⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.05.2011)
გაუქმებულია:

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 05.11.2009
ძალაში შესვლა 09.11.2009
ძალის დაკარგვა 05.05.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №70
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.025.013.740
გამოქვეყნების წყარო სსმ, 137, 06/11/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,454 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.11.2009 მიღება
09.11.2009 ძალაში შესვლა
05.05.2011 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 41.65pt 26.95pt 46.75pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.025.013.740 საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №70 2009 წლის 5 ნოემბერი  ქ. თბილისი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 17 ოქტომბრის №82 ბრძანება ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“. 3. ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 9 ნოემბრიდან. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი         ნ. ენუქიძე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულება თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. სამინისტროს სტრუქტურა 1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურაში შედიან შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები: ა) მინისტრის აპარატი; ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; დ) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი; გ) ენერგეტიკული დეპარტამენტი; დ) იურიდიული დეპარტამენტი; ე) გენერალური ინსპექცია. 2. წინამდებარე დებულება აწესრიგებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, კომპეტენციას, ანგარიშვალდებულებასა და მასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.     მუხლი 2🔗. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილება 1. სტრუქტურული ქვედანაყოფი თავის საქმიანობას წარმართავს სამინისტროს დებულების, სხვა ნორმატიული აქტებისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებების საფუძველზე. 2. მინისტრის აპარატი და გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე, ხოლო სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფები ანგარიშვალდებული არიან მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილეების წინაშე. 3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სტრუქტურული ქვედანაყოფი წარმოადგენს სამინისტროს. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის ყოველდღიურ საქმიანობას მეთვალყურეობს მინისტრი ან მინისტრის მოადგილე.     მუხლი 3🔗. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა 1. სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს მისი მოადგილე, მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – მის სტრუქტურაში შემავალი ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, ხოლო სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში – სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომელი. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოებსა და/ან სტრუქტურულ ქვედანაყოფში შემავალ საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; გ) აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, საჯარო მოსამსახურეების პრემიის, მათი წახალისების, მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე; ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე; თ) ყოველი კალენდარული წლის დამთავრებიდან ერთ თვეში წარუდგენს მინისტრს გასული წლის განზოგადებულ ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციიდან გამომდინარე გაწეული საქმიანობის შესახებ; ი) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ან მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.     მუხლი 4🔗. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურაა: ა) მინისტრის აპარატი: ა.ა) საქმისწარმოების სამმართველო; ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი: ბ.ა) საბიუჯეტო-საფინანსო სამმართველო; ბ.ბ) სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო. გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; დ) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი; ე) ენერგეტიკული დეპარტამენტი: ე.ა) ენერგორესურსების სამმართველო; ე.ბ) ტექნიკური მონიტორინგის სამმართველო. ვ) იურიდიული დეპარტამენტი; ზ) გენერალური ინსპექცია.     მუხლი 5🔗. სამმართველოს ხელმძღვანელობა 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი დაკისრებული ფუნქციების შესრულებისას ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წინაშე. 3. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; გ) აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს სამმართველოს მუშაობის ანგარიშს; ვ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს. თავი II სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები     მუხლი 6🔗. მინისტრის აპარატი 1. მინისტრის აპარატის ძირითადი ფუნქციებია: ა) მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება და ორგანიზება; ბ) მინისტრის უშუალო ორგანიზაციული, საინფორმაციო-ანალიტიკური მომსახურება; გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დ) მინისტრის შეხვედრების, თათბირების, სამინისტროში ზეპირი მოსმენების, პრესკონფერენციებისა და პრეზენტაციების ორგანიზება; ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ურთიერთობისა და პროტოკოლის საქმიანობა; ვ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ზ) მინისტრის სხვა დავალებათა შესრულება. 2. საქმისწარმოების სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმისწარმოების ორგანიზება, საჯარო მოხელეთა მიერ ადმინისტრაციული წარმოებისა და დავალებების სათანადოდ შესრულების კონტროლი; ბ) მინისტრის ან/და მინისტრის მოადგილეების დავალებების (რეზოლუციების) შესაბამისად მომზადებულ პროექტებზე შემსრულებელთა მიერ ვიზირების უზრუნველყოფა; გ) საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლი; დ) სამინისტროში ზეპირი მოსმენების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში გამართული თათბირების ან ზეპირი მოსმენების ოქმების შედგენა; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანებათა პროექტების მომზადება; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება; ზ) მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადების და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, ატესტაციის მოწყობა, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა დასაქმების, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი; თ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; ი) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ნორმატიული აქტის გამოცემაზე (მიღებაზე) ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საჯაროდ გამოცხადება – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ან/და სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება; კ) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მათი დროულად მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის.     მუხლი 7🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტი 1. ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც ჰყავს მოადგილეები. 2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) საბიუჯეტო-საფინანსო სამმართველო: ა.ა) სამინისტროს სისტემაში განსაზღვრულ მიმართულებათა შესაბამისად საბიუჯეტო პროცესების ორგანიზება, საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მის ბაზაზე ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; ა.ბ) ბიუჯეტის შესრულების მონაცემების შედგენა და ანალიზი; ა.გ) ბიუჯეტის შესრულების დაგეგმვა და მისი შესრულების მიმდინარეობის თაობაზე პერიოდული ინფორმაციის მომზადება; ა.დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგში დაფინანსების სახელმწიფო და საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა; ა.ე) სამინისტროს ფინანსური მდგომარეობის და სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის მონიტორინგი და პერიოდულად რეკომენდაციების მომზადება; ა.ვ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფინანსური მდგომარეობისა და სახელმწიფო ბიუჯეტთან მათი ურთიერთობის მონიტორინგი; ა.ზ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება და ანალიზი; ა.თ) სახელმწიფო ხაზინასთან ურთიერთობა და საბიუჯეტო სახსრების მოძრაობისა და დაფინანსების ოპერატიული აღრიცხვა; ა.ი) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების დაფინანსება და ფინანსური მონიტორინგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ა.კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემის (საჯარო სამართლის იურიდიული პირის და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების) კვარტალური და წლიური ნაერთი ბალანსების შედგენა. ბ) სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო: ბ.ა) თავისი კომტენციის ფარგლებში სამინისტროს საქმიანობის კოორდინაცია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში; ბ.ბ) სახელმწიფო შესყიდვების გეგმებისა და შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება; ბ.გ) სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაში მონაწილეობა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ შესრულებაზე მონიტორინგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ბ.დ) საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარსადგენი ანგარიშების პროექტების მომზადება; ბ.ე) სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენასა და სახელმწიფო შესყიდვების საშუალებების შერჩევაში მონაწილეობა; ბ.ვ) სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის ანალიზი და სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ბ.ზ) გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმებული ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; ბ.თ) შენობა-ნაგებობების მოვლის, კაპიტალური მშენებლობისა და კაპიტალური რემონტის დაფინანსების საპროგნოზო მონაცემების თაობაზე წინადადებების შემუშავება; ბ.ი) ენერგეტიკული დარგის ერთიანი საინფორმაციო ბაზის დანერგვა და მისი ანალიზი; ბ.კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჭიროებისათვის სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და ამ მიზნით შესაბამისი პროექტებისა და წინადადებების შემუშავება; ბ.ლ) სამინისტროს ერთიანი ინფორმაციული ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება, სამინისტროს აპარატის შიდა კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა, აგრეთვე სამინისტროს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის შიდა კომპიუტერულ ქსელში განთავსება; ბ.მ) სამინისტროს ელექტრონული ვებგვერდის შედგენა, დამუშავება და მისი მუდმივი განახლება. სამინისტროს ნორმატიული აქტების, შესაბამისი საოქმო ჩანაწერების, წლიური ანგარიშების, ენერგეტიკის დარგის სხვადასხვა სახის სტატისტიკური ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და სამინისტროში არსებული სხვა სახის საჯარო ინფორმაციის სამინისტროს ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსება; ბ.ნ) სადღეღამისო მორიგეობის უზრუნველყოფა.     მუხლი 8🔗. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი 1. საერთაშორისო ურთირთობების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც ჰყავს მოადგილე. 2. საერთაშორისო ურთირთობების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სამინისტროს მხრიდან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია; ბ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების კოორდინაცია (სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში); გ) სხვა სახელმწიფოს ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, მოლაპარაკებაში მონაწილეობა, დასკვნების მომზადება, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია; ე) სხვადასხვა სახის პროექტების განხილვისას ეკოლოგიური (გარემოსდაცვითი) ასპექტების გათვალისწინება.     მუხლი 9🔗. საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი 1. საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც ჰყავს მოადგილე. 2. საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; ბ) მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონაწილეობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობების კოორდინაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში; გ) ენერგეტიკის დარგში მიმზიდველი საინვესტიციო წინადადებების შემუშავება და ინვესტორებისათვის წარდგენა; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგების მდგომარეობის მონიტორინგი, მიღებული ინფორმაციის ანალიზი და სათანადო დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინვესტორებთან და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა; ვ) ენერგეტიკის დარგში ინვესტიციებთან დაკავშირებული შეთანხმებების მომზადებაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში; ზ) ენერგეტიკის დარგში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების და ინვესტიციებთან დაკავშირებული შეთანხმებების სათანადოდ შესრულებაზე დაკვირვება (მონიტორინგი), წარმოდგენილი მასალების და მიღებული ინფორმაციის ანალიზი, სათანადო დასკვნებისა და წინადადებების მომზადება სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში; ზ) წარმოდგენილი საინვესტიციო წინადადებების განხილვა, მათი ანალიზი და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.     მუხლი 10🔗. ენერგეტიკული დეპარტამენტი 1. ენერგეტიკულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც ჰყავს მოადგილე. 2. ენერგეტიკული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) ტექნიკური მონიტორინგის სამმართველო: ა.ა) ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და სარგებლობის წესებისა და სხვა საჭირო ტექნიკური ნორმატიული დოკუმენტების პროექტების შემუშავება; ა.ბ) სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების გათვალისწინებით, ენერგეტიკის დარგში საიმედოობის სტანდარტების შემუშავება და მათი შესრულების ხელშეწყობა; ა.გ) ენერგეტიკის დარგებში ძირითადი რგოლების ტექნიკური და ტექნოლოგიური მოდერნიზაციის ღონისძიებათა თაობაზე წინადადებებისა და პროექტების შემუშავება; ა.დ) ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიის განსაზღვრა; ა.ე) ენერგეტიკის კომპლექსში შემავალი ორგანიზაციების, მათ შორის, ენერგიის წარმოების, ენერგოშემცველების გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, დისტრიბუციის, იმპორტ-ექსპორტის და მიწოდების საწარმოებისა და ორგანიზაციების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი და ანალიზი, სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ა.ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო ინვესტირებისა და იმ შეთანხმებების სათანადოდ განხორციელებაზე დაკვირვება, რომლებშიც სამინისტრო წარმოდგენილია მხარედ ან/და დაევალა რაიმე მოქმედების განხორციელება. მიმდინარე სამუშაოების შესრულებაზე დაკვირვება და მიღებული ინფორმაციის ანალიზი. სათანადო დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; ა.ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგში იმ შეთანხმებების მომზადებაში მონაწილეობა, სადაც სამინისტრო წარმოდგენილია მხარედ ან/და შეიძლება დაევალოს რაიმე მოქმედების განხორციელება; ა.თ) ენერგოსექტორში მართვისა და ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფის, ენერგო- და თბოდანაკარგების შემცირების შესახებ წინადადებათა მომზადება; ა.ი) ენერგიის წარმოების, ენერგოშემცველების გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და დისტრიბუციის ობიექტებზე სარეაბილიტაციო ღონისძიებათა განხორციელების პროგრამებისა და ტექნიკური მონაცემების მომზადება; ა.კ) ენერგეტიკის დარგში საიმედოობის სტანდარტების დამკვიდრების მიზნით, დარგში საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. ა.ლ) ენერგეტიკული ობიექტების კონსერვაციისა და ლიკვიდაციის სტრატეგიისა და წესების შემუშავება. ბ) ენერგორესურსების სამმართველო: ბ.ა) ენერგეტიკის დარგში ბალანსების შედგენა; ბ.ბ) ქვეყანაში ენერგოშემცველებზე მოთხოვნილებათა პროგნოზირება; ბ.გ) ენერგეტიკის დარგში დარგობრივი ბალანსების შესრულების მონიტორინგი; ბ.დ) ელექტროენერგიის გენერაციის, ნავთობის, ბუნებრივი გაზის, ქვანახშირის მოპოვების, აგრეთვე განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის ეფექტიანად გამოყენების საკითხებში სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება; ბ.ე) ენერგეტიკული რესურსების მარაგების პროგნოზირება, მიმდინარე ხარჯვის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ბ.ვ) ენერგოშემცველი რესურსების მოპოვების, ენერგიის წარმოების, ენერგოშემცველების გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, დისტრიბუციის, მიწოდებისა და რეალიზაციის, აგრეთვე ენერგოშემცველების იმპორტ-ექსპორტის მოცულობის მონიტორინგი.     მუხლი 11🔗. იურიდიული დეპარტამენტი 1. იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც ჰყავს მოადგილე. 2. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და მთავრობიდან (ასევე სამინისტროებიდან) შემოსული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; ბ) საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან სამართლებრივი ურთიერთობების კოორდინაცია; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების პროექტის მომზადება ან/და განხილვა; დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ინვესტორებთან და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოებაში მონაწილეობა და მათთან სამართლებრივი თანამშრომლობა; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოსა და არბიტრაჟში; ვ) ენერგეტიკის დარგში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; ზ) ენერგეტიკის დარგის ფუნქციონირების, რესტრუქტურიზაციისა და განვითარების სამართლებრივი ბაზის შემუშავება; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და სარგებლობის წესების შემუშავებაში მონაწილეობა.     მუხლი 12🔗. გენერალური ინსპექცია 1. გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ჰყავს მოადგილე. 2. გენერალური ინსპექციის ძირითადი ფუნქციებია: ა) სამინისტროს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და მოსამსახურეთა დისციპლინისა და მათი ქმედებების კანონიერების დაცვის კონტროლი; ბ) სამინისტროს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩადენილი გადაცდომების სამსახურებრივი შემოწმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება; გ) სამინისტროს ასიგნებებში ასახული სახსრების სამინისტროს მოხელეთა მიერ განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა დაცვის და მათი რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის კონტროლი; დ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური და თემატური შემოწმება; ე) სამინისტროს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ვ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი წინადადებების მომზადება; ზ) სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კონტროლი; თ) მომხდარი ავარიებისა და სხვა ტექნიკურ გაუმართაობათა მიზეზების შესწავლა და სათანადო დასკვნების მომზადება, რომელსაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა სისტემური მნიშვნელობის ავარია, ასევე საბითუმო დონეზე მრიცხველებისა და აღრიცხვის კვანძების ტექნიკურ უწესივრობათა ინსპექცია; ი) მინისტრის ოპერატიული დავალების საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შემოწმება ტექნიკურ უწესივრობათა აღმოფხვრაზე და წინასაავარიო შემთხვევის დაფიქსირებისას, მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; კ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ შესრულების შემოწმება და შესაბამისი დასკვნების მომზადება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ძირითად ფუნქციებს გენერალური ინსპექცია ახორციელებს მინისტრის კონკრეტული დავალების საფუძველზე და მის შესაბამისად. 4. გენერალური ინსპექცია მინისტრს წარუდგენს წერილობით ინფორმაციას თითოეული განხორციელებული შემოწმების, სამსახურებრივი შემოწმებისა და მისი შედეგების შესახებ. 5. ყოველ კალენდარულ წელს, 3 თვეში ერთხელ, გენერალური ინსპექცია წარუდგენს მინისტრს განზოგადებულ ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების თაობაზე. თავი III დასკვნითი დებულებანი     მუხლი 13🔗. ცვლილებები და დამატებები წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.