„2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.757
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №376/ნ
2009 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
„2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის № 119/ნ ბრძანების (სსმ III, № 36, 25.03.09, მუხლი 419) პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ 17-ში –„რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი, რომელიც ხორციელდება ვაუჩერის საშუალებით „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“საქართველოს კანონის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, დაზღვეულსა და მზღვეველს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად და ვაუჩერის პირობების თანახმად, მოიცავს:
გ.ა) სასწრაფო დახმარების ხარჯების ანაზღაურებას სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობების დროს – 100%-ით;
გ.ბ) სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას – 100%-ით;
გ.გ) ოჯახის ექიმის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას – 100%-ით;
გ.დ) ამბულატორიული მომსახურების (სპეციალისტის კონსულტაცია, ამბულატორიული დიაგნოსტიკა) ხარჯების ანაზღაურებას – 100%-ით;
გ.ე) ამბულატორიული მომსახურებისას დანიშნული მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას 100%-ით:
გ.ვ) სტომატოლოგიური მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას 100%-ით.“
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. პროგრამის ბიუჯეტი
„რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამისთვის“2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები განისაზღვრა 20 684 000 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| № | კომპონენტი | თანხა |
| 1. | რეფერალური დახმარება | 1 600 000 |
| 2. | საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება | 468 360 |
| 3. | სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი | 17 910 640 |
| 4. | საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმური სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურება | 300 000 |
| 5. | საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა | 400 000 |
| 6. | ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი | 5 000 |
|
| სულ | 20 684 000 |
“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.11.2009.
- როდის იქნა მიღებული „2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 12.11.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №376/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470.230.000.22.035.013.757.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.11.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №376/ნ, 12.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.757 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87184/