნით ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე თანხის (ბლანკების ღირებულების) ჩარიცხვის დამადასტურებელი საგადახდო დავალების საფუძველზე. საგადახდო დავალებაში დადგენილი წესით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, დამატებით უნდა მიეთითოს პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით მკაცრი აღრიცხვის ბლანკების მიღებაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახეობა და რაოდენობა.
2. ეროვნული ბანკის ოპერატორი, მკაცრი აღრიცხვის ბლანკების მიღებაზე უფლებამოსილი პირის ზეპირი განაცხადის საფუძველზე, ახდენს პირის იდენტიფიცირებას საგადახდო დავალებაში მითითებული რეკვიზიტების მიხედვით, ამოწმებს ჩარიცხული თანხის და ბლანკების რაოდენობის შესაბამისობას, ბეჭდავს ჩარიცხვის დამადასტურებელ საგადახდო დავალებას ერთ ეგზემპლარად, ადასტურებს ხელმოწერით და გადასცემს ბლანკების მიღებაზე უფლებამოსილ პირს ეროვნული ბანკის მოლარესთან წარსადგენად.
3. ეროვნული ბანკის მოლარე, საგადახდო დავალების მიღების შემდეგ, ახდენს ბლანკების მიღებაზე უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირებას, ამოწმებს ეროვნული ბანკის ოპერატორის ხელმოწერის სისწორეს, ანგარიშზე ჩარიცხული თანხის და ბლანკების რაოდენობის შესაბამისობას და ავსებს გასავლის გარებალანსურ ორდერს.
4. ეროვნული ბანკის მოლარე გარებალანსური ორდერის შევსების შემდგომ ბეჭდავს მას ორ ეგზემპლარად, ხელს აწერს და გადასცემს მკაცრი აღრიცხვის ბლანკებთან ერთად მათ მიღებაზე უფლებამოსილ პირს ხელმოსაწერად.
5. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ბლანკების გადათვლის, მათი ნომრების გარებალანსურ ორდერში მითითებულ ნომრებთან შედარების შემდეგ, ხელმოწერით ადასტურებს გარებალანსურ ორდერს, რომლის ერთ ეგზემპლარს უბრუნებს მოლარეს.
6. საგადახდო დავალებასა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების მიღებაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს შორის ან/და ჩარიცხული თანხის და ბლანკების რაოდენობას შორის შუსაბამობის შემთხვევაში:
ა) ეროვნული ბანკი უარს აცხადებს მკაცრი აღრიცხვის ბლანკების გაცემაზე;
ბ) შეუსაბამობის გამომვლენი პირი საგადახდო დავალების მეორე მხარეს აკეთებს შესაბამის აღნიშვნას და ადასტურებს ხელმოწერით. იმავდროულად, თანხის კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე დაბრუნების მიზნით, ეროვნული ბანკის მიერ იქმნება საგადახდო დავალება, სადაც მიეთითება მკაცრი აღრიცხვის ბლანკების გაუცემლობის მიზეზი და საფუძველი.“.
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი VII და მე-20 მუხლი:
„თავიVII. გარდამავალი დებულებები
მუხლი 20. გარდამავალი დებულება
2009 წლის 1 დეკემბრამდე კომერციული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში ჩასაბარებელი ნაღდი ფულის ნიშნების შეფუთვა და ფორმირება ხდება ამ წესების მე-10 მუხლის შესაბამისად.“.
3. ბრძანების დანართი №16, დანართი №17 და დანართი №19 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესების მე-12 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2009 წლის 26 ოქტომბრიდან.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესების მე-12 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.
გ. ქადაგიძე
კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების
დანართი №16
ც ნ ო ბ ა
ეროვნული ბანკის სისტემაში კომერციული ბანკებისაგან (კომერციულ ბანკებში ინკასატორებისაგან) მიღებული ფულის საკონტროლო გადათვლისას ზედმეტობ ა/დანაკლისის, ან არგადახდითი ფულის ნიშნების გამოვლენის შესახებ
ქ. _____________ ___ _______ წელი
ფულის ნიშნების მიმღები ________________________________________
შემომტანი იურიდიული პირის დასახელება _____________________________
მიღებული თანხა __________________ ____________ ______________________
(ციფრებით) (ვალუტის სახეობა) ფორმირების (შეფუთვის) რეკვიზიტები
ფორმირების თარიღი _______________
საკონტროლო გადათვლა განახორციელა _______ მაკონტროლებელი მუშაკი _________
( სახელი, გვარი) ( სახელი, გვარი)
საკონტროლო გადათვლის შედეგად გამოვლინდა
|
| ნომინალი | რაოდენობა | თანხა |
| დანაკლისი |
|
|
|
| ზედმეტობა |
|
|
|
არგადახდითი
| ნომინალი | გამოშვების წელი | ნომერი |
|
|
| |
|
|
| |
|
|
| |
|
|
| |
|
|
| |
|
|
| |
|
|
|
ჯამი სიტყვებით________________________________________________________________
დანართი: ____________ზედსადები, __________ბანდეროლი,_____________პლომბი (კლიშე).
მიმღების წარმომადგენლები: მოლარე _________
(ხელმოწერა)
მაკონტროლებელი მუშაკი ___________________
(ხელმოწერა)
კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების.
დანართი №17
ც ნ ო ბ ა
ეროვნული ბანკის სისტემაში კომერციული ბანკებისაგან (კომერციულ ბანკებში ინკასატორებისაგან) მიღებული ფულის ნიშნების საკონტროლო გადათვლისას საეჭვო ან ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის შესახებ
ქ. _____________ ___ _______ წელი
ფულის ნიშნების მიმღები ბანკი ________________________________
შემომტანი იურიდიული პირის დასახელება ____________________________
მიღებული თანხა ________________ __________________ __________________
(ციფრებით)(ვალუტის სახეობა)ფორმირების (შეფუთვის) რეკვიზიტები
ფო რმირების თარიღი ____________
საკონტროლო გადათვლა განახორციელა _________ მაკონტროლებელი მუშაკი _________
( სახელი, გვარი) ( სახელი, გვარი)
საკონტროლო გადათვლის შედეგად გამოვლინდა________________________
| ნომინალი | გამოშვების წელი | ნომერი |
|
|
| |
|
|
| |
|
|
|
ჯამი სიტ ყვებით_______________________________________________
დანართი: ________ზედსადები, _______ბანდეროლი,__________პლომბი (კლიშე).
მიმღების წარმომადგენლები:
მოლარე ___________________(ხელმოწერა)
მაკონტროლებელი მუშაკი ___________________(ხელმოწერა)
დასკვნა ფულის ნიშნის შესახებ:
________________________________
________________________________ ექსპერტის ხელმოწერა
კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების.
დანართი #19
ნაღდი ფულის ნიშნების შეტანის განაცხადი №
----- ------------------- 20 წ.
_________________________________ _________________________________
(შემომტანი ბანკის დასახელება) (მიმღები ბანკის დასახელება)
შემომტანი ბანკის კოდი № ____________ მიმღები ბანკის კოდი №____________
შემომტანი ბანკის ანგარიში № ____________ მიმღები ბანკის ანგარიშის № _______
დანიშნულება საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხვა
გიგზავნით________________________________________________________________________
პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით პირის სახელი, გვარი, საბუთის ნომერი,
_________________________________________________________________________________
პირადი ნომერი, გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა
_______________________________________________________________________________
მეშვეობით ფულის ნიშნებს:
| ბანკნოტები | მონეტები | |||||
| ნომინალი | თანხა | კონების რაოდ. | ტომრების რაოდ. | ნომინალი | თანხა | ტომრების რაოდ. |
| 1 |
|
|
| 001 |
|
|
| 2 |
|
|
| 002 |
|
|
| 5 |
|
|
| 005 |
|
|
| 10 |
|
|
| 010 |
|
|
| 20 |
|
|
| 020 |
|
|
| 50 |
|
|
| 050 |
|
|
| 100 |
|
|
| 1-ლარიანი |
|
|
| 200 |
|
|
| 2-ლარიანი |
|
|
| - |
|
|
| 10-ლარიანი |
|
|
| სულ |
|
|
| სულ |
|
|
მთლიანი თანხა______________________________________________
(ციფრებით და სიტყვებით)
უფლებამოსილი პირი/პირები: ________________ ________________
(თანამდებობა) (ხელმოწერა)
ბ.ა.
_________________________________________________________________
ფაქტობრივად მიღებული თანხა ________________________________________
(ციფრებით და სიტყვებით)
შეუსაბამობის აღნიშვნა: _____________________________________________
მიღებულია კონებით, ნეკნებით, ზედსადებებით და ჩარიცხულია შესაბამის ანგარიშზე
საქართველოს ეროვნული ბანკი
შემომტანი _____________ ოპერატორი ________________
(ხელმოწერა) (ხელმოწერა)
მოლარე ___________________
(ხელმოწერა)
ბ.ა.
შენიშვნა: ფაქტობრივად შემოტანილი თანხების შეუსაბამობის ან სხვა ნაკლოვანების არსებობის შემთხვევაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა და უბრუნდე უცხოური ვალუტის შემოტანისას აუცილებელია ნომინალების მითითება.