„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 29.10.2009
ძალის დაკარგვა 18.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №732
სარეგისტრაციო კოდი 010.320.050.22.038.013.715
გამოქვეყნების წყარო სსმ, 136, 04/11/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.07.2015
- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 18.03.2013
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:SPDumbadze;}
@font-face {font-family:SPAcademi;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .5in 27.0pt 45.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.080.22.038.013.715
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №732
2009 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის (შემდგომში – სამედიცინო დეპარტამენტის) დანიშნულებას, მის ფუნქციებსა და ამოცანებს, მართვის ორგანიზაციას, სტრუქტურასა და სამედიცინო დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗. სამედიცინო დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი პრინციპები
1. სამედიცინო დეპარტამენტი არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. სამედიცინო დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სამედიცინო დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
4. სამედიცინო დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. სამედიცინო დეპარტამენტის საშტატო რიცხობრიობა და სტრუქტურა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
თავი II
სამედიცინო დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებანი
მუხლი 3🔗. სამედიცინო დეპარტამენტის ამოცანები
სამედიცინო დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რეფორმის ძირითადი კომპონენტების გამოცდა და მისი შემდგომი განვრცობა სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაზე;
ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელობა, მათი საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება და კონტროლი;
დ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პირების ამბულატორიული და სტაციონალური (გეგმური და გადაუდებელი) სამედიცინო დახმარების გაწევის ორგანიზება;
ე) უწყებრივი სანიტარიული ზედამხედველობის, ეპიდსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზება და კონტროლი, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება;
ვ) ბრალდებულ და მსჯავრდებულ ავადმყოფთა სამედიცინო კონსულტაციური და დიაგნოსტიკური მომსახურებით უზრუნველყოფა;
ზ) ავადმყოფთა დროული ჰოსპიტალიზაციის, აგრავაციის პროფილაქტიკის, გამოჯანმრთელებულთა საავადმყოფოდან დროული გაწერის ორგანიზება და კონტროლი;
თ) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კანონით დადგენილი კვების რაციონის სისტემატური კონტროლი;
ი) მძიმე და ძნელად სადიაგნოსტიკო შემთხვევების განხილვა და ანალიზი სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო პერსონალთან და მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად, კლინიკური შეცდომებისა და დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების გამოვლენა, განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
კ) სასჯელაღსრულების სისტემის გარეთ მყოფ ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა გაგზავნის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ორგანიზაცია და კონტროლი;
ლ) მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა სპეციალური სამედიცინო კომისიის ჩამოყალიბების შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ ავადმყოფ მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და მათზე კანონით გათვალისწინებული შეღავათის (დაავადების სიმძიმის გამო სასჯელის მოხდის გადავადება ან სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება) გავრცელების მიზნით;
მ) წინადადებების შემუშავება სამედიცინო დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო დაწესებულებების, მისი სამედიცინო სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მედიკამენტებით, სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით უზრუნველყოფის მიზნით;
ნ) ურთიერთობების დამყარება სამთავრობო, არასამთავრობო ადგილობრივ და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, მათი მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო და მეთოდური დახმარების მიღების მიზნით;
ო) სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე სამედიცინო სამსახურების თანამშრომელთა ტრენინგების, სპეციალიზაციის, დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება, ასევე უწყების სამედიცინო მოსამსახურეთა მიერ დაკავებულ თანამდებობასთან სპეციალობის მიხედვით სახელმწიფო სერტიფიკატების შესაბამისობის კონტროლი;
პ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ჟ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურებისთვის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მოთხოვნა, სამედიცინო აღრიცხვიანობის, სტატისტიკური, საანგარიშო და სხვა სამუშაო ფორმების შესრულების კონტროლი;
რ) სამედიცინო ხასიათის წერილების, წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, შესაბამისი რეაგირება და შესრულების კონტროლი;
ს) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.
მუხლი 4🔗. სამედიცინო დეპარტამენტის უფლებამოსილებები
სამედიცინო დეპარტამენტის უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელობა, მათი საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
ბ) სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება;
გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოთავსებული პირებისათვის ამბულატორიული და სტაციონარული დახმარების გაწევის ორგანიზება და კონტროლი;
დ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლი;
ე) სასჯელაღსრულების დაწესებულებების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საქონლით უზრუნველყოფა და მათი ხარჯვის კონტროლი;
ვ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციებისა (გაიდლაინის) და მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) დანერგვა და შესრულების კონტროლი;
ზ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის დავალებათა ჩამონათვალის, სასიცოცხლოდ აუცილებელი სამკურნალო საშუალებათა ნუსხისა და სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებებში ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების სხვა სპეციფიკური სტანდარტების შემუშავება და დანერგვა;
თ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად დიეტური კვების რაციონის დაცვის კონტროლი;
ი) მძიმე და ძნელად სადიაგნოსტიკო შემთხვევების განხილვა და ანალიზი;
კ) ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისა და კონტროლის მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა შესაბამისი გამოკვლევების, სხვადასხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების, მკურნალობის და დაავადებულ პირთა დროული ჰოსპიტალიზაციის ორგანიზება და კონტროლი;
ლ) უფლებამოსილების განხორციელების მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ნებისმიერ დროს შესვლა;
მ) სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური კონტროლის მიზნით, მინისტრთან ან კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, უფლება აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეიტანოს ელექტრონული და ვიზუალური დაკვირვებების საშუალებები;
ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი III
სამედიცინო დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 5🔗. სამედიცინო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები
სამედიცინო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სამედიცინო ანალიზის და კონტროლის სამმართველო;
ბ) სამედიცინო დანიშნულების საქონლითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) ჰოსპიტალური მართვის სამმართველო;
დ) ამბულატორიული უზრუნველყოფის სამმართველო.
მუხლი 6🔗. სამედიცინო ანალიზის და კონტროლის სამმართველო
სამედიცინო ანალიზის და კონტროლის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ზედამხედველობას და კონტროლს;
ბ) ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგსა და კონტროლს;
გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების მიერ გაწეული სამუშაოს შესრულებისას დარღვევების გამოვლენას, შესაბამისი დოკუმენტაციისა და ოქმების შედგენას, გაანალიზებას, მათი აღმოფხვრის მიზნით წინადადებების შემუშავებასა და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამედიცინო სამსახურების თანამშრომელთა მხრიდან დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას დეპარტამენტის უფროსთან, კურატორ მინისტრის მოადგილესთან ან მინისტრთან, ხოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, შესაბამის რეაგირებას, კომპეტენციის ფარგლებში საჩივრების განხილვას, ექსპერტთა მოწვევას ან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნას;
ე) უწყებრივი სანიტარიული ზედამხედველობის, ეპიდსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ღონისძიებების მიმდინარეობის კონტროლს, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემილოგიური მდგომარეობის შემოწმებას, კანონით დადგენილი კვების რაციონისა და რეჟიმის კონტროლს;
ვ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სასჯელაღსრულების სისტემის მიმდინარე რეფორმის განხორციელებას და სახელმწიფო, არასამთავრობო ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
ზ) სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე სამედიცინო სამსახურების თანამშრომელთა ტრენინგების, სპეციალიზაციის, დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, ასევე უწყების სამედიცინო მოსამსახურეთა მიერ დაკავებულ თანამდებობასთან სპეციალობის მიხედვით სახელმწიფო სერტიფიკატების შესაბამისობის კონტროლს;
თ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ ავადმყოფ მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და მათზე კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების მიზნით ერთობლივ კომისიაში მონაწილეობას;
ი) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნას, საინფორმაციო ბაზის ფორმირებას, ანგარიშების შედგენას და ანალიზს.
მუხლი 7🔗. სამედიცინო დანიშნულების საქონლითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამმართველო
სამედიცინო დანიშნულების საქონლითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურებისათვის საჭირო სამედიცინო დანიშნულების საგნების ნუსხის მიღება-დამუშავებასა და მათ განაწილებას, შემდგომი ხარჯვისა და აღრიცხვის მონიტორინგს;
ბ) ყოველთვიურად მიღებული და თვის ბოლოს გამოუყენებელი მედიკამენტების ნაშთის აღრიცხვასა და მის კონტროლს;
გ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის ნუსხის შედგენას, შესყიდვის მიზნით შესაბამისი სამსახურისთვის მოთხოვნის წარდგენას და საქონლის განაწილებას;
დ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოთავსებული პირებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სამკურნალო საშუალებათა ჩამონათვალის დადგენას და აღნიშნული ჩამონათვალის გადასინჯვას;
ე) ყოველი წლის ბოლოს მომავალი წლისათვის ახალი, გადასინჯული სამედიცინო აღჭურვილობის, მედიკამენტებისა და სამკურნალწამლო ნუსხის შედგენას;
ვ) სამედიცინო დანიშნულების საგნების შესასყიდად სატენდერო კომისიის კონსულტაციურ დახმარებას და კონტრაქტორ ორგანიზაციებთან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში წერილების, წინადადებებისა და განცხადებების განხილვას და შესაბამის რეაგირებას.
მუხლი 8🔗. ჰოსპიტალური მართვის სამმართველო
ჰოსპიტალური მართვის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) ჰოსპიტალური ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების ორგანიზებას, საფინანსო-ეკონომიკურ პროგნოზირებასა და სამომავლო ბიუჯეტის შედგენას;
ბ) კონტრაქტორ ჰოსპიტალურ დაწესებულებებთან ხელშეკრულებების პირობების მომზადებას, გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების ანგარიშების შედგენას;
გ) კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებებთან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს;
დ) რეფერალური მომსახურების ორგანიზებას, დაავადებათა პრევენციასა და მართვას;
ე) კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებებთან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისა და ანგარიშსწორების ზედამხედველობას;
ვ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სტაციონარებში განთავსებულ ბრალდებულ და მსჯავრდებულ ავადმყოფთა სამედიცინო კონსულტაციური და დიაგნოსტიკური მომსახურებით უზრუნველყოფას;
ზ) ჰოსპიტალური უზრუნველყოფის საქმიანობის სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას კომპეტენციის ფარგლებში;
თ) კომპეტენციის ფარგლებში წერილების, წინადადებებისა და განცხადებების განხილვას და შესაბამის რეაგირებას.
მუხლი 9🔗. ამბულატორიული უზრუნველყოფის სამმართველო
ამბულატორიული უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) ამბულატორიული ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების ორგანიზებას, საფინანსო-ეკონომიკურ პროგნოზირებასა და სამომავლო ბიუჯეტის შედგენას;
ბ) კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებებთან ხელშეკრულებების პირობების მომზადებას, გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების ანგარიშების შედგენას;
გ) კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებებთან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს;
დ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაწეული სამედიცინო მომსახურების საერთო ელქტრონული ბაზის შექმნას;
ე) ამბულატორიული უზრუნველყოფის საქმიანობის სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში წერილების, წინადადებებისა და განცხადებების განხილვას და შესაბამის რეაგირებას.
თავი IV
სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 10🔗. სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი
1. სამედიცინო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამედიცინო დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამედიცინო დეპარტმენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამედიცინო დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) სამედიცინო დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებსა და მოხელეებს შორის ანაწილებს მოვალეობებს და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) ზედამხედველობს სამედიცინო დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამედიცინო დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) ახდენს ანგარიშის მომზადებას სამედიცინო დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) მინისტრსა და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სამედიცინო დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
თ) პერიოდულად ახორციელებს სამედიცინო დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე საკითხთა განხილვას;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამედიცინო დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
კ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
3. სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
4. სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სამედიცინო დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულის სახით შემავალი ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
მუხლი 11🔗. სამმართველოს უფროსი
1. სამედიცინო დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას, პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) იხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას, ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) ზედამხედველობას ახორციელებს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) ვიზირებას უკეთებს ან ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტს;
ე) სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებებისა და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას.
3. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
მუხლი 12🔗. სამედიცინო დეპარტამენტის სხვა მოსამსახურე
1. სამედიცინო დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამედიცინო დეპარტამენტის სხვა მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.