„საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 21.06.2006
ძალის დაკარგვა 25.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №118
სარეგისტრაციო კოდი 300.180.000.10.003.000.502
გამოქვეყნების წყარო სსმ, 84, 23/06/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 578 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.06.2006 მიღება
25.12.2013 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის  დადგენილება №118 2006 წლის 21 ივნისი  ქ. თბილისი საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ ,,გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების თანდართული წესი. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი             ზ. ნოღაიდელი საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების წესი 1. გამოყენების სფერო 1. ეს წესი ,,გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრავს დაკანონებული გაზომვის საშუალებებზე საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების თანმიმდევრობას, მოთხოვნებს წარმოსადგენი დოკუმენტაციის მიმართ და განმახორციელებელი ორგანოს ვალდებულებებს. 2. ამ წესის გამოყენება სავალდებულოა მეტროლოგიის სფეროში მონაწილე ყველა დაინტერესებული პირისათვის. 2. ძირითადი დებულებები 1. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების საფუძველია სახელმწიფო ორგანოების, დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირების წერილობითი მოთხოვნა (განცხადება). 2. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვები ტარდება მხოლოდ გაზომვის შედეგების თაობაზე წარმოშობილი დავის არსებობის შემთხვევაში. 3. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 4. საექსპერტო (ოფიციალურ) გაზომვებს ატარებს სააგენტოს მიერ შექმნილი საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების კომისია. 5. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. 3. მოთხოვნები განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიმართ 1. სახელმწიფო ორგანო, დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირი სააგენტოში წარადგენს განცხადებას საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარების თაობაზე. 2. განმცხადებელი საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარების თაობაზე განცხადებას წარადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. 3. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად განმცხადებელმა უნდა წარადგინოს: ა) გაზომვის სიზუსტეში ეჭვის შეტანის მკაფიოდ ჩამოყალიბებული არგუმენტაცია; ბ) შესაბამისი ნივთიერი ან დოკუმენტური მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს გაზომვის სიზუსტეში ეჭვის შეტანის საფუძველს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის განმახორციელებელი ორგანოს ვალდებულებები 1. სააგენტო ვალდებულია განცხადების მიღებიდან ათი კალენდარული დღის განმავლობაში განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების ორგანიზებაზე თანხმობის ან მასზე უარის თქმის შესახებ, რაზეც წერილობით აცნობებს განმცხადებელს. 2. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის სამუშაოთა ორგანიზებაზე უარის თქმის შემთხვევაში სააგენტოს მიერ გაგზავნილ შესაბამის წერილობით პასუხში უნდა აისახოს ასეთი უარის დასაბუთებული არგუმენტაცია. 3. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების შემთხვევაში წერილში უნდა მიეთითოს გაზომვების ჩატარების თარიღი, დრო და განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის დასწრების აუცილებლობა. 4. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის სამუშაოთა ჩატარების ორგანიზება სააგენტომ უნდა განახორციელოს შესაბამის განცხადებაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში. 5. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების თაობაზე საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების კომისიის შესაბამის ოქმში უნდა მიეთითოს: ა) განმცხადებლის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი და საექსპერტო (ოფიციალურ) გაზომვებზე განაცხადის ნომერი; ბ) გაზომვის დანიშნულება და საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების სახეობა; გ) გაზომვის საგანი და მისი მონაცემები; დ) გამოყენებული გაზომვის საშუალებების მონაცემები (გაზომვის საშუალებების ტიპი, გაზომვის დიაპაზონი, სერიული ნომერი, გაზომვის საშუალებათა სიზუსტის მონაცემები და გაკვლევადობის შესახებ მონაცემები); ე) გაზომვის შედეგები. 6. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის სამუშაოთა კომისიის ოქმს კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. 7. საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების შედეგების თაობაზე ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ოფიციალურ ინფორმაციას გასცემს სააგენტო.