„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.693
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №928
2009 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით (სსმ III, 01.04.2005წ., №37, მუხ. 380) დამტკიცებულ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლს:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1“ ქვეპუნქტი:
,,ვ1) ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა – ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 28 სექტემბრის №841 ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შედგენილი პროგრამა, რომლის საფუძველზეც იქმნება საგამოცდო ტესტი.“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ4“ ქვეპუნქტი:
,,თ4) მაქსიმალური ქულა – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თითოეული საგამოცდო საგნისთვის მინიჭებული უმაღლესი ქულა“.
2. ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის ,,ი1“ ქვეპუნქტი.
3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ს1“ ქვეპუნქტი:
,,ს1) სკალირებული ქულების შეწონილი ჯამი – ბაკალავრიატის და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე (შემდგომში – აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოპოვებული სკალირებული ქულების ამ დებულების მე-18 მუხლის 12 პუნქტით დადგენილ საგამოცდო საგნის წონებზე გადამრავლებისა და ნამრავლის შეკრების შედეგად მიღებული ჯამი.“.
4. მე-2 მუხლის ,,ტ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ტ1) საგამოცდო ტესტი – საგამოცდო საგნების მიხედვით, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის შესაბამისად, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი;“.
5. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ტ2“ ქვეპუნქტი:
„ტ2) საგამოცდო საგნის წონა – საგამოცდო საგნისთვის განსაზღვრული რიცხვი, რომელზეც ამ დებულებით დადგენილი წესით ხდება აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოპოვებული სკალირებული ქულების გამრავლება აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით.“.
6. მე-2 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,უ) ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალი – აბიტურიენტის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში პრიორიტეტების მიხედვით მითითებული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტი და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ან/და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც სურს სწავლის გაგრძე-ლება;“.
7. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) რომელთაც აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობა;“.
8. ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი.
9. მე-5 მუხლის:
ა) პირველი, 11 და 12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდის ჩაბარება.
11. პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის ფაკულტეტმა შეიძლება დააწესოს გამოცდა შემდეგი არჩევითი საგნებიდან:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა;
ბ) ერთი ან რამდენიმე შემდეგ უცხო ენათაგან:
ბ.ა) ინგლისური ენა;
ბ.ბ) გერმანული ენა;
ბ.გ) ფრანგული ენა;
ბ.დ) რუსული ენა.
გ) ლიტერატურა;
დ) მათემატიკა;
ე) ისტორია;
ვ) გეოგრაფია;
ზ) ქიმია;
თ) ფიზიკა;
ი) ბიოლოგია.
12. აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისა, აუცილებელია სავალდებულო საგნების გამოცდების ჩაბარება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის გადაწყვეტილებით ამ მუხლის მე-3პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდის ჩაბარება.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის ფაკულტეტმა უნდა დააწესოს გამოცდა შემდეგი არჩევითი საგნებიდან:
ა) ლიტერატურა;
ბ) მათემატიკა;
გ) ისტორია;
დ) გეოგრაფია;
ე) ქიმია;
ვ) ფიზიკა;
ზ) ბიოლოგია.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტი უფლებამოსილია კონკრეტული ფაკულტეტის აბიტურიენტთათვის ამ მუხლის 11 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული საგნებიდან აირჩიოს რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა. ამ შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდიდან ჩააბაროს ერთ-ერთი, რომელსაც თავად ირჩევს.“;
გ) 42, მე-5 და 51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,42. თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს ფაკულტეტის მიერ დაწესებული ორი ან რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის ფაკულტეტზე მისი ჩარიცხვის საკითხის გადაწყვეტისთვის კოეფიციენტებით რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ არჩევითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი შეფასება. თუ ამ შეფასებით აბიტუ-რიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ სხვა არჩევითი საგნის გამოცდაში/გამოცდებში მიღებული შემდგომი უმაღლესი შეფასება. ხოლო, თუ ამ არჩევითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი ქულები იდენტურია, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გაითვალისწინება იმ არჩევითი საგნის გამოცდის უმაღლესი ქულა, რომლისთვისაც ფაკულტეტის მიერ დადგენილია მისაღები ადგილების მეტი რაოდენობა. თუ ამ შემთხვევაში აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ სხვა არჩევითი საგნის გამოცდაში/გამოცდებში მიღებული შემდგომი უმაღლესი ქულა.
5. კონკრეტული ფაკულტეტის მიერ ორ ან რამდენიმე არჩევით საგანში გამოცდის დაწესების შემ-თხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება:
ა) ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ადგენს თითოეულ არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტების მინიმალურ კვოტას;
ბ) არჩევით საგანში გამოცდებისთვის ადგენს ერთ საერთო კოეფიციენტს.
51. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებისათვის დადგენილი კვოტა არ შეივსო, მაშინ:
ა) ორი არჩევითი საგნის გამოცდის არჩევის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, დადგენილ არჩევით საგანში გამოცდებგავლილი აბიტურიენტებისათვის გამოყოფილი კვოტა შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ მეორე არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით;
ბ) ორზე მეტი არჩევითი საგნის გამოცდის არჩევის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ფაკულტეტზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, დადგენილ არჩევით საგანში გამოცდებგავლილი აბიტურიენტებისათვის გამოყოფილი კვოტა შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წინასწარ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არჩეულ, სხვა არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით.“.
10. ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის 52 პუნქტი.
11. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ ქართულ ენაზე, გარდა ამ დებულებით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.“.
12. ამ დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
,,71. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად აბიტურიენტები უფლებამოსილნი არიან გამოცდა მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში ჩააბარონ რუსულ ენაზე, რის შესახებაც მათ უნდა მიუთითონ საგამოცდო განაცხადში.“.
13. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. აბიტურიენტები, რომლებიც სწავლის გაგრძელებას აპირებენ სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამით, ერთიან ეროვნულ გამოცდამდე გადიან შესაბამის კონკურსს სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დად-გენილი წესით, რომლის შედეგები დაუყოვნებლივ ეგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრს მის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“.
14. დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11, 12, 13 , 14 და 15 პუნქტები:
,,11. საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულოა როგორც სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის გავლა, ასევე შემდეგი საგნების ჩაბარება:
ა) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე ამ დებულების მე-5 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდის ჩაბარება;
ბ) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდის ჩაბარება.
12. აბიტურიენტი სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე სახელმწიფო სასწავლო გრანტს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული არჩევითი საგნებიდან მის მიერ არჩეულ ერთ საგანში გამოცდის ჩაბარების გზით.
13. აბიტურიენტი, რომელსაც ფაკულტეტების რეიტინგულ ჩამონათვალში საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის გარდა მითითებული აქვს სხვა აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო სასწავლო გრანტს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების და ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იმ არჩევითი საგნის ჩაბარების გზით, რომელსაც ის აბარებდა აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების მიზნით.
14. იმ აბიტურიენტის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, რომელმაც ამ მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად ჩააბარა რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა და მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მეტ ოდენობას. თუ ამ არჩევითი საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ერთსა და იმავე ოდენობას, აბსოლუტური რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ არჩევით საგანში, რომელზეც შესაბამის წელს, ამ დებულების მე-18 მუხლის 21 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეტი თანხა გადანაწილდება.
15. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით კონკურსგავლილ და ჩარიცხულ სტუდენტს, რომელიც მოიპოვებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოყოფილ დაფინანსებას და სახელმწიფო სასწავლო გრანტს, მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტით გათვალისწინებული თანხის ნახევარი მაინც მიეცემა სტიპენდიის სახით ამ დაწესებულების ბიუჯეტიდან.“.
15. მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისთვის სასწავლო წლის დასაწყისში უფლებამოსილია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წესი:
ა) მხოლოდ დაწესებულების კონკურსის შედეგების მიხედვით – ერთიანი ეროვნული გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, ერთიანი ეროვნული გამოცდის ქულების კოეფიციენტებით რანჟირების გაუთვალისწინებლად;
ბ) შერეული წესით – დაწესებულების კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კოეფიციენტებით რანჟირებული ქულებით.
4. თუ სახელოვნებო და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამით აბიტურიენტის ჩარიცხვა ხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ დებულების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კოეფიციენტს ანიჭებს ასევე დაწესებულების კონკურსს.“.
16. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზა
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის შექმნის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის 20 ოქტომბრამდე გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგენს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა), რომელშიც მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების:
ა) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სრული დასახელება;
ბ) საფოსტო მისამართი;
გ) ტელეფონი (ფაქსი, ელ. ფოსტის მისამართი);
დ) ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით;
ე) ფაკულტეტები, რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა, აკადემიური და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის ცალ-ცალკე;
ვ) გადაწყვეტილება ერთიანი ეროვნული გამოცდის თითოეული საგნისთვის ამ დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გაზრდის თაობაზე, იმ ფაკულტეტების მიხედვით, რომლებიც ახორციელებენ აკადემიურ უმაღლეს და პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს;
ზ) დადგენილი წესით განსაზღვრული სწავლის წლიური საფასური თითოეული ფაკულტეტისთვის;
თ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული არჩევითი საგანი/საგნები ფაკულტეტების მიხედვით;
ი) ფაკულტეტების მიხედვით ცალკეული საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტი;
კ) სწავლების ენა ფაკულტეტების მიხედვით;
ლ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
2. გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შევსებული ანკეტა დამოწმებული უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უფლებამოსილი პი-რის ხელმოწერითა და ბეჭდით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანკეტის ფორმა მტკიცდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და განთავსდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე არა უგვიანეს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის პირველი სექტემბრისა.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე შესაბამის წელს ვერ მიიღებს აბიტურიენტებს, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ წარადგენს შესაბამის ანკეტას.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ანკეტების საფუძველზე გამოცდების ეროვნულ ცენტრში ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება და მონაცემთა ბაზების ფორმირება.
6. გამოცდების ეროვნული ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ კომპიუტერულად დამუშავებულ ელექტრონულ ინფორმაციას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. ელექტრონულ ინფორმაციაში აისახება საქართველოში არსებული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტები, რომლებზეც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე წარმოებს აბიტურიენტთა მიღება.“.
17. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საგამოცდო ბარათთან ერთად აბიტურიენტს ეგზავნება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტის/ფაკულტეტების ჩამონათვალი, სადაც მას სურს სწავლის გაგრძელება. ფაკულტეტების ჩამონათვალში თითოეული ფაკულტეტისათვის აღინიშნება აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სურს აბიტურიენტს სწავლა თუ პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით.“.
18. ამოღებულ იქნეს მე-14 მუხლის 91 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
19. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 17. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი
1. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უცხო ენის გამოცდაში შეადგენს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ს, ხოლო ყველა სხვა საგანში – თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25 %-ს.
2. აბიტურიენტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისთვის ფაკულტეტების მიხედვით გაზარდოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არა აქვს უფლება, ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისთვის დააწესოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულზე ნაკლები მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
4. აბიტურიენტს ამ მუხლით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით საგნისთვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამის ქულაზე მეტ ქულათა ოდენობას.“.
20. მე-18 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ აბიტურიენტები:
ა) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – ზოგადი უნარების გამოცდის სკალირებული ქულის მიხედვით უმაღლესიდან უდაბლესისკენ, აბსოლუტური რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში;
ბ) აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე – ერთიანი ეროვნული გამოცდის სკალირებული ქულების შეწონილი ჯამის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში. აბიტურიენტის მიერ მიღებული აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნებისა და ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ არჩევით საგანში მიღებული სკალირებული ქულების შეწონილი ჯამის შესაბამისად. გამოცდების ეროვნული ცენტრი სკალირებული ქულების შეწონილი ჯამით აბსოლუტური ქულებით რანჟირებას ახორციელებს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სავალდებულო საგნებისა და ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ყოველი არჩევითი საგნის მიხედვით.“;
ბ) 11 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტი პროფესიულ უმაღლეს ან აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.“.
21. მე-18 მუხლს:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 12, 13 და 14 პუნქტები:
,,12. საგამოცდო საგნის წონა ზოგადი უნარების გამოცდაში არის 1.5, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1.
13. თუ აბიტურიენტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით ჩაბარებული აქვს სხადასხვა ფაკულტეტის მიერ დაწესებული რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის ფაკულტეტზე მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბიტურიენტის მიერ მიღებული აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება სავალდებული საგნებისა და იმ არჩევით საგანში მიღებული სკალირებული ქულების შეწონილი ჯამის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.
14. თუ აბიტურიენტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით ჩაბარებული აქვს ფაკულტეტის მიერ დაწესებული ორი ან რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის ფაკულტეტზე მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მეტ ოდენობას. თუ ამ არჩევითი საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ერთი და იგივე ოდენობას, აბსოლუტური რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ არჩევით საგანში, რომელზეც შესაბამის წელს ამ დებულების მე-18 მუხლის 21 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მეტი თანხა გადანაწილდება.“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21, 22 და 23 პუნქტები:
,,21. საქართველოს მთავრობის მიერ აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა განაწილდება შემდეგი პრინციპის დაცვით:
ა) 7% თანაბრად განაწილდება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ყოველ არჩევით საგანზე;
ბ) 93% პროპორციულად განაწილდება აბიტურიენტების მიერ ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ყოველი არჩევითი საგნის არჩევის რაოდენობის შესაბამისად.
22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად თანხის დარჩენის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა განაწილდება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველ არჩევით საგანზე ამ მუხლის 21 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით.
23. ამ მუხლის 22 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ყოველ არჩევით საგანზე განაწილებული თანხის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ერთიანი ეროვნული გამოცდის სკალირებული ქულების შეწონილი ჯამის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური რანჟირების სიის შესაბამისად, მოიპოვებენ ის აბიტურიენტები, რომლებმაც მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი.“.
22. დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა:
ა) იმ პირებზე, რომლებსაც ის ერთხელ უკვე მიღებული აქვთ პროფესიულ უმაღლეს ან აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ბ) იმ პირებზე, რომელთაც დააგროევს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისთვის საკმარისი ქულა ერთიან ეროვნულ გამოცდაში, მაგრამ ვერ მოიპოვეს შესაბამის წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება.“.
23. მე-19 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი წლის 20 ოქტომბრამდე აცნობოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს მის მიერ ცალკეულ ფაკულტეტებზე თითოეული საგამოცდო საგნისთვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტი.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ცალკეულ ფაკულტეტზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კოეფიციენტებით რანჟირების სიიდან ჩაირიცხება უმაღლესი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც აკრედიტაციის შედეგად დადგენილი მისაღები კონტინგენტის ფარგლებში შესაბამისი წლის 20 ოქტომბრამდე განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოცემული ფაკულტეტისთვის.“.
24. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აბსოლუტური ქულების ჯამით აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;“.
25. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:
,,13. 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გამოცდების ეროვნულ ცენტრს უფლება აქვს დაადგინოს ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით და მე-19 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილისგან განსხვავებული ვადები.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია