„უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრთათვის მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 28.10.2009
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.013.694
გამოქვეყნების წყარო სსმ, 134, 30/10/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დიპლომატიური წარმომადგენლობის დასახელება Name of diplomatic representation | დიპლომატიური წარმომადგენლობის საინდენტიფიკაციო ნომერი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
- გადასახადების ადმინისტრირების შესახებ 31.12.2010
დოკუმენტის ტექსტი
„უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრთათვის მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-style:italic;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; mso-style-link:"\[Normal\] Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.NormalChar {mso-style-name:"\[Normal\] Char"; mso-style-link:"\[Normal\]"; font-family:"Arial","sans-serif";} p.Char, li.Char, div.Char {mso-style-name:Char; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-before:always; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif"; color:white; letter-spacing:1.0pt; font-weight:bold;} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-weight:bold;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in .75in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.013.694
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №689
2009 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
«უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრთათვის მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 232-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს «უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრთათვის მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენების წესი“ თანდართულ დანართთან ერთად (დანართი №1).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
კ. ბაინდურაშვილი
უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრთათვის მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენების წესი
მუხლი 1🔗
1. ეს წესი განსაზღვრავს უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობის ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის/მომსახურების მიწოდებისას დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენების პირობებს.
2. თუ საქართველოს მთავრობის მიერ რომელიმე უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან მისი წევრებისათვის დადგენილი იქნება განსხვავებული დაბეგვრის რეჟიმი, ასეთი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე ან/და მათ წევრებზე ეს წესი არ გავრცელდება.
3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობა (შემდგომში – დიპლომატიური წარმომადგენლობა) – უცხო ქვეყნის საელჩო, საკონსულო, საერთაშორისო ორგანიზაციის მისია საქართველოში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობის სტატუსი;
ბ) უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის და დიპლომატიური მისიის წევრი (შემდგომში – დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი) – უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის დიპლომატიური პერსონალი, რომელსაც გააჩნია დიპლომატიური რანგი, ასევე ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის წევრები (გარდა საქართველოს მოქალაქეებისა), მომსახურე პერსონალის წევრები (გარდა საქართველოს მოქალაქეებისა) და მათთან მცხოვრები ოჯახის წევრები;
გ) უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის ოფიციალური სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი/მომსახურება – სახელმწიფო გერბები, დროშები, აბრები, ბეჭდები და შტამპები, წიგნები, ოფიციალური ნაბეჭდი მასალები, საკანცელარიო ავეჯი, საკანცელარიო მოწყობილობა, აგრეთვე დიპლომატიური წარმო-მადგენლობის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა საქონელი/მომსახურება, რომელსაც იგი იძენს იმ სახელმწიფოს (საერთაშორისო ორგანიზაციის) დაფინანსებით, რომლის წარმომადგენელიცაა;
დ) უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის და დიპლომატიური მისიის წევრების პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი/მომსახურება – საქონელი და მომსახურება, რომლებიც დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრს სჭირდება პირადი გამოყენებისა და მოხმარებისათვის, მათ შორის საყოფაცხოვრებო საგნები. პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი საქონლის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი პირების მიერ პირადი მოხმარებისათვის საჭირო რაოდენობას.
მუხლი 2🔗
1. დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის ობიექტია საქონლის/მომსახურების მიწოდება, რომელიც განკუთვნილია დიპლომატიური წარმომადგენლობის ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრების პირადი სარგებლობისათვის.
2. დიპლომატიური წარმომადგენლობის ოფიციალური სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის/მომსახურების მიწოდებისას, თუ დიპლომატიური წარმომადგენლობის უფლებამოსილი წარმომადგენელი ითხოვს საქონლის/მომსახურების ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრას, სავალდებულოა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა.
3. დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის/მომსახურების მიწოდებისას:
ა) თუ საქონლის/მომსახურების დასაბეგრი ოპერაციის ჯამური თანხა ერთი მიწოდების ფარგლებში არ აღემატება 100 ლარს, დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით მიწოდებისათვის საკმარისია მიმწოდებელს (გამყიდველს) წარედგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის მიერ მის სახელზე გაცემული პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი სააკრედიტაციო ბარათი და დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის მიერ მიმწოდებელს დაუბრუნდეს დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით საქონლის/მომსახურების მიწოდებისას საკონტროლო-სალარო აპარატით ამობეჭდილი სალაროს ჩეკი, რომელზეც დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრმა უნდა მიუთითოს ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი სააკრედიტაციო ბარათის ნომერი და დაადასტუროს ხელმოწერით საქონლის/მომსახურების დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით მიწოდება. მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა სავალდებულო არ არის, თუ აღნიშნულს არ მოითხოვს საქონლის/მომსახურების შემსყიდველი;
ბ) თუ საქონლის/მომსახურების დასაბეგრი ოპერაციის ჯამური თანხა ერთი მიწოდების ფარგლებში აღემატება 100 ლარს, დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით მიწოდებისათვის აუცილებელია მიმწოდებელს (გამყიდველს) წარედგინოს პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი სააკრედიტაციო ბარათი და მიწოდება განხორციელდეს მხოლოდ საგადასახა-დო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დღგ-ის განაკვეთისა და თანხის აღმნიშვნელ სტრიქონზე მიეთითება ნული, მყიდველის საიდენტიფიკაციო ნომრის აღმნიშვნელ სტრიქონზე შეიტანება მისი პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი სააკრედიტაციო ბარათის ნომერი, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი სტრიქონის შეუვსებლად დარჩენილ უჯრედებში ჩაიწერება «X“.
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული პროცედურების მიუხედავად, დიპლომატიური წარმომადგენლობის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის მიერ შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მომწოდებლისათვის გადახდილ იქნა დღგ (18%), მათ უფლება აქვთ დაიბრუნონ დღგ, მიუხედავად დასაბეგრი ოპერაციის (ოპერაციების) მიხედვით დღგ-ის თანხის ოდენობისა.
5. საქონელზე/მომსახურებაზე მიმწოდებლისათვის გადახდილი დღგ-ის დაბრუნების მიზნით დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა და/ან დიპლომატიურ წარმომადგენლობათა წევრებმა საგადასახადო ორგანოში უნდა წარადგინონ «განაცხადი გადახდილი დღგ-ის დაბრუნების თაობაზე“ დანართი №1-ის შესაბამისად (შემდგომში – განაცხადი). განაცხადს თან უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ანგარიშ-ფაქტურების) პირველი ეგზემპლარი (ეგზემპლარები).
6. ამ წესით გათვალისწინებულ პროცედურებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის, ქ. ბათუმისა და ქ. ფოთის რეგიონალური ცენტრები (საგადასახადო ინსპექციები).
7. განაცხადი საგადასახადო ორგანოს წარედგინება დიპლომატიური წარმომადგენლობის ადგილმდებარეობის მიხედვით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან (საქონლის/მომსახურების მიწოდების თვიდან) არა უგვიანეს 3 თვისა.
8. დიპლომატიურ წარმომადგენლობას უფლება აქვს წარადგინოს განაცხადი, რომელშიც აგრეთვე ასახული იქნება ამ წარმომადგენლობის წევრების მიერ პირადი სარგებლობისათვის შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის დაბრუნების მოთხოვნაც. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრებმაც წარადგინეს განაცხადი.
9. დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან წევრს უფლება აქვს წარადგინოს განაცხადი, რომელშიც აგრეთვე ასახული იქნება ამ პირის ოჯახის სხვა წევრთა მიერ პირადი სარგებლობისათვის შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის დაბრუნების მოთხოვნაც.
10. განაცხადი ივსება ქართულ ან ინგლისურ ენაზე. განაცხადის ინგლისურ ენაზე შევსების შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
11. საგადასახადო ორგანო განიხილავს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის მიერ წარდგენილ განაცხადს და:
ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, განაცხადის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილი წესით;
ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 3 დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
12. ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე ან შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.
13. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული ვადის გასვლამდე, საგადასახადო ორგანოს მიერ განაცხადის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს განმეორებით.
14. განაცხადის მიხედვით დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშებზე.
დანართი N1
განაცხადი გადახდილი დღგ-ის დაბრუნების თაობაზე
Application on VAT Refund
დიპლომატიური წარმომადგენლობის დასახელება
Name of diplomatic representation
დიპლომატიური წარმომადგენლობის
საინდენტიფიკაციო ნომერი
Identification number of diplomatic representation
დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის
სახელი და გვარი
დიპლომატიური წარმომადგენლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის N
Diplomatic representation member’s name and surname
Number of foreign diplomats identification document
საგადასახადო ორგანოს დასახელება
Name of Tax Authority
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 232-ე მუხლის თანახმად გთხოვთ, დაგვიბრუნოთ შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის თანხები შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
Pursuant to Article N232 of Tax Code of Georgia we request the refund of VAT amount paid for purchased goods/services to the bank account:
ბანკის დასახელება და რეკვიზიტები
Bank name and details
ანგარიშის ნომერი
Account number
დანართი:
Appendix:
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რაოდენობა
Number of tax invoices
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები
გვერდზე
Tax invoices
Pages
დიპლომატიური წარმომადგენლობის უფლებამოსილი პირი ან დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი:
Authorized person of diplomatic representation or member of diplomatic representation:
სახელი,გვარი / Name, surname
ხელმოწერა / Signature