„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.013.702
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №203/01
2009 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით (სსმ III, 10.07.2007., №97, მუხ. 1040) დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ვ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ1) გადასახადის გადამხდელი – საქართველოს საგადასახადო და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულების მქონე პირი;“.
ბ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ნ1“ ქვეპუნქტი:
„ნ1) ფაქსიმილია – კლიენტის მიერ თავისი პირადი ხელმოწერის ზუსტი შესრულება მექანიკური საშუალებების გამოყენებით“;
გ) „ჰ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ.ა.) საინკასო დავალება – საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი უფლებებით აღჭურვილი მესამე მხარის (საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოები – სააღსრულებო ბიუ-როები (შემდგომში – სააღსრულებო ბიუროები), კერძო აღმასრულებელი, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო ორგანო) მიერ ბანკისთვის დადგენილი ფორმით მიცემული დავალება, გადამხდელის ანგარიშიდან მისი თანხმობის გარეშე ფულადი სახსრების უპირობო ჩამოწერაზე;“
2. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 59-ე მუხლის 41 ნაწილის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 202-ე მუხლის მე-6 ნაწილის და „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის 61 მუხლის შესაბამისად, სხვა პირს უფლება აქვს შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბიუჯეტში გადასახდელი საგადასახადო, საბაჟო ან/და სხვა ვალდებულება და დავალიანება.“ .
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) კლიენტის ხელმოწერა – ქაღალდის საგადახდო საბუთს ხელს უნდა აწერდეს პირი ან პირები, რომლებსაც ეს უფლება მინიჭებული აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით და საგადახდო საბუთებზე ხელმოწერის მათი უფლება დასტურდება მომსახურე ბანკში წარდგენილი ხელმოწერის ნიმუშის ბარათით. ქაღალდის საგადახდო საბუთებზე მექანიკური საშუალებებით ხელმოწერა დაუშვებელია, გარდა ამ წესებით პირდაპირ დადგენილი შემთხვევებისა. ელექტრონულ საგადახდო საბუთს ხელს აწერს პირი ან პირები, რომელიც საგადახდო სისტემაში რეგისტრირებულია ელექტრონულციფრული ხელმოწერის მფლობელად (სისტემის ორგანიზატორის მიერ დადგენილი წესით);“.
4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ბიუჯეტში გადასახდელებზე წარდგენილ საგადახდო დავალებებზე ხელმოწერა დასაშვებია განხორციელდეს მექანიკური საშუალებების გამოყენებით – ფაქსიმილიით.“.
5. მე-5 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უდავო წესებით თანხების გადახდევინებას (ჩამოწერას) ახდენს საქართველოს ეროვნული ბანკი, სააღსრულებო ბიუროები, კერძო აღმასრულებელი, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო ორგანო, რომ-ლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვთ პირისათვის გადასახდელთა დაკისრების უფლებამოსილება.
2. კერძო აღმასრულებელი გადამხდელის ანგარიშიდან სახსრების უდავო წესით ჩამოწერას ახდენს უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების დედნის ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლებისა და სახსრების ჩამოწერის შესახებ მის მიერ შევსებული და სათანადო წესით დამოწმებული საინკასო დავალების (განკარგულების) საფუძველზე (დანართი №9). საქართველოს ეროვნული ბანკი, სააღსრულებო ბიუროები, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, საგადასახადო და საბაჟო ორგანო, გადამხდელის ანგარიშიდან სახსრების უდავო წესით ჩამოწერას ახდენენ მათ მიერ შევსებული და სათანადო წესით დამოწ-მებული საინკასო დავალების (განკარგულების) საფუძველზე (დანართი №9). ბიუჯეტის გადასახდელების ამოღების მიზნით წარმოდგენილ საინკასო დავალებებზე (განკარგულებებზე) ხელმოწერა დასაშვებია განხორციელდეს მექანიკური საშუალებების გამოყენებით – ფაქსიმილიით.“.
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საინკასო დავალებაში დასაშვებია ერთსა და იმავე საბანკო დაწესებულებაში გახსნილი გადამხდელის რამდენიმე ანგარიშის ერთდროულად მითითება (მათ შორის უცხოური ვალუტის). საინკასო დავალებაში მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი და ჩამოსაწერი თანხის ოდენობა, ასევე საინკასო დავალების წარმდგენ პირთან შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ის საბანკო ანგარიშები, რომლებიდანაც უნდა განხორციელდეს თანხების ჩამოწერა. საბანკო დაწესებულებასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის ინფორმაციის (მათ შორის საინკასო დავალების) ელექტრონულად გაცვლის შესახებ ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, საბანკო დაწესებულება ვალდებულია საგადასახადო და საბაჟო ორგანოს საინკასო დავალება ან დადებული ყადაღა ავტომატურად გაავრცელოს ბანკში არსებულ გადამხდელის (კლიენტის) ყველა ანგარიშზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საინკასო დავალება, რომელშიც მოცემულია გადამხდელის რამდენიმე ანგარიში, პირველ რიგში, შესრულდება იმ ანგარიშიდან (ანგარიშებიდან), რა ვალუტითაც არის წარდგენილი უდავო წესით გადასახდელი თანხა საინკასო დავალებაში მითითებული ანგარიშების რიგითობით. წარდგენილი ვალუტით შესაბამის ანგარიშზე (ანგარიშებზე) არსებული ფულადი სახსრების არასაკმარისობის დროს, სხვა სავალუტო ანგარიშის (ანგარიშების) არსებობის შემთხვევაში, ბანკი საინკასო დავალების შესრულებას ახორციელებს ამ ანგარიშზე (ანგარიშებზე) არსებული თანხის კონვერტაციით. თუ საინკასო დავალება წარდგენილია მხოლოდ გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით, საინკასო დავალება შესრულდება ბანკის მიერ შერჩეული შესაბამისი ვალუტის ანგარიშიდან (ანგარიშებიდან).“
დ) მე-9_მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. უდავო წესით სახსრების ჩამოსაწერად კერძო აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო ფურცელი და საინკასო დავალება ან საქართველოს ეროვნული ბანკის, სააღსრულებო ბიუროების, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო ორგანოების საინკასო დავალება, შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ან საფოსტო გზავნილით, წარედგინება უშუალოდ იმ საბანკო დაწესებულებას ან მის ქვედანაყოფს, რომელშიც წარმოებს გადამხდელის ანგარიში. სათავო ბანკში მონაცემთა ბაზების ცენტრალიზებული დამუ-შავების სისტემის არსებობის შემთხვევაში საინკასო დავალება შეიძლება წარედგინოს სათავო ბანკს.
10. საინკასო დავალების წარმდგენი პირის (პირების) სამსახურებრივი უფლებამოსილების დადგენას საბანკო დაწესებულება ახდენს პირის სამსახურებრივი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთები გაცემული უნდა იყოს საინკასო დავალების წარმომდგენი ორგანოს მიერ. კერძო აღმასრულებლის სამსახურებრივი უფლებამოსილების დადგენა ხდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული კერძო აღმასრულებლების რეესტრიდან ამონაწერით. საინკასო დავალების წარმომდგენი პირის იდენტიფიკაცია შეიძლება განახორციელონ საბანკო დაწესებულებების კანცელარიის, საოპერაციო ან იურიდიული დეპარტამენტის (განყოფილების) თანამშრომლებმა. წარმომდგენის ვინაობის დადგენის გარეშე საბანკო დაწესებულება არ მიიღებს შესასრულებლად საინკასო დავალებას.
11. საინკასო დავალებას ბანკი მიიღებს შესასრულებლად მოვალის საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) სახსრების არსებობის მიუხედავად. თუ გადამხდელს ანგარიშზე (ანგარიშებზე) (მათ შორის, სავალუტო ანგარიშებზე) არ გააჩნია ფულადი სახსრები საინკასო დავალების შესასრულებლად, დავალება აღირიცხება ვადაზე გაუნაღდებელი საბუთების კარტოთეკაში და განაღდება მოხდება სახსრების შემოსვლის კვალობაზე, მთლიანად ან ნაწილობრივ, მე-15 პუნქტში მითითე-ბული რიგითობით.“;
ე) მე-15 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს ეროვნული ბანკის, სააღსრუ-ლებო ბიუროების, კერძო აღმასრულებლის, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიერ წარდგე-ნილ საინკასო დავალებათა შორის უპირატესობით სარგებლობს საქართველოს ეროვნული ბანკის საინკასო დავალება და მისი შესრულება უნდა განხორციელ-დეს პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, სხვა საინკასო დავალებებთან შედარებით რა ვადაში იყო წარდგენილი იგი;
ბ) საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიერ წარდგენილი საინკასო დავალებების შესრულება უნდა განხორციელდეს საბანკო დაწესებულებებში საინკასო დავალებების წარდგენის ქრონოლოგიური რიგითობის მიხედვით:
გ) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს, სააღსრულებო ბიუროების და კერძო აღმასრულებლის მიერ წარდგენილი საინკასო დავალებების შესრულება უნდა განხორციელდეს საქარ-თველოს ეროვნული ბანკის და ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მოცემული ორგანოების მიერ წარდგენილი საინკასო დავალებების შესრულების შემდეგ საბანკო დაწესებულებებში მათი წარდგენის ქრონოლოგიური რიგითობით.“;
ვ) მე-18 და მე-19 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. იმ შემთხვევაში თუ, საინკასო დავალების წარმდგენ პირს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება საბანკო დაწესებულებებთან გააფორ-მოს ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის საინკასო დავალების) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, დასაშვებია ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვ-ნები განხორციელდეს ელექტრონულ-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
19. საბანკო დაწესებულებაში ადრე წარდგენილ საინკასო დავალებაში თანხის ან/და ანგარიშსწორების ანგარიშის კორექტირების აუცილებლობის შემთხვევაში, საბანკო დაწესებულებას წარედგინება ახალი საინკასო დავალება, რომლის „დამატებითი ინფორმაციის“ ველში აუცილებელია იმ საინკასო დავალების მითითება, რომელშიც ხორციელდება კორექტირება. კორექტირებულ ახალ საინკასო დავალებაზე ვრცელდება კორექტირებამდე წარდგენილი საინკასო დავალების რიგითობა.“.
6. ბრძანების დანართი №9 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქადაგიძე