„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 29.10.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/170
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.013.704
გამოქვეყნების წყარო სსმ, 135, 02/11/2009
matsne.gov.ge 1,329 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (2)

დოკუმენტის ტექსტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .5in 26.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.013.704 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/170 2009 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დებულების დამტკიცების შესახებ  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ნოემბრის №682 ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ნ. რურუა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი (შემდგომში – კომპლექსი) წარმოადგენს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქრთველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს ფიზიკური პირების სპორტულ-გამაჯანსაღებელ მომსახურებას. 2. კომპლექსი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე. 3. კომპლექსს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4. კომპლექსი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ. 5. კომპლექსის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2.     მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. კომპლექსის მიზნებია: ა) ფიზიკურ პირთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი მომსახურება და მათი ფიზიკური მომზადება; ბ) ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და მისი პროპაგანდა, მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა; გ) კომპლექსში არსებული სპორტის სახეობების მიხედვით ნაკრები გუნდების კანდიდატებისა და სელექციის მეშვეობით შერჩეული პერსპექტიული სპორტსმენების მზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისთვის რეზერვის მომზადება; დ) სპორტის სახეობათა მიხედვით, შესაბამისი საწვრთნელი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა; ე) თანამედროვე საწვრთნელი პროცესის დანერგვით, საკუთარი სპორტული ღონისძიებების კალენდრის შემუშავებითა და შესრულებით, სპორტული რეზერვების მომზადების ეფექტური სისტემის შექმნა; ვ) სამინისტროს ან სხვა ორგანიზაციების დაკვეთით სპორტულ-მეთოდური საქმიანობის წარმოება; ზ) სამედიცინო-დიაგნოსტიკური, სპორტულ-გამაჯანსარებელი პროცესის ორგანიზება; თ) კომპლექსის თანამშრომელთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა. 2. კომპლექსის სასპორტო-საწვრთნელი პროცესის ფორმას წარმოადგენს: ა) ჯგუფური საწვრთნელი და თეორიული მეცადინეობები; ბ) ინდივიდუალური წესით მეცადინეობები, რომელიც (ინდივიდუალური და პერსპექტიული გეგმების შესაბამისად) აუცილებელია უმაღლესი დაოსტატების ეტაპზე; გ) სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში და სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებში მონაწილეობა (როგორც საქართველოს, ისე მის ფარგლებს გარეთ). 3. კომპლექსი, მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) და სხვა პირთა მომსახურებას უზრუნველყოფს კომპლექსის სპორტული ბაზებით, შესაბამისი ინვენტარით, სხვა ძირითადი თუ დამხმარე ნაგებობით. 4. კომპლექსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოსამსახურეებს ემსახურება ანაზღაურების გარეშე, ხოლო მათი ოჯახის წევრებს, აგრეთვე სხვა იურიდიულსა და ფიზიკურ პირებს – სახელშეკრულებო პირობებით. 5. კომპლექსის სპორტულ-საწვრთნელი და მეთოდური მუშაობის ორგანიზების ფორმები, სპორტული წვრთნის კონკრეტული ეტაპისა და ვარჯიშის ხანგრძლივობა, კომპლექსში მიღების წესი, წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა განისაზღვრება კომპლექსის შინაგანაწესით.     მუხლი 3🔗. კომპლექსის მართვა 1. კომპლექსის მმართველობით ორგანოს წარმოადგენს დირექცია (დირექტორი და მისი მოადგილეები), მწვრთნელთა საბჭო და სპორტული განყოფილებები. 2. კომპლექსს ხელმძღვანელობს კომპლექსის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით. 3. დირექტორი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედებს დამოუკიდებლად. 4. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. 5. დირექტორი: ა) ასრულებს კომპლექსის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ფუნქციებს, ორგანიზებას უწევს კომპლექსის საერთო და სპორტულ საქმიანობას, პასუხისმგებელია კომპლექსის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, განსაზღვრავს ფუნქციებს თანამშრომელთა შორის; ბ) წარმოადგენს კომპლექსს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს კომპლექსის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს კომპლექსის ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ანგარიშებს ბანკში, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფუნქციებს; გ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კომპლექსის სტუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და სხვა თანამშრომლებს; დ) პასუხისმგებელია კომპლექსის ქონებასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ გამოყენებაზე. იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის წინაშე; ე) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრთან შეთანხმებით, ამტკიცებს წლიურ ბიუჯეტსა და საშტატო ნუსხას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ყველა თანამშრომლისთვის; ზ) ამტკიცებს კომპლექსის განვითარების მიმართულებებს, სამუშაო გეგმებს, შინაგანაწესსა და თანამშრომელთა ხელფასის ოდენობას; თ) სპეციალური დავალებების შესასრულებლად, კომპლექსში ქმნის დროებით მიზნობრივ ჯგუფებს და იწვევს ამ ჯგუფებში სამუშაოდ სპეციალისტებს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) ახორციელებს კომპლექსის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებას. 6. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში (გათავისუფლება, მივლინება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელი) დირექტორის მოვალეობას, მისი დავალებით, ასრულებს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 4🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. კომპლექსს შეუძლია მხოლოდ სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება, დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტის განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები სასწავლებლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ვ” ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი საქმიანობა საჭიროებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.     მუხლი 5🔗. კომპლექსის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. კომპლექსის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. კომპლექსის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კომპლექსის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 4. კომპლექსის ყოველწლიურ ანგარიშს იხილავს სამინისტრო.     მუხლი 6🔗. კომპლექსის ქონება და სახსრები 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად კომპლექსს სახელმწიფოს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. კომპლექსის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახის შემოსავლები. 3. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება კომპლექსის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას, სხვა მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია. 4. კომპლექსი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს. 5. კომპლექსის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 7🔗. კომპლექსის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. კომპლექსის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტრო. 2. კომპლექსის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი კომპლექსის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.