სოციალურად დაუცველი ოჯახების (აბონენტების) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების კომპენსაციის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 20.06.2006
ძალის დაკარგვა 20.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №116
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.10.003.000.500
გამოქვეყნების წყარო სსმ, 83, 21/06/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
სოციალურად დაუცველი ოჯახების (აბონენტების) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების კომპენსაციის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:85.05pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №116
2006 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
სოციალურად დაუცველი ოჯახების (აბონენტების) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების კომპენსაციის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებით მიმდინარე წლის 1 ივნისიდან გაიზარდა მოსახლეობისათვის მისაწოდებელი ელექტროენერგიის ღირებულება. ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალურად დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებისა და ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 ივნისის №261 განკარგულების შესაბამისად განსაზღვრული სოციალურად დაუცველი ოჯახების (აბონენტების) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების კომპენსაციის მიზნით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე:
1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შედგენილი სიების მიხედვით გაცემული ვაუჩერების შესაბამისად განსაზღვრული აბონენტებისათვის საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ სათანადო ასიგნებათა ფარგლებში განახორციელოს:
ა) სს ,,თელასის“ მომხმარებელი სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის (აბონენტებისათვის) ყოველთვიურად ფაქტობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილებითა და 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებით განსაზღვრულ ტარიფებს შორის სხვაობის მიხედვით წარმოშობილი ფასთა (ღირებულებების) შორის სხვაობის ანაზღაურება სს ,,თელასისათვის”;
ბ) საქართველოს რეგიონებში (სს ,,თელასის” აბონენტების გარდა) მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების (აბონენტების) მიერ ყოველთვიურად ფაქტობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობისა და ამ რაოდენობისათვის განსაზღვრული ტარიფის საფუძველზე 37 კვტ.სთ ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება ელექტროენერგიის შესაბამისი გამანაწილებელი საწარმოსათვის;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების (აბონენტების) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური ანაზღაურება ელექტროენერგიის გამანაწილებელი საწარმოების მიერ წარმოდგენილი ერთიანი ანგარიშის საფუძველზე ამ დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მისი წარმოდგენიდან ათ დღეში.
2. ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხებით ანაზღაურებულ იქნეს მხოლოდ საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის მოხმარებული ელექტროენერგია. სხვა შემთხვევაში და/ან ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ლიმიტს ზევით მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას აბონენტი იხდის სრულად.
3. სოციალურად დაუცველი ოჯახის (აბონენტის) მიერ ამ დადგენილებით დაწესებული ლიმიტის ფარგლებში წარმოშობილი ეკონომია არ გადადის მომდევნო თვეში.
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი) ყოველთვიურად უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი ოჯახის პირთა სიის განახლება (გარდაცვალება, სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ თავშესაფარში გადაყ-ვანა და სხვ.) და მასში შეტანილი ცვლილებების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ელექტროენერგიის შესაბამის გამანაწილებელ საწარმოებს.
5. ვაუჩერების მქონე ოჯახებისათვის (აბონენტებისათვის) ამ დადგენილებით განსაზღვრული შეღავათების გაწევა განხორციელდება მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ვაუჩერის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ამ ვაუჩერში მითითებულ ოჯახზე (აბონენტზე).
7. ეთხოვოთ ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს უზრუნველყონ სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის (აბონენტებისათვის) ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდება ამ დადგენილებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით არსებული მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესისა და ვაუჩერებში აღნიშნული პირობების შესაბამისად.
8. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
9. დადგენილება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივნისიდან და ძალაშია 2007 წლის 1 იანვრამდე.
პრემიერ-მინისტრი
ზ. ნოღაიდელი