,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №101
2006 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2004 წ., №54) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) ახორციელებს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა ლიცენზირებას;“;
ბ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი;
გ) დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.თ) ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი;“;
დ) დებულების მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ა.მ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.მ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტმენტი;“;
ე) დებულების მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი:
ა) შეიმუშავებს სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული ერთეულების ბიუჯეტების პროექტებს;
ბ) ახორციელებს საბიუჯეტო სახსრების, აგრეთვე სპეციალური სახელმწიფო პროგრამების ფინანსურ მართვას;
გ) ახორციელებს სამინისტროს მიერ მოძიებული გრანტების ფინანსურ მართვას;
დ) ადგენს სამინისტროს საშტატო ნუსხას და წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად;
ე) უზრუნველყოფს:
ე.ა) სამინისტროს ბალანსზე რიცხულ შენობა-ნაგებობათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლებას;
ე.ბ) საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა ლიცენზირებას და დადგენილი სიხშირით სალიცენზიო პირობების შემოწმებას;
ე.გ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობის მომსახურებას;
ვ) აწარმოებს სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვას, ადგენს ნაერთ ბალანსს;
ზ) ამოწმებს სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან შემოსული საფინანსო ანგარიშგების დოკუმენტაციას;
თ) გეგმავს და ახორციელებს სამინისტროს შესყიდვებს.“;
ვ) დებულების მე-4 მუხლს დაემატოს მე-13 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,13. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი:
ა) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების აღრიცხვას;
ბ) ამზადებს საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნასა და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;
გ) ხელს უწყობს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებას. უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში საჯარო მოხელეთა კონკურსის ორგანიზებას;
დ) უზრუნველყოფს მინისტრისათვის საკადრო საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიწოდებას;
ე) ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა, აგრეთვე საჯარო სკოლების დირექტორთა, დირექტორების მოვალეობის შემსრულებელ მოადგილეთა, მოვალეობის სხვა შემსრულებელთა, სამეურვეო საბჭოს წევრთა რეგისტრაციას;
ვ) უზრუნველყოფს საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსის ჩატარებას სამინისტროს ტერიტორიულ წარმომადგენლობებსა და საინფორმაციო მართვის დეპარტამენტთან ერთად.“;
ზ) დებულების მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) მონაწილეობს საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის ორგანიზებაში.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი