„საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური ცნობის (აღიარების) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 25 დეკემბრის №1163 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№945
სარეგისტრაციო კოდი
430.210.000.22.022.013.720
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 136, 04/11/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.720

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის   ბრძანება №945

2009 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საზღვარგარეთ  გაცემული  საგანმანათლებლო  დოკუმენტის ფორმალური  ცნობის (აღიარების)  და საქართველოში  გაცემული საგანმანათლებლო  დოკუმენტების  ეკვივალენტობისა  და  ავთენტიკურობის დადგენის  წესის  დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2008 წლის 25 დეკემბრის №1163 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საზღვარგარეთ  გაცემული  საგანმანათლებლო  დოკუმენტის ფორმალური  ცნობის (აღიარების) და საქართველოში  გაცემული საგანმანათლებლო  დოკუმენტების  ეკვივალენტობისა  და  ავთენტიკურობის დადგენის  წესის  დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2008 წლის 25 დეკემბრის №163  ბრძანებით (სსმ III, 06.01.2009წ., №1, მუხ. 3) დამტკიცებულ  წესში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა)  დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

     „მუხლი 51. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების               დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარება

1. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარებისათვის  დაინტერესებული პირი ცენტრში განცხადებასთან ერთად წარადგენს:

ა) საგანმანათლებლო დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნილ სანოტარო წესით დამოწმებულ ასლს, სწავლის პერიოდში გავლილი საგნებისა და შეფასებების მითითებით (ტრანსკრიპტი);

ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს.

2. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების შემდგომ ცენტრი ამოწმებს წარმოდგენილი საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას,  კერძოდ, ადგენს:

ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია შესაბამის დოკუმენტში;

ბ) აღიარებულია თუ არა შესაბამის სახელმწიფოში ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელმაც გასცა საგანმანათლებლო დოკუმენტი და ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც გავლილი აქვს პირს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება ჩაითვლება დადასტურებულად, თუ ცენტრში წარდგენილი საგანმანათლებლო დოკუმენტი ლეგალიზებულია ან დამოწმებულია აპოსტილით.

4. ცენტრი უფლებამოსილია გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია განმცხადებლის, საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი დაწესებულების ან სხვა უფლებამოსილი ორგანოსაგან როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული სახით. 

5. ცენტრი განცხადების წარდგენიდან ერთი თვის განმავლობაში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

6. ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარების თაობაზე განცხადების წარდგენის დამადასტურებელი  ცნობის  საფუძველზე, ცენტრის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ეკვივალენტობის დადგენის მიზნით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში წარდგენილ განცხადებას თან ერთვის ცენტრში წარდგენილი დოკუმენტაციის ასლები.

7. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება დაინტერესებული პირის მიმართვიდან 2 კვირის ვადაში, ცენტრის მიერ შემუშავებული ზოგადი რეკომენდაციების საფუძველზე, ადგენს წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული საგნების შესაბამისობას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებთან და იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების ეკვივალენტობის შესახებ. გადაწყვეტილებაში მიეთითება პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი საგნები, რომლებიც შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს, ამ საგნებში მიღებული შეფასებების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალიწინებულ შეფასებებზე გადაყვანის შედეგად მიღებული შეფასებები, უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამისგან განსხვავებული, ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი ის სავალდებულო საგნები, რომლებიც მოსწავლემ უნდა დაძლიოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შედგენილი სასწავლო წლის დასრულებამდე დასაძლევი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად, ასევე ზოგადი განათლების კლასი, რომელშიც პირმა უნდა გააგრძელოს სწავლა.

8. პირი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაში მითითებული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებიც არ იქნა მიჩნეული დაძლეულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსწავლე სწავლას აგრძელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ კლასში მისი ასაკის და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის თავისებურებების გათვალისწინებით.

10. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში პირი უფლებამოსილია ზოგადი განათლების მისაღებად  იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

11. ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის ეკვივალენტობის დადგენის საკითხებთან დაკავშირებით, შეიმუშავებს ზოგად რეკომენდაციებს.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი:

     „მუხლი 13. გარდამავალი დებულებები

ცენტრი, ამ წესის 51 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი რეკომენდაციების შემუშავებას უზრუნველყოფს 2009 წლის 31 დეკემბრამდე.“.

2.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია