„ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორის მიერ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყებისა და დასრულების შესახებ შეტყობინების ფორმისა და წესის დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 20.10.2009
ძალის დაკარგვა 21.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №338/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.200.000.22.035.013.672
გამოქვეყნების წყარო სსმ, 127, 20/10/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
„ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორის მიერ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყებისა და დასრულების შესახებ შეტყობინების ფორმისა და წესის დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:AcadNusx;} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 37.35pt .5in .5in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.200.000.22.035.013.672
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №338/ნ
2009 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორის მიერ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყებისა და დასრულების შესახებ შეტყობინების ფორმისა და წესის დამტკიცების თაობაზე
,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) ფარმაცევტული პროდუქციის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყებისა და დასრულების შესახებ შეტყობინების ფორმა (დანართი №1);
ბ) ფარმაცევტული პროდუქციის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყებისა და დასრულების შესახებ შეტყობინების წესი (დანართი №2).
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
დანართი 1
ფარმაცევტული პროდუქციის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყებისა და დასრულების შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის
შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ი ს ფ ო რ მ ა
1. დაინტერესებული პირის ვინაობა
2. დაინტერესებული პირის მისამართი (ფაქტობრივი მისამართი)
3. რეგისტრაციის ადგილი, ნომერი და თარიღი
4. ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტა ______________________________________________________________
5. ინფორმაცია რეალიზაციაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ _______________________________
6. საცალო/საბითუმო რეალიზატორი:
ავტორიზებული აფთიაქი Ο
აფთიაქი (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი) Ο
საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტი Ο
ფარმაცევტული განათლების მქონე პერსონალი Ο
დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის სუბიექტი ფიზიკური პირი Ο
საბითუმო რეალიზატორი Ο
7. შეტყობინების ტიპი:
რეალიზაციის დაწყება 1 Ο რეალიზაციის დასრულება Ο
თარიღი _____________ თარიღი _______________
8. დაინტერესებული პირის/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა
9. შეტყობინების შევსების თარიღი
,,---------” ---------------------” 20 წ
ბ.ა (ასეთის არსებობის
შემთხვევაში)
დანართი №2
ფარმაცევტული პროდუქციის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყებისა და დასრულების შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის შეტყობინების წესი
მუხლი 1🔗.
1. წინამდებარე წესი ადგენს ფარმაცევტული პროდუქციის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყებისა და დასრულების შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის შეტყობინების წესსა და პირობებს.
2. ამ ბრძანებით გათვალისწინებული რეალიზაციის დაწყების შესახებ შეტყობინების ვალდებულებისაგან თავისუფლდება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც 2009 წლის 15 ოქტომბრამდე დადგენილი წესით მოპოვებული აქვს შესაბამისი საქმიანობის უფლება (I ჯგუფის აფთიაქის მოწყობის, II ჯგუფის აფთიაქის მოწყობისა და სააფთიაქო პუნქტის მოწყობის ნებართვა) და ახორციელებს ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას.
მუხლი 2🔗.
1. ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყება და დასრულება ექვემდებარება სავალდებულო შეტყობინებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის (შემდგომში – სააგენტო).
2. ფარმაცევტული პროდუქციის საბითუმო/საცალო რეალიზაციის მსურველი პირი/რეალიზატორი ასეთი საქმიანობის დაწყებამდე და ასეთი საქმიანობის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყოფს სააგენტოს შეტყობინებას დანართი №1-ით გათვალისწინებული ფორმით.
3. შეტყობინება უნდა იყოს შევსებული გარკვევით, ყველა შესაბამისი გრაფის აღნიშვნით.
4. შეტყობინება არ ჩაითვლება მიწოდებულად, თუ მისი შედგენის დროს დარღვეულია ამ წესით შეტყობინების ფორმის შევსებისთვის განსაზღვრული მოთხოვნები (არასწორი, არასრული შევსება, ანდა თუ შეტყობინების ფორმაში გაკეთებული ჩანაწერი არ იკითხება/გაურკვეველია).
5. შეტყობინება სააგენტოს უნდა მიეწოდოს წერილობითი ფორმით.
6. საბითუმო და საცალო რეალიზაციის შემთხვევაში, შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ერთი ფორმა, თუ ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია ხორციელდება ერთი და იმავე განთავსების ადგილიდან, ერთი და იმავე რეალიზაციის მსურველი პირის/რეალიზატორის მიერ. ყველა სხვა შემთხვევაში, ივსება შეტყობინების დამოუკიდებელი ფორმა.
7. სააგენტო ვალდებულია სამი სამუშაო დღის ვადაში მოახდინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგენა და დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ დაინტერესებულ პირს. თუ სააგენტომ არ მოახდინა შესაბამისი რეაგირება, შეტყობინება ჩაითვლება მიღებულად. დაუშვებელია სააგენტოს მხრიდან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენა შეტყობინების მიღებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ.
8. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენამდე დაინტერესებული პირი არ იზღუდება განახორციელოს შეტყობინებაში მითითებული საქმიანობა.
მუხლი 3🔗.
შეტყობინების ფორმა ივსება შემდეგი სახით:
ა) რეკვიზიტში 1. ,,დაინტერესებული პირის ვინაობა“ – მიეთითება დაინტერესებული პირის მონაცემები სრულად: ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი გვარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული დასახელება, სამართლებრივი ფორმა, ხელმძღვანელის სახელი და გვარი;
ბ) რეკვიზიტში 2. ,,დაინტერსებული პირის მისამართი“ – დაინტერესებული პირის ფაქტობრივი მისამართი;
გ) რეკვიზიტში 3. ,,რეგისტრაციის ადგილი, ნომერი და თარიღი“ – მიეთითება დაინტერესებული პირის (იურიდიული პირი და/ან ფიზიკური პირი) რეგისტრაციის ადგილი, ნომერი და თარიღი;
დ) რეკვიზიტში 4. ,,ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტა“ – მიეთითება დაინტერესებული პირის საკონტაქტო ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტა;
ე) რეკვიზიტში 5 .,,ინფორმაცია რეალიზაციაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ“ – მიეთითება რეალიზაციაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი. ასევე, ფარმაცევტული განათლების მქონე პერსონალის შემთხვევაში – დიპლომის ნომერი, ხოლო დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში – სახელმწიფო სერტიფიკატის ნომერი;
ვ) რეკვიზიტში 6. ,,ავტორიზებული აფთიაქი“, ,,აფთიაქი (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი)“, ,,საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტი“, ,,ფარმაცევტული განათლების მქონე პერსონალი“, ,,დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის სუბიექტი ფიზიკური პირი“ და ,,საბითუმო რეალიზატორი“ – მიეთითება ერთ-ერთი მათგანი;
ზ) რეკვიზიტში 7. ,,შეტყობინების ტიპი“ – მიეთითება რეალიზაციის დაწყება ან დასრულება თარიღის მითითებით;
თ) რეკვიზიტში 8. ,,დაინტერესებული პირის/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელ-მოწერა“ – შესაბამის გრაფაში კეთდება ფიზიკური პირის, ხოლო იურიდული პირის შემთხვევაში წარო-მადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და მოწმდება ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთ-ხვევაში);
ი) რეკვიზიტში 9. ,,შეტყობინების შევსების თარიღი“ – მიეთითება შეტყობინების შევსების თარიღი.