,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.013.726
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №38
2009 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებით (სსმ III, 2006წ., №94, მუხ.1257) დამტკიცებულ ,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მეთოდიკის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ყველა სახეობის სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვებით მიყენებული ზიანის გაანგარიშებისას მოპოვებული კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულის ერთეულის ღირებულება განისაზღვრება ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე წიაღის უბნისათვის მიყენებული ზიანის შედეგად წიაღით სარგებლობისათვის მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტის (C=5) გათვალისწინებით;
ბ) მეთოდიკის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. წიაღით უკანონოდ სარგებლობისას გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება 1500 (ათას ხუთასი) ლარითა და მის ზევით.“;
გ) მეთოდიკის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარემოზე მიყენებული ზიანი (დანაკლისი) იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
Pმ.წ. = Q მ.წ. Cმ.ყ.
ა) სადაც
ა.ა) Q მ.წ. არის ლიცენზიის პირობების დარღვევით განსაზღვრულზე მეტი კონკრეტული მყარი სასარ-გებლო წიაღისეულის მოპოვების მოცულობა შესაბამის ზომის ერთეულებში;
ა.ბ) Cმყ. – არის წიაღის უბნისათვის მიყენებული ზიანის შედეგად კონკრეტული მყარი სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტი (Cმყ.= 5);.
დ) მეთოდიკის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.დ) Cმყ. – არის წიაღის უბნისათვის მიყენებული ზიანის შედეგად კონკრეტული მყარი სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტი (Cმყ. = 5)“;
ე) მეთოდიკის მე-9 მუხლის მე-14 პუნქტის ,,ა.გ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.გ) Cწყ.და C CO2 – არის მიწისქვეშა წყლის და ნახშირორჟანგის საბადოებისათვის მიყენებული ზიანის შედეგად კონკრეტული მიწისქვეშა წყლის და ნახშირორჟანგის სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტი (Cწყ.და C CO2 = 5)“;
ვ) მეთოდიკის მე-9 მუხლის მე-18 პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.დ) Cწყ.– არის კონკრეტული მიწისქვეშა წყლის სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტი (Cწყ. = 5);“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
გ. ხაჩიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.11.2009.
- როდის იქნა მიღებული „,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
- „,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 03.11.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №38. სარეგისტრაციო კოდი — 360.160.000.22.023.013.726.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.11.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №38, 03.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.013.726 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.11.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87004/