„საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.100.000.22.033.013.698
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №693
2009 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებით (სსმ III, 22.12.06, №172, მუხლი 2320) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქონლის რეექსპორტი საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახეა, რომელიც საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საბაჟო გადასახდელების გადახდისაგან გათავისუფლებით ან გადახდილი თანხის (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნებით ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლით, იმ საბაჟო რეჟიმისათვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი.“.
2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის 20-დღიანი ვადით გადაადგილებული საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა) მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა – 90 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია საზღვაო გზით, და 65 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია სხვა გზით.“.
3. მე-9 მუხლის 91 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703 და 8704 სასაქონლო პოზიციებში აღწერილ და კლასიფიცირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე – სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების საფუძველზე შედგენილი ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2).“.
4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმება
1. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით,საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილას შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703 და 8704 სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება სავალდებულო საექსპერტო შემოწმებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმების მიზნით უნდა წარედგინოს სსიპ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომელიც ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს (ფორმა 2) და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე სათანადო დამღის დასმით ადასტურებს საექსპერტო შემოწმების გავლას.“.
5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ1) როდესაც პირი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქართველოში არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისა) 20 დღის ვადაში წარადგენს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე, გარდა ამ პუნქტის ,,ბ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“.
6. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,21. იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ან არასაბაჟო ორგანომდე მიტანის 20-დღიანი ვადით გადაადგილებული, ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, ან სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი, რომელზეც საკუთრების უფლების გადაცემა განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი პირის მიერ:
ა) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარედგინება ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობა, რომლის უკანა გვერდზე დასმული უნდა იყოს სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ შესაბამისი დამღა – თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დადასტურებულია აღნიშნული სააგენტოს მიერ;
ბ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოწერილ აღრიცხვის მოწმობასთან ერთად წარედგინება ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგება – თუ ასეთ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დადასტურებულია სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ.“.
7. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს საქონლის რეექსპორტისას ხორციელდება გადახდილი საბაჟო გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნება ან მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა იმ საბაჟო რეჟიმისათვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი.“.
8. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
,,6. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე რეექსპორტის შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიმართ მთელი გადასახდელი თანხა გადახდილია ერთდროულად, დაბრუნებას ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას ექვემდებარება სხვაობა მთელ გადახდილ თანხასა (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე კუთვნილ საბაჟო გადასახდელებს შორის.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
კ. ბაინდურაშვილი