,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.090.000.22.033.013.699
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №694
2009 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით (სსმ III, 2006წ., №172, მუხ. 2336) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. მე-4 მუხლის 61 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
,,ვ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704 და 8705 სასაქონლო პოზიციებში აღწერილ და კლასიფიცირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე – სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების საფუძველზე შედგენილი ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2) და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი.“.
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმება
1. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704 და 8705 სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება სავალდებულო საექსპერტო შემოწმებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება, ექსპორტის საბაჟო რეჟიმის განხორციელების ადგილზე წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმების მიზნით უნდა წარედგინოს სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“, რომელიც ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს (ფორმა 2).“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
კ. ბაინდურაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის შესახებ““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.10.2009.
- როდის იქნა მიღებული „,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის შესახებ““?
- „,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის შესახებ““ მიღებულია 28.10.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №694. სარეგისტრაციო კოდი — 230.090.000.22.033.013.699.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის შესახებ““?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის შესახებ““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.10.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში დამატების და ცვლილების შეტანის შესახებ““, №694, 28.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 230.090.000.22.033.013.699 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86890/