,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.013.762
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №727
2009 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებით (სსმ III, 4.11.08, №159, მუხლი 1595) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი (დეპარტამენტის უფროსი/მინისტრის აპარატის უფროსი/სამსახურის უფროსი).“;
ბ) მე-4 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) წელიწადში ერთხელ მინისტრს და/ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მოთხოვნის შემთხვევაში ანგარიშის წარდგენა შესაძლებელია მოხდეს სხვა პერიოდულობითაც;“.
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე მოადგილე (დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე/სამსახურის უფროსის მოადგილე). მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე იმავდროულად ხელმძღვანელობს მინისტრის აპარატის სამდივნოს. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.
3. მე-7 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. დავების განხილვის სამსახურის, ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები და ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში“;
ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დავების განხილვის სამსახურის, ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს, აგრეთვე იმ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში (კონსულტანტი, თანაშემწე და სხვა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დავების განხილვის სამსახურის, ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან შესაბამისად დავების განხილვის სამსახურის უფროსის, ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსის და სტრუქტურული ერთეულის უფროსის წინაშე.“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. დავების განხილვის სამსახურის, ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის და სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ შესაბამისად, დავების განხილვის სამსახურის უფროსის, ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ერთეულის უფროსის და/ან კურატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის და/ან სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.
4. მე-9 მუხლის:
ა) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;“.
ბ) ,,ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ“ ქვეპუნქტი:
,,ლ) ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახური.“.
6. მე-10 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შეიძლება შედიოდნენ სტრუქტურული ერთეულები _ სამმართველოები (სამდივნო).
2. სტრუქტურული ერთეულების სახელწოდება, მათი რაოდენობა სტრუქტურულ ქვედანაყოფში, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით.“.
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. იურიდიული დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სამართალშემოქმედების სამმართველო;
ბ) სამართალწარმოების სამმართველო.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საფინანსო სამმართველო;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
დ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
ე) საქმისწარმოებისა და საიდუმლო დოკუმენტების დაცვის სამმართველო.“;
დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ოპერატიული ინფორმაციის სამმართველო;
ბ) მოქალაქეებთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო.“;
ე) მე-8 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საერთაშორისო შეთანხმებების სამმართველო“.
ვ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) პროტოკოლის სამმართველო;
ბ) სამდივნო.“.
8. მე-13 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება;“.
9. მე-14 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების (გარდა საგადასახადო და საბაჟო სფეროების ხელშეკრულებებისა) შესახებ დასკვნების მომზადების კოორდინაცია;“.
10. მე-16 და მე-17 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. სამართალშემოქმედების სამმართველო
სამართალშემოქმედების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) დამოუკიდებლად ან სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების და ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ წინადადებების მომზადება;
ბ) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მათი, აგრეთვე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან გადმოგზავნილი ნორმატიული აქტების პროექტების მიღებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და მათზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
დ) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და სხვა უწყებებიდან შემოსული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში;
ე) სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის ორგანოების იურიდიული სამსახურების მუშაობის კოორდინაცია;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია სამართალშემოქმედების საქმიანობის ფარგლებში;
თ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;
ი) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაცია;
კ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან სამინისტროში კანონშემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვა;
ლ) სამინისტროში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
მ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;
ნ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმების, რეგისტრაციის, დამზადების, შენახვის, გამოყენების და ექსპერტიზა-უტილიზაციის საკითხთა მართვა;
ო) მკაცრი აღრიცხვის ფორმების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.
მუხლი 17. სამართალწარმოების სამმართველო
სამართალწარმოების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში და კერძო არბიტრაჟში;
ბ) დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის გამოთხოვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან;
გ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზი;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის და საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
ე) დეპარტამენტში შემოსული მოქალაქეთა წერილების და განცხადებების განხილვა, მათზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება.“.
11. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. სამართალშემოქმედების სამმართველო
სამართალშემოქმედების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) დამოუკიდებლად ან სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების და ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ წინადადებების მომზადება;
ბ) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მათი, აგრეთვე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან გადმოგზავნილი ნორმატიული აქტების პროექტების მიღებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და მათზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
დ) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და სხვა უწყებებიდან შემოსული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში;
ე) სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის ორგანოების იურიდიული სამსახურების მუშაობის კოორდინაცია;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია სამართალშემოქმედების საქმიანობის ფარგლებში;
თ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;
ი) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაცია;
კ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან სამინისტროში კანონშემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვა;
ლ) სამინისტროში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
მ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა.“.
12. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. საქმისწარმოებისა და საიდუმლო დოკუმენტების დაცვის სამმართველო
საქმისწარმოებისა და საიდუმლო დოკუმენტების დაცვის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;
ბ) საქმისწარმოების სამუშაოების ორგანიზაცია, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია, კონტროლი და რეალიზაცია;
გ) სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის რეგისტრაცია, დამუშავება, ინფორმაციის შეყვანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, სკანირება და მათი ხელმძღვანელობისთვის გადაცემა;
დ) მინისტრის და მინისტრის მოადგილეების რეზოლუციების შესაბამისად, დოკუმენტაციის გამრავლება-განაწილების უზრუნველყოფა;
ე) სამსახურებრივი და მოხსენებითი ბარათების რეგისტრაცია და დანიშნულებისამებრ გადაცემა;
ვ) სამინისტროში შემოსული მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების მიღება-დამუშავება, რეგისტრაცია და მათზე რეაგირების კონტროლი;
ზ) სამინისტროდან გასაგზავნი კორესპონდენციის გაფორმების სისწორის კონტროლი, რეგისტრაცია, ინფორმაციის შეყვანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, სკანირება, მათი საექსპედიციო დამუშავება, რეესტრების გაფორმება და დაგზავნა;
თ) სამინისტროს ბრძანებათა გაფორმება, რეგისტრაცია, გამრავლება და მითითებული ადრესატებისათვის დაგზავნა;
ი) სამინისტროს სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების, შტამპების და ჟურნალების შემუშავება, მათი შენახვისა და გამოყენების კონტროლი;
კ) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება;
ლ) გეგმური ან სპეცდავალებით მისავლინებელ თანამშრომელთა რეგისტრაცია და სამივლინებო ბარათების გაფორმება;
მ) სამინისტროში მოვლინებულ მოქალაქეთა რეგისტრაცია და სამივლინებო ბარათების შემოწმება;
ნ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების სრულყოფის ხელშეწყობა, საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ო) საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესის“ შესაბამისად, საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;
პ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა შემოსავლების სამსახურისა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი საჯარო მოსამსახურეებისათვის მათი ცენტრალიზებული გაცემა და აღრიცხვა;
ჟ) სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში (გარდა შემოსავლების სამსახურისა) არსებულ იარაღსა და საბრძოლო მასალებზე საერთო პასუხისმგებლობა და მათი კონტროლი;
რ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა შემოსავლების სამსახურისა) უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებისათვის იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა;
ს) იარაღის ტარების უფლების მქონე სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა ერთიანი რეესტრის წარმოება;
ტ) არქივის დაკომპლექტება სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მმართველობითი, სამეცნიერო-ტექნიკური, აუდიოვიზუალურ და ელექტრონულ მატარებლებზე არსებული დოკუმენტაციით, არქივის დოკუმენტების სამეცნიერო-საცნობარო აპარატის შექმნა და მისი სისტემური გაუმჯობესება;
უ) დოკუმენტების (მათ შორის ელექტრონული დოკუმენტების) მიღება, აღრიცხვა, გამოყენება და მათი დაცვის უზრუნველყოფა;
ფ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების (მათ შორის ელექტრონული დოკუმენტების) სახელმწიფო შენახვისთვის გადასაცემად მომზადება, შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება, საორგანიზაციო-მეთოდიკურ ღონისძიებათა განხორციელება და გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;
ქ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა არქივების დაკომპლექტების ფონდებისათვის ელექტრონული დოკუმენტების შესანახად გადაცემა;
ღ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა დოკუმენტების მოწესრიგებული სახით მიღება;
ყ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმეთა ფორმირება და გაფორმების სისწორის შემოწმება, დოკუმენტებზე მუშაობისას საჯარო მოხელეთა მეთოდიკური და პრაქტიკული დახმარება;
შ) საარქივო საქმისა და საქმისწარმოების საკითხებზე მეთოდიკური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ჩ) შემოსული დოკუმენტაციის ელექტრონულ მატარებლებზე გადატანისას (მათ შორის, ხელახალი ჩაწერა, ახალ ფორმატში კონვერსია, შეკუმშვა და სხვ.) მათი ავთენტურობის უზრუნველყოფა;
ც) მოთხოვნის შესაბამისად, არქივში დაცული დოკუმენტების მოძიება და ასლების გაცემის უზრუნველყოფა.“.
13. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ ქვეპუნქტი:
,,თ) სამინისტროში შემომსვლელ პირებზე საშვების გაცემის უზრუნველყოფა.“.
14. 22-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
15. 24-ე და 25-ე მუხლები ამოღებულ იქნას.
16. დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი:
„მუხლი 251 . ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება საჯარო მოსამსახურედ დანიშვნის, საჯარო მოსამსახურის გადაყვანის, დაწინაურების, გათავისუფლების, მოვალეობის დაკისრების, შვებულების, მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების (მოხსნის), სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების (ჩამორთმევის), საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების და კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
გ) შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
დ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მონაცემების აღრიცხვა, პირადი საქმეების, შრომის წიგნაკებისა და ნამსახურების ნუსხის წარმოება და დაცვა დადგენილი წესით, სამსახურის სტაჟის გამოანგარიშება და დადასტურება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებების (წერილების) განხილვა და მათზე რეაგირების უზრუნველყოფა;
ვ) თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების და სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოში წარდგენის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების უზრუნველყოფა;
კ) ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის მოწყობა, ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა;
ლ) სამინისტროში პრაქტიკის გავლის უზრუნველყოფა;
მ) სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციის გაწევის უზრუნველყოფა;
ნ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო ტურების, სემინარების, კონფერენციების ჩატარებისა და მათში მონაწილეობის მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ო) სამოქალაქო თავდაცვის და საგანგებო სიტუაციების დროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს შორის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
პ) სამხედრო-სამობილიზაციო საკითხების გადაწყვეტა, რეზერვისტთა აღრიცხვიანობა და მათთან სათანადო მუშაობის გაწევა.“.
17. 26-ე და 27-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26. მინისტრის აპარატის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
მინისტრის აპარატის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ მინისტრის აპარატში შემავალი სამმართველო და სამდივნო.
მუხლი 27. პროტოკოლის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებთან, მისიებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის ურთიერთობების და საერთაშორისო კავშირების კოორდინაცია და საპროტოკოლო ღონისძიებათა წარმოება;
ბ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სამსახურებრივი მივლინებების ორგანიზაციული მხარის უზრუნველყოფა;
გ) მინისტრის საჯარო გამოსვლების უზრუნველყოფა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან კოორდინირებულად.“.
18. დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:
„მუხლი 271. სამდივნო
სამდივნოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
ბ) მინისტრის სახელზე, მათ შორის, კანცელარიის ნომრის გარეშე შემოსული სამთავრობო, საერთო და უცხოური კორესპონდენციის აღრიცხვა და დამუშავება. უცხოურ კორესპონდენციაზე მინისტრის აპარატის ნომრის მინიჭება და შემსრულებლამდე დაყვანა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით;
გ) მინისტრის მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტების აღწერა და რედაქციული თვალსაზრისით სრულყოფილად მომზადებაზე კონტროლი;
დ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სხვა უწყებებთან საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;
ე) მინისტრის დავალებათა, მათ შორის, სპეციალურ და ოპერატიულ დავალებათა (როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი სახით, მათ შორის მინისტრის ბრძანებებით გათვალისწინებული დავალებების) უშუალოდ შესრულება ან შესრულების კონტროლის განხორციელება და აღნიშნულის თაობაზე მინისტრისათვის ინფორმაციის მიწოდება არანაკლებ თვეში ერთხელ მაინც;
ვ) არასამუშაო საათებში სასწრაფო წესით გასაგზავნი და დასარიგებელი კორესპონდენციის აღრიცხვა, დამუშავება, სამინისტროს კანცელარიის ნომრის მინიჭება და დანიშნულებისამებრ გადაგზავნა;
ზ) მინისტრის მიერ პირადად ხელმოსაწერი და სარეზოლუციო ბლანკების შენახვა და დაცვა, აგრეთვე კონტროლი მათ გამოყენებაზე;
თ) საქართველოს მთავრობის სხდომის, სახელმწიფო, სამთავრობო და სხვა კომისიებისა და საბჭოების სხდომათა მასალების მიღება, არსებული წესით დამუშავება და დანიშნულებისამებრ გადაგზავნა;
ი) საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, განკარგულებებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე სახელმწიფო, სამთავრობო და სხვა კომისიებისა და საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით სამინისტროზე/სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობის პირზე დავალებული საკითხების შესრულების კონტროლი;
კ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული, მინისტრისათვის დასმულ შეკითხვაზე პასუხის დროულად მომზადების უზრუნველყოფა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მინისტრს შეკითხვაზე პასუხის გაცემა უწევს უშუალოდ სხდომაზე);
ლ) მინისტრის მიერ კონტროლზე აყვანილი საკითხების დროულად შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და მათ შესახებ პერიოდული ინფორმაციის მომზადება და მინისტრისათვის მიწოდება;
მ) სამინისტროში შექმნილი საბჭოებისა და კომისიების მუშაობის ორგანიზება და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი;
ნ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა უწყებებიდან მიღებულ მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალ დავალებებზე დასკვნების დროულად მომზადება;
ო) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ, საფინანსო, საბიუჯეტო, საგადასახადო, საბაჟო სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
პ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა.“.
19. IX თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IX.
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მუხლი 32. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 33. ოპერატიული ინფორმაციის სამმართველო
ოპერატიული ინფორმაციის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს საინფორმაციო ბიულეტენის, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადების ორგანიზება;
ბ) სამინისტროს ვებგვერდზე ახალი ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტისათვის აუცილებელი სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების დაგეგმვისა და ჩატარების ორგანიზება;
დ) შესაბამისი კვლევის შედეგად მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა და მათთან მუშაობა, ასევე მათი შეხვედრის მომზადება ხელმძღვანელობასთან;
ე) სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე საზოგადოებისათვის ყველაზე აქტუალური პრობლემების კვლევა და მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით სამინისტროს და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზების განხორციელება;
ვ) გეგმების შემუშავება მინისტრის, სამინისტროს ხელმძღვანელების დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებისათვის;
ზ) მინისტრის, სამინისტროს რეიტინგის კვლევა.
მუხლი 34. მოქალაქეებთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო
მოქალაქეებთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ოპერატიულად ინფორმირება სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ;
ბ) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების ანალიზის მიხედვით უახლოეს პერიოდში გასატარებელი და გრძელვადიანი ღონისძიებების შემუშავება;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციების შეგროვება, მათი გადარჩევა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან გასავრცელებლად მომზადება;
ე) სატელევიზიო სპეცპროგრამების მომზადების ორგანიზება;
ვ) პრესის მიმოხილვის და ანალიზის მომზადება;
ზ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.“.
20. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ_ნ“ ქვეპუნქტები:
,,ლ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილი წინდადებებისა და დოკუმენტების განხილვა;
მ) ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება და ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;
ნ) მოსაკრებლების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/ექსპერტიზა.“.
21. 37-ე და 38-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 37. საერთაშორისო შეთანხმებების სამმართველო
საერთაშორისო შეთანხმებების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საგადასახადო შეთანხმებების (ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების (კონვენციის)) მომზადების კოორდინაცია, მათ შორის, მოლაპარაკებების გამართვის ორგანიზება და ხელშეკრულების გაფორმება;
ბ) საგადასახადო და საბაჟო სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შეთანხმებების პროექტების მომზადებასა და შეთანხმებების დადებაში მონაწილეობის მიღება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესახებ დასკვნების მომზადების კოორდინაცია;
დ) საბაჟო და საგადასახადო სფეროებში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის წარმოება.
მუხლი 38. საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სამმართველო
საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის მიმართულებათა შემუშავება და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ბ) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
გ) ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის კონკრეტულ წინადადებათა მომზადება საბაჟო/საგადასახადო სფეროში;
დ) საგადასახადო-საბაჟო მიმართულებით მეთოდოლოგიის შემუშავება.“.
22. XII თავი ამოღებულ იქნეს.
23. დაემატოს შემდეგი შინაარსის XIV თავი:
„თავი XIV
ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახური
მუხლი 51. ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსთან ერთად ახორციელებს ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოადგილე (მოადგილეები) მისი (მათი) არსებობის შემთხვევაში და ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის საჯარო მოსამსახურეები.
მუხლი 52. ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახური
ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემაში სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;
ბ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნების მომზადება და წინადადებების შემუშავება;
გ) სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი რეფორმების განხორციელების მიზნით;
დ) საჯარო სექტორის დაფინანსების მართვის მიმართულებების კვლევა და ანალიზი;
ე) განვითარებული ქვეყნების გამოცდილების შესწავლა და მისი გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება სამინისტროს სისტემაში სიახლეების დანერგვის მიზნით.“.
მუხლი 2.
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-11 პუნქტისა, ამოქმედდეს 2009 წლის 16 ნოემბრიდან.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-11 პუნქტი ამოქმედდეს ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი