⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (21.11.2011)
გაუქმებულია:

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 04.11.2009
ძალის დაკარგვა 21.11.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №211
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.027.013.721
გამოქვეყნების წყარო სსმ, 136, 04/11/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,341 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.11.2009 მიღება
21.11.2011 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} .MsoPapDefault {margin-bottom:10.0pt; line-height:115%;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.027.013.721 საქართველოს იუსტიციის  მინისტრის ბრძანება № 211 2009 წლის 4 ნოემბერი  ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ  “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის № 541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის “კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სასწავლო პრაქტიკის გავლის თანდართული წესი. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ადეიშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატსა და საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ცენტრალურ აპარატსა და  საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სასწავლო პრაქტიკის გავლის წესს და პირობებს.     მუხლი 2🔗. მაღალკვალიფიცური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სამინისტრო უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.     მუხლი 3🔗. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სასწავლო პრაქტიკა - სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საქართველოს პროკურატურის ორგანოებში ამ წესით რეგულირებადი საქმიანობა ანაზღაურების გარეშე; ბ) პრაქტიკანტი - პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სასწავლო პრაქტიკას პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით; გ) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი) ან საქართველოს მთავარი პროკურორი (შემდგომში - მთავარი პროკურორი).     მუხლი 4🔗. პრაქტიკანტად მიიღება პირი, რომელიც “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია და რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უწევს რეკომენდაციას სამინისტროში პრაქტიკის გავლის მიზნით.     მუხლი 5🔗. პრაქტიკანტთა რაოდენობას ყოველწლიურად, სტრუქტურული ქვედანაყოფების და საქართველოს პროკურატურის ორგანოების ხელმძღვანელობის მოთხოვნების გათვალისწინებით, განსაზღვრავს მინისტრი. თავი II. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საქართველოს პროკურატორის ორგანოებში სასწავლო პრაქტიკის გავლის კომისია     მუხლი 6🔗. პრაქტიკანტთა მიღების და პრაქტიკის გავლის პროცესზე ზედამხედველობის მიზნით იქმნება სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სასწავლო პრაქტიკის გავლის კომისია (შემდგომში - კომისია), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი.     მუხლი 7🔗. 1. კომისია შედგება თავმჯდომარის, მოადგილისა და 7 წევრისაგან. 2. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ როგორც სამინისტროს თანამშრომლები, ასევე არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციების წამომადგენლები.     მუხლი 8🔗. 1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. 5. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. 7. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. 8. კომისია პრაქტიკის გავლის პერიოდში: ა) აკონტროლებს პრაქტიკანტის მიერ სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკის გავლის პერიოდში შეძენილ თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს; ბ) ხელმისაწვდომს ხდის პრაქტიკანტისათვის კანონმდებლობის სიახლეებს. თავი III. პრაქტიკანტების მიღება     მუხლი 9🔗. სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკანტების მიღება წარმოებს გასაუბრების ან/და ტექსტირების ფორმით.     მუხლი 10🔗. 1. პრაქტიკანტებთან გასაუბრების ან/და ტესტირების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს ან/და საქართველოს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) ამზადებს სათანადო დოკუმენტებს და გასაუბრების ან/და ტესტირების დროს წარუდგენს კომისიას. 2. პრაქტიკანტთა გასაუბრებაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა დეპარტამენტში უნდა წარადგინოს: ა) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) ავტობიოგრაფია; გ) ორი ფოტოსურათი (3X4).     მუხლი 11🔗. 1. ჩატარებული გასაუბრების ან/და ტესტირების შედეგების გათვალისწინებით კომისიის თავმჯდომარე, შესაბამისად, მინისტრს ან საქართველოს მთავარ პროკურორს (შემდგომში - მთავარი პროკურორი) წარუდგენს კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს გასაუბრება ან/და ტესტირება. 2. კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, მინისტრი/მთავარი პროკურორი განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ნიშნავს პრაქტიკანტებს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/პროკურატურის ორგანოებში. 3. პრაქტიკანტს სასწავლო პრაქტიკის გავლის ვადით განესაზღვრება ხელმძღვანელი.  კომისიის თავმჯდომარე, კურატორი მინისტრის მოადგლე ან/და მთავარი პროკურორი პრაქტიკის ხელმძღვანელობას აკისრებენ იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, სადაც პრაქტიკანტი გადის სასწავლო პრაქტიკას. 4. ხელმძღვანელი უფლებამოსილია პრაქტიკანტის მოთხოვნის შემთხვევაში მას განუსაზღვროს უშუალო ხელმძღვანელი. თავი IV. პრაქტიკის გავლის ვადა     მუხლი 12🔗. 1. სასწავლო პრაქტიკის გავლის ვადა განისაზღვრება 3 თვით. 2. პრაქტიკანტს, რომელიც პრაქტიკის მიმდინარეობის პროცესში ვერ დააკმაყოფილებს პრაქტიკანტთათვის წაყენებულ მოთხოვნებს, კომისიის დასკვნის საფუძველზე, დანიშვნის უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ბრძანებით ვადაზე ადრე უწყდება პრაქტიკის გავლა.     მუხლი 13🔗. პრაქტიკის გავლის ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) პირადი განცხადება; ბ) პრაქტიკის გავლის პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში პრაქტიკის გავლის ადგილას გამოუცხადებლობა; გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; დ) “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და “პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის/პროკურატურის მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლების სხვა საფუძვლები. თავი V. სამინისტროს/პროკურატურის ორგანოების მოვალეობანი     მუხლი 14🔗. 1. სამინისტრო/პროკურატურა პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. პრაქტიკის ხელმძღვანელი ვალდებულია პრაქტიკანტს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს მას შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია. 3. პრაქტიკის ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს პრაქტიკანტის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს პრაქტიკანტის საქმიანობას. 4. პრაქტიკის ხელმძღვანელი ვალდებულია ყოველი თვის გასვლის შემდეგ მიაწოდოს პრაქტიკის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტს.     მუხლი 15🔗. პრაქტიკის გავლას კოორდინაციას უწევს სამინისტროს და საქართველოს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია პრაქტიკის ხელმძღვანელის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებიდან 5 დღის ვადაში შეადგინოს დასკვნა პრაქტიკანტზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით და წარუდგინოს იგი კომისიის თავმჯდომარეს. თავი VI. პრაქტიკანტის უფლება-მოვალეობები     მუხლი 16🔗. პრაქტიკანტს უფლება აქვს ხელმძღვანელის თანხმობით: ა) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს (შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის)/პროკურატურის ორგანოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; გ) გაეცნოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ პროკურატურის ორგანოების და სამინისტროს/პროკურატურის მუშაობის სპეციფიკას, გამოიყენოს სამინისტროს მოსამსახურეთა/პროკურატურის მუშაკთა კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას.     მუხლი 17🔗. 1. პრაქტიკანტი ვალდებულია: ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროს/პროკურატურისა და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/პროკურატურის ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით; ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება პრაქტიკის ხელმძღვანელის მიერ; გ) მუდმივი კონტაქტი იქონიოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებთან/პროკურატურის მუშაკებთან. 2. პრაქტიკანტი ვალდებულია პრაქტიკის გავლის პერიოდში ხელმძღვანელის მითითების შემთხვევაში აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაოები თემატიკის ჩვენებით. პირადი მოსწრების დღიური (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პრაქტიკანტმა ვადის გასვლის მომენტისათვის უნდა წარუდგინოს ხელმძღვანელს მის მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შეჯამებისას.     მუხლი 18🔗. პრაქტიკანტი ხელმძღვანელის ან კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, მისი თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში. თავი VII. პრაქტიკის გავლის პერიოდში შეძენილი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შემოწმება     მუხლი 19🔗. 1. ამ ბრძანების მე-12 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ კომისია გონივრულ ვადაში ახდენს პრაქტიკანტთან შეფასებას გასაუბრების საფუძველზე. 2. გასაუბრებას შეიძლება დაესწროს პრაქტიკის ხელმძღვანელი. 3. გასაუბრების შედეგად კომისია დადებითად ან უარყოფითად აფასებს პრაქტიკის გავლის შედეგებს. 4. კომისიის მიერ პრაქტიკანტის დადებითი შეფასების შემთხვევაში პრაქტიკანტს ეძლევა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.