⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.05.2014)
გაუქმებულია:

„მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 17.11.2009
ძალის დაკარგვა 13.05.2014
გამომცემი ორგანო ნომინალი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.11.004.013.791
გამოქვეყნების წყარო სსმ, 142, 19/11/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,217 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.11.2009 მიღება
13.05.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
თარიღი მიღებული ლუქები
რაოდენობა N–დან – N–მდე
ნომინალი თანხა ციფრებით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.MsoCommentReference {} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;} span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.5pt 45.0pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:841.7pt 595.45pt; margin:1.25in .75in 45.35pt 67.7pt;} div.Section2 {page:Section2;} @page Section3 {size:841.7pt 595.45pt; margin:1.25in .75in 45.35pt 67.7pt;} div.Section3 {page:Section3;} @page Section4 {size:611.25pt 11.0in; margin:27.0pt 50.25pt 9.0pt 49.5pt;} div.Section4 {page:Section4;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.11.004.013.791 საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №7 2009 წლის 17 ნოემბერი ქ. თბილისი მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნების განადგურების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: 1. დამტკიცდეს მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნების განადგურების თანდართული წესი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2008 წლის 2 დეკემბრის №14 დადგენილება „მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნების (ბანკნოტების) განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. თავმჯდომარე გ. ქადაგიძე მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნების განადგურების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნების განადგურება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად. 2. ამ წესის მიზნებისთვის, მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნები (შემდგომში – ლარის ბანკნოტები და მონეტები) არის ფიზიკური ცვეთის ან/და სხვა დაზიანების გამო მიმოქცევისთვის უვარგისი, ქარხნული წუნის მქონე და აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიმოქცევიდან ამოღებული ლარის ბანკნოტები და მონეტები. 3. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურება, ყოველდღიური აღრიცხვის, ერთიანი დახურული და უსაფრთხო სივრცის პრინციპების გათვალისწინებით ხორციელდება როგორც კომისიური წესით სპეციალური გასანადგურებელი აგრეგატის მეშვეობით, ასევე ავტომატურ რეჟიმში, ავტომატური შეფუთვისა და განადგურების სისტემების მქონე ბანკნოტების სორტირების მანქანის მეშვეობით, კომისიის გარეშე. 4. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურება ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის გადათვლა-განადგურების უბანზე (შემდგომში – გადათვლა განადგურების უბანი), რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეოსათვალთვალო, დაცვისა და უსაფრთხოების მოწყობილობებით. 5. კომისიური წესით ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურებას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულების სპეციალისტებით დაკომპლექტებული „მიმოქცევიდან ამოღებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლა-განადგურების კომისია“ (შემდგომში – კომისია), რომლის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას აგრეთვე მიმოქცევიდან ამოღებული ლარის ბანკნოტების და მონეტების საკონტროლო გადათვლისა და განადგურების სამუშაოების დაწყებისა და დამთავრების ვადებს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო. 6. კომისიას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლის და განადგურების პროცესის ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად წარმართვასა და განხორციელებაზე. 7. კომისიური წესით ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურებისას გადათვლა-განადგურების უბანზე დასაქმებულ პირთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ წესითა და შესაბამისი ხელშეკრულებით, ხოლო მიმოქცევიდან ამოღებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ავტომატურ რეჟიმში განადგურებისას, პასუხისმგებელი პირების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა დგინდება შესაბამისი კოლექტიური ხელშეკრულებით. 8. კომისიური წესით ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურება ხორციელდება მხოლოდ მათი საკონტროლო გადათვლის შემდეგ. 9. კომისიური წესით გადათვლა-განადგურების უბანზე დასაქმებული მოლარეების მიერ ლარის ბანკნოტები და მონეტები საკონტროლოდ გადაითვლება ფურცლობრივად და ცალობით კომისიის მეთვალყურეობის ქვეშ. 10. კომისიური წესით კომისიის მიერ ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლა დასაშვებია განხორციელდეს: ა) ეროვნული ბანკის მიერ დახარისხებული, მიმოქცევიდან ამოღებული 1 და 2-ლარიანი ბანკნოტებისა და 1 და 2-თეთრიანი მონეტების გასანადგურებელი თანხის არანაკლებ 50%-ის გადათვლით. გადათვლა ხორციელდება შერჩევის წესით, რომელსაც უზრუნველყოფს კომისია; ბ) ქარხნული წუნის მქონე, მწარმოებელი კომპანიის მიერ დახარისხებული ბანკნოტების მთელი მოცულობა კონებად და ნეკნებად, მონეტები – პაკეტებად, ხოლო ეროვნული ბანკის მიერ დახარისხებული – ფურცლობრივად და ცალობით; გ) ავტომატური შეფუთვისა და განადგურების სისტემების მქონე ბანკნოტების სორტირების მანქანის მეშვეობით დახარისხებული ბანკნოტების მთელი მოცულობა კონებად და ნეკნებად. 11. კომისიის მიერ ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული დაშვებების გამოყენების შემთხვევაში ხდება კონებზე (არასრულ კონებზე) ვაკუუმური ცელოფნის, ხოლო მონეტებზე პაკეტის მოხსნა და ბანკნოტების და მონეტების ვიზუალური შემოწმება ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობების მეთვალყურეობის ქვეშ.     მუხლი 2🔗. კომისიის უფლება–ვალდებულებანი 1. კომისია უფლებამოსილია სამუშაოების ორგანიზების და მონიტორინგის შედეგების განხილვისა და სათანადო გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, ჩაატაროს სხდომა და გააფორმოს ოქმი. სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. 2. კომისია ვალდებულია: ა) განადგურების პროცესის დასრულების შემდეგ წარუდგინოს ანგარიში საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს; ბ) კომისიის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის გადათვლა-განადგურების უბანზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში არ დაიწყოს მუშაობა. 3. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია: ა) ლარის ბანკნოტებისა და მონეტების გადათვლა-განაგურების უბანზე შესრულებული სამუშაოების შედეგების და მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების განხილვისა და ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით ჩაატაროს კომისიის სხდომები; ბ) აუცილებლობის შემთხვევაში შეაჩეროს საკონტროლო გადათვლისა და განადგურების პროცესი და ორგანიზება გაუკეთოს მათ ხელახლა გადათვლას; გ) კომისიის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე წინადადებები წარუდგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს; დ) გადათვლა-განადგურების უბანზე დასაქმებული მოლარეების შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის, ან ვადის გაგრძელების თაობაზე წინადადებები წარუდგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. 4. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია: ა) კოორდინაცია გაუწიოს საკონტროლო გადათვლის და განადგურების საქმიანობას; ბ) უზრუნველყოს ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოების დოკუმენტალურად აღრიცხვა და საიმედოდ შენახვა, ხოლო საკონტროლო გადათვლის და განადგურების პროცესების მთლიანად დასრულების შემდეგ დოკუმენტაციის დალუქული სახით ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემა, მათი შემდგომი შენახვის მიზნით; გ) უზრუნველყოს ლუქების თანმიმდევრობით მიღება, გამოყენება და აღრიცხვა (დანართი №1); დ) მოლარის მიერ საეჭვო ან ვარგისი ლარის ბანკნოტისა და მონეტის, ზედმეტობის ან დანაკლისის გამოვლენისას გააფორმოს შესაბამისი დოკუმენტი და გადასცეს ეროვნული ბანკის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. 5. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან: ა) მონაწილეობა მიიღონ კომისიის სხდომის მუშაობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;  ბ) დადგენილ დროს გამოცხადნენ გადათვლა-განადგურების უბანზე, ორგანიზება და ზედამხედველობა გაუწიონ საკონტროლო გადათვლისა და განადგურების პროცესს; გ) მონაწილეობა მიიღონ ანგარიშგებების შედგენაში, რომელიც დასტურდება ყველა წევრის ხელმოწერით; დ) მონაწილეობა მიიღონ გადათვლა-განადგურების უბანზე დასაქმებულ მოლარეთა მუშაობის ყველა საკითხის განხილვაში და დროულად შეატყობინონ კომისიის თავმჯდომარეს არსებული პრობლემების შესახებ; ე) კომისიის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე არ დატოვონ გადათვლა-განადგურების უბანი და წინასწარ შეატყობინონ მას უბანზე გამოუცხადებლობის შესახებ.     მუხლი 3🔗. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების კომისიური წესით განადგურების სამუშაოების ორგანიზება და წარმართვა 1. კომისიური წესით ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების სამუშაოები მოიცავს: ა) ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საცავიდან კომისიისათვის გადაცემას; ბ) კომისიის მიერ მოლარეებისათვის დალუქული ყუთებით ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლოდ გადასათვლელად გადაცემას; გ) კომისიის მეთვალყურეობის ქვეშ, მოლარეების მიერ ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ფურცლობრივად და ცალობით საკონტროლო გადათვლას; დ) მოლარეების მიერ საკონტროლოდ გადათვლილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების კომისიის მიერ მიღებას და განადგურებას; ე) ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლის და მათი განადგურების თაობაზე ანგარიშის მომზადებას; ვ) ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადებას და შენახვის მიზნით ჩაბარებას. 2. კომისიისათვის გადათვლა-განადგურების უბანზე საცავის მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიერ ლარის ბანკნოტების გადაცემა ხორციელდება კონებით და ნეკნებით, მონეტების–პაკეტებით, შეფუთვის სიმრთელის და ზედსადებებზე არსებული წარწერების შემოწმებით. მიღებას არ ექვემდებარება დაზიანებული ან სხვა დეფექტის მქონე შეფუთვის ლარის ბანკნოტები და მონეტები. კომისია უზრუნველყოფს მიღებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების სპეციალურ ყუთებში განთავსებას, რომელიც ილუქება კომისიის თავმჯდომარის მიერ. 3. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების მისაღებ მოცულობას განსაზღვრავს კომისია იმ ოდენობით, რომელთა საკონტროლო გადათვლა და განადგურება შესაძლებელია ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. 4. საკონტროლო გადათვლის მიზნით, ლარის ბანკნოტებსა და მონეტებს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები დალუქული ყუთებით უნაწილებენ მოლარეებს. 5. ყუთებში განთავსებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების მიღებისთანავე მოლარე ახდენს ყუთის ლუქის სიმრთელის შემოწმებას, ხოლო მისი გახსნის შემდეგ ყუთში განთავსებული ლარის ბანკნოტების კონების (მონეტების – პაკეტების) შეფუთვის სიმრთელისა და ზედსადებებზე წარწერების არსებობის შემოწმებას. დაზიანებული შეფუთვის ან სხვა დეფექტის არსებობისას მოლარე დაუყოვნებლივ აცნობებს კომისიის თავმჯდომარეს. 6. მოლარის მიერ გახსნილი ლარის ბანკნოტების კონებისა და მონეტების პაკეტების ზედსადები ინახება საკონტროლოდ გადათვლილი, დახარისხებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების კომისიისათვის ჩაბარებამდე. 7. მოლარე ვაკუუმური ცელოფნის და პაკეტის მოხსნის შემდეგ ახდენს მიღებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვიზუალურ დათვალიერებას. გადათვლილის შედეგად ზედმეტობის, დანაკლისის, საეჭვო ან ვარგისი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების გამოვლენის შემთხვევაში მოლარე ვალდებულია აცნობოს კომისიის თავმჯდომარეს, რის შემდეგაც მოლარე კომისიის წევრებთან ერთად ახდენს ხელმეორედ გადათვლას. ხელმეორედ გადათვლის შედეგების საფუძველზე კომისიის თავმჯდომარის მიერ ფორმდება სათანადო აქტი (დანართი №2) ორ ეგზემპლარად, რომელიც დასტურდება მოლარისა და კომისიის წევრების ხელმოწერით. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია შედგენილი აქტის ერთი ეგზემპლარი ზედსადებთან ერთად გადასცეს ეროვნული ბანკის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. 8. მოლარეს ეკრძალება მისთვის მინდობილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების სხვა პირთათვის გადაბარება და მის მიერ გახსნილი ყუთის გადაუთვლელად სამუშაო ადგილზე დატოვება. 9. ყოველი ყუთის საკონტროლოდ გადათვლის შემდეგ განადგურების მიზნით მოლარე ზედსადებებთან ერთად გასანადგურებელ ლარის ბანკნოტებს ალაგებს ნეკნებად და კონებად, ხოლო მონეტებს ცალობით ყუთებში, რომელებიც იმავდროულად ილუქება კომისიის თავმჯდომარის მიერ. 10. კომისიის მიერ განადგურებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ნარჩენების გადათვლა-განადგურების უბნიდან გატანა და სპეციალურად გამოყოფილ ფართობში განთავსება ხდება ყოველდღიურად გადათვლა განადგურების პროცესის დასრულების შემდეგ. 11. სამუშაო დღის ბოლოს, შესვენების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე ახდენს გადათვლა – განადგურების უბნის შიფრკოდის მეშვეობით ცენტრალური დაცვის სამეთვალყურეო პულტზე აყვანას, ხოლო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – დაკეტვას. 12. დაუშვებელია გადათვლა-განადგურების უბანზე ჩანთების ან პირადი მოხმარების ნივთების შეტანა. 13. კომისიის წევრებისა და მოლარეების გარდა, სხვა პირთა გადათვლა-განადგურების უბანზე შესვლა დასაშვებია მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით.     მუხლი 4🔗. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების კომისიური წესით განადგურებასთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა და დოკუმენტების შენახვა 1. შესრულებული სამუშაოების დოკუმენტალურ აღრიცხვას, კომისიის წევრების მონაწილეობით, ახორციელებს კომისის თავმჯდომარე, რომელიც ვალდებულია ლარის ბანკნოტებისა და მონეტების მიღების, გაცემის და განადგურების აღრიცხვა უზრუნველყოს მხოლოდ ამ წესით დადგენილი ფორმების შესაბამისად. 2. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების გაცემა საცავიდან საკონტროლო გადათვლის და განადგურებისათვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში წარმოებს დავალების (დანართი №3) საფუძველზე. საცავიდან კომისიისათვის გადაცემული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების აღრიცხვა საცავის მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიერ იმავდროულად წარმოებს დავთარში (დანართი №4), რომელიც დასტურდება საცავის მატერიალურად პასუხისმგებელი პირების და კომისიის წევრების ხელმოწერებით. 3. კომისიისათვის ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საცავიდან გაცემის შემთხვევაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიერ შესაბამისი საბუღალტრო აღრიცხვის მიზნით გამოიწერება ბალანსგარეშე გასავლის ორდერი (დანართი №5). 4. კომისია ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რაოდენობრივ და თანხობრივ მიღებას, საკონტროლო გადათვლასა და განადგურებას აღრიცხავს დავთარში (დანართი №6), რომელშიც სავალდებულოა მიეთითოს გადათვლა-განადგურების უბანზე დანაკლისის, ზედმეტობის, საეჭვო ან ვარგისი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების გამოვლენის ან სხვა რაიმე სახის დარღვევის ფაქტები. 5. დღის ბოლოს მიღებული, საკონტროლოდ გადათვლილი და განადგურებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების შესახებ კომისიის მიერ ხდება ცნობის (დანართი №7) შედგენა ორ ეგზემპლარად, რომელიც დასტურდება კომისიის წევრების ხელმოწერებით. ცნობის ერთი ეგზემპლარი ბუღალტრული აღრიცხვისათვის გადაეცემა შესაბამის სტუქტურულ ერთეულს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება კომისიის თავმჯდომარეს. 6. კომისიის მიერ შედგენილი ცნობებისა და აქტების საფუძველზე, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ხდება სათანადო ბუღალტრული აღრიცხვის განხორციელება. 7. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების გამანადგურებელი დანადგარის მწყობრიდან გამოსვლის ან/და სხვა ობიექტური მიზეზების შემთხვევაში, გადათვლა-განადგურების უბანზე საკონტროლოდ გადაუთვლელი ლარის ბანკნოტები და მონეტები, კომისიის თავმჯდომარის მიერ დალუქული ყუთებით მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შესანახად გადაეცემა ეროვნული ბანკის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, რაზედაც ხდება შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვა. 8. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ დავთრები და სხვა დოკუმენტები კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობით ინახება სეიფში. 9. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების პროცესის მთლიანად დასრულების შემდეგ საკონტროლო გადათვლისა და განადგურების თაობაზე კომისია დოკუმენტების საფუძველზე ადგენს ანგარიშს, რომელიც დადასტურებული უნდა იყო კომისიის ყველა წევრის ხელმოწერით.     მუხლი 5🔗. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ავტომატურ რეჟიმში განადგურება ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ავტომატურ რეჟიმში გადათვალა-განადგურების სამუშაოების ორგანიზება ხორციელდება შემდეგი პროცედურების დაცვით: ა) ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ავტომატურ რეჟიმში გადათვლა-განადგურდება ხდება ავტომატური შეფუთვისა და განადგურების სისტემების მქონე ბანკნოტების სორტირების მანქანის მომხმარებელი პასუხისმგებელი პირების ჯგუფის მიერ; ბ) გადათვლა-განადგურების უბანზე ავტომატური შეფუთვისა და განადგურების სისტემების მქონე ბანკნოტების სორტირების მანქანის მომხმარებელი პასუხისმგებელი პირების ჯგუფის მიერ ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ნიშნების მიღება-დამუშავების ოპერაციებს კოორდინაციას უწევს ჯგუფის უფროსი; გ) გადათვალა-განადგურების უბანზე ბანკნოტები ჯგუფის უფროსის მიერ მიიღება კონებისა და ნეკნების, შეფუთვის სიმთელისა და ზედსადებებზე არსებული წარწერების მიხედვით; დ) ჯგუფის უფროსის მიერ ბანკნოტებისთვის ვაკუუმური ცელოფნის მოხსნისა და გადასათვლელად გამზადების შემდეგ თანხები გადასათვლელად გადაეცემა ავტომატური შეფუთვისა და განადგურების სისტემების მქონე ბანკნოტების სორტირების მანქანის მომხმარებელ პასუხისმგებელ პირს; ე) პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებული თანხები ჩაიტვირთება ავტომატური შეფუთვისა და განადგურების სისტემების მქონე ბანკნოტების სორტირების მანქანაში, რის შემდეგაც მანქანაში არსებული სპეციალიზირებული ამომცნობი სენსორების მეშვეობით ხდება მათი გადათვლა და მიმოქცევისათვის უვარგისი ბანკნოტების ავტომატურ რეჟიმში განადგურება; ვ) ავტომატური შეფუთვისა და განადგურების სისტემების მქონე ბანკნოტების სორტირების მანქანის მიერ გადათვლილი და განადგურებული ბანკნოტების შესახებ მონაცემები პასუხისმგებელი პირების მიერ დამოწმებული ამონაბეჭდი სახით ინახება ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ყოველდღიურად შექმნილ დოკუმენტებში. დანართი N1 საქართველოს ეროვნული ბანკი ლუქების აღრიცხვის დავთარი დაწყებულია „ ” ------------------------ 20 წ. დამთავრებულია „ ” ------------------- 20 წ. შენიშვნა: დავთარი უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი, ხელმოწერილი და გერბიანი ბეჭდით დამოწმებული თარიღი მიღებული ლუქები გამოყენებული ლუქები შენიშვნა კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა რაოდენობა N–დან – N–მდე რაოდენობა N–დან – N–მდე დამადასტურებელი წარწერა (დავთრის ბოლოში) ამ დავთარში დანომრილი, ზონარგაყრილი და დალუქულია _______________________________________________  ფურცელი  (სიტყვებით) №_______ დან   №_______ მდე (ჩათვლით)  დანართი N2  აქტი საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის N ___ საცავიდან მიმოქცევიდან ამოღებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლა-განადგურების კომისიის მიერ მიღებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლისას: დანაკლისის, ზედმეტობის, საეჭვო ან ვარგისი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების გამოვლენის შესახებ ქ. თბილისი                                                                                _____ __________________ 20 წელი       (რიცხვი და თვე) მიმოქცევიდან ამოღებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლა-განადგურების კომისიის წევრებისაგან მიღებული საკასო ცენტრის № ____________ საამქროს მიერ____________________________________________________                                      (ზედსადებზე მითითებული დახარისხების თარიღი) დახარისხებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ჩემს _______________________________ მიერ                                                                                                        (გადამთვლელი მოლარის სახელი და გვარი) საკონტროლო გადათვლის შედეგად გამოვლინდა: ნომინალი რაოდენობა თანხა გამოშვების წელი ნომერი დანაკლისი X X ზედმეტობა საეჭვო ვარგისი X ნაშთი სიტყვებით –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ზედსადები: ______–––––__________ ცალი. მოლარე –––––––––––––––––––––                                           ––––––––––––––––––––––  (სახელი, გვარი)                                                                                  (ხელმოწერა) მიმოქცევიდან ამოღებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლა–განადგურების კომისიის წევრები:  __________________________                                               _____________________ (სახელი, გვარი)                                                                                         (ხელმოწერა) __________________________                                                _____________________              (სახელი, გვარი)                                                                                                (ხელმოწერა) __________________________                                                _____________________              (სახელი, გვარი)                                                                                                (ხელმოწერა) __________________________                                                _____________________              (სახელი, გვარი)                                                                                                (ხელმოწერა) __________________________                                                _____________________  (სახელი, გვარი)                                                                                               (ხელმოწერა) კომისიის თავმჯდომარე __________________________               _____________________ (სახელი, გვარი)                                                    (ხელმოწერა) აქტი შედგენილია ორ ეგზემპლიარად, რომლის ერთი პირი გადაეცა საკასო ცენტრის უფროსს მივიღე _________________________                                     ____________________  (სახელი, გვარი)                                                                                  (ხელმოწერა) დანართი №3  საქართველოს ეროვნული ბანკი დავალება ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლისა და განადგურებისათვის გაცემის შესახებ დაწყებულია „       “ ———————————— 20 წ. დამთავრებულია „       “ ————————— 20 წ. შენიშვნა: დავთარი უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი, ხელმოწერილი და გერბიანი ბეჭდით დამოწმებული საქართველოს ეროვნული ბანკი                                                                      „       “ ___________ 20 წ.  №         დავალების ყუა ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლისა და გასანადგურებლად გაცემის შესახებ გამცემი საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი მიმღები მიმოქცევიდან ამოღებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლა-განადგურების კომისია ნომინალი კონების/პაკეტების რაოდენობა თანხა ჯამი ___________________________________________________ (მთლიანი თანხა ციფრებით და სიტყვებით) ____________________________________________________ (კონების/პაკეტების რაოდენობა ციფრებით და სიტყვებით) საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსი __________________           _________________                        (გვარი , სახელი)                         (ხელმოწერა) მიმოქცევიდან ამოღებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლა-განადგურების კომისიის თავმჯდომარე ________________       _______________                                   (გვარი , სახელი)                 (ხელმოწერა) საქართველოს ეროვნული ბანკი                                                                     „       “ ___________ 20 წ. დავალება № ლარის ბანკონტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლისა და გასანადგურებლად გადაცემის შესახებ საკასო ცენტრის უფროსს მიმოქცევიდან ამოღებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლა-განადგურების კომისიაზე გაეცით  შემდეგი ბანკნოტები და მონეტები: ნომინალი კონების/პაკეტების რაოდენობა თანხა ჯამი ___________________________________________________ (მთლიანი თანხა ციფრებით და სიტყვებით) _____________________________________________________ (კონების/პაკეტების რაოდენობა ციფრებით და სიტყვებით) პრეზიდენტი (ვიცე-პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი)__________________          _________________                              (გვარი , სახელი)                          (ხელმოწერა) საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსი ____________________            _________________                         (გვარი , სახელი)                              (ხელმოწერა)                                                                „         “ ____________ 20 წ. დამადასტურებელი წარწერა (დავთრის ბოლოში) ამ დავთარში დანომრილი, ზონარგაყრილი და დალუქულია _______________________________________ ფურცელი                                 (სიტყვებით) №_________ დან   № _________ მდე (ჩათვლით) დანართი №4 საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საცავიდან გაცემის აღრიცხვის დავთარი დაწყებულია „      “ ------------------------ 20 წ. დამთავრებულია „      “ ------------------- 20 წ. შენიშვნა: დავთარი უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი, ხელმოწერილი და გერბიანი ბეჭდით დამოწმებული საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის № __________ საცავიდან 20 წლის ___________________ №___________ დავალების საფუძველზე    (რიცხვი და თვე) მიმოქცევიდან ამოღებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლა-განადგურების კომისიას გადაეცა: ნომინალი თანხა ციფრებით კონის/პაკეტის რაოდენობა შენიშვნა ს უ ლ მთლიანი თანხა                                             ___________________________________                                                                                                             (ციფრებით და სიტყვებით) კონების/პაკეტების რაოდენობა                   ___________________________________ (ციფრებით და სიტყვებით) საცავის მატერიალურად პასუხისმგებელი პირები: __________________________                        _________________________ (სახელი, გვარი)                                                                (ხელმოწერა) __________________________                        _________________________ (სახელი, გვარი)                                                          (ხელმოწერა) __________________________                        _________________________ (სახელი, გვარი)                                                          (ხელმოწერა) __________________________                        _________________________ (სახელი, გვარი)                                                          (ხელმოწერა) 20 წლის „ ______“ ______________ საკასო ცენტრის N____ საცავიდან დავთარში აღნიშნული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების მიღებას ვადასტურებთ მიმოქცევიდან ამოღებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლა- განადგურების კომისიის თავმჯდომარე ______________________       _______________________ (სახელი, გვარი)                                       (ხელმოწერა) კომისიის წევრები: __________________________                        _________________________ (სახელი, გვარი)                                                          (ხელმოწერა) __________________________                        _________________________ (სახელი, გვარი)                                                          (ხელმოწერა) __________________________                        _________________________ (სახელი, გვარი)                                                                (ხელმოწერა) __________________________                        _________________________ (სახელი, გვარი)                                                          (ხელმოწერა) __________________________                        _________________________ (სახელი, გვარი)                                                   (ხელმოწერა) *შენიშვნა: დამადასტურებელი წარწერა (დავთრის ბოლოში) ამ დავთარში დანომრილი, ზონარგაყრილი და დალუქულია ______________________________________ ფურცელი                        (სიტყვებით) №_________ დან №_________ მდე (ჩათვლით)  დანართი N5  საქართველოს ეროვნული ბანკი  საკასო ცენტრის № ..... საცავი ბალანსგარეშე გასავლის ორდერი № _________________________ 20 წელი                                            დებეტი ანგარიშის № (რიცხვი, თვე)                                                                                              კრედიტი ანგარიშის № გადაეცა მიმოქცევიდან ამოღებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლა-განადგურების კომისიას: ნომინალი თანხა ციფრებით კონის/პაკეტის რაოდენობა მთლიანი თანხა ____________________________________ (ციფრებით და სიტყვებით) საფუძველი ––––––––––––––––––––––––––––––––– (დავალების № და თარიღი) გასცა: საცავის მატერიალურად პასუხისმგებელმა პირებმა: __________________________                                  _____________________ (სახელი, გვარი)                                                                      (ხელმოწერა) __________________________                                  _____________________ (სახელი, გვარი)                                                                             (ხელმოწერა) __________________________                                  _____________________ (სახელი, გვარი)                                                                      (ხელმოწერა) __________________________                                  _____________________ (სახელი, გვარი)                                                                      (ხელმოწერა) აღნიშნული ლარის ბანკნოტები ან/და მონეტები მივიღეთ: მიმოქცევიდან ამოღებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლა-განადგურების კომისიის თავმჯდომარე ______________________         ____________________                                                                                                (სახელი, გვარი)                                (ხელმოწერა)  კომისიის წევრები: __________________________                                  _________________________ (სახელი, გვარი)                                                                             (ხელმოწერა) __________________________                                  _________________________ (სახელი, გვარი)                                                                           (ხელმოწერა) __________________________                                  _________________________ (სახელი, გვარი)                                                                                   (ხელმოწერა)      __________________________                                  _________________________ (სახელი, გვარი)                                                                             (ხელმოწერა) __________________________                                  _________________________ (სახელი, გვარი)                                                                             (ხელმოწერა)  დანართი N6 საქართველოს ეროვნული ბანკი საკონტროლო გადათვლა-განადგურების უბანზე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების მიღების, საკონტროლოდ გადათვლისა და განადგურების აღრიცხვის დავთარი დაწყებულია „     „ ------------------------ 20 წ. დამთავრებულია „       “ ------------------- 20 წ. შენიშვნა: დავთარი უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი, ხელმოწერილი, გერბიანი ბეჭდით დამოწმებული და ინახებოდეს კომისიის თავმჯომარესთან, შესასამის სტრუქტურულ ერთეულზე გადაცემამდე. მიმოქცევიდან ამოღებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლისა და განადგურების კომისიამ 20 წლის ____________________________ (რიცხვი და თვე)  №_______ საცავიდან საკონტროლო გადათვლა-განადგურების მიზნით მივიღეთ: ნომინალი თანხა ციფრებით კონის/პაკეტის რაოდენობა შენიშვნა ს უ ლ მთლიანი თანხა ___________________________________ (ციფრებით და სიტყვებით) კონების/პაკეტების რაოდენობა ___________________________________ (ციფრებით და სიტყვებით) მიმოქცევიდან ამოღებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლა–განადგურების კომისიის თავმჯდომარე ______________________                     _________________________ (სახელი, გვარი)                                                                (ხელმოწერა) კომისიის წევრები: __________________________                                           _________________________ (სახელი, გვარი)                                                                                                (ხელმოწერა) __________________________                                           _________________________ (სახელი, გვარი)                                                                                         (ხელმოწერა) __________________________                                           _________________________ (სახელი, გვარი)                                                                                                (ხელმოწერა) __________________________                                           _________________________ (სახელი, გვარი)                                                                                                (ხელმოწერა) __________________________                                           _________________________ (სახელი, გვარი)                                                                                         (ხელმოწერა) №______საცავიდან მიმოქცევიდან ამოღებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლა-განადგურების კომისიის წევრებისათვის ლარის ბანკნოტების ან/და მონეტების გადაცემას ვადასტურებთ საცავის მატერიალურად პასუხისმგებელი პირები: __________________________                                           ________________________ (სახელი, გვარი)                                                                                   (ხელმოწერა) __________________________                                           ________________________ (სახელი, გვარი)                                                                                         (ხელმოწერა) __________________________                                           ________________________ (სახელი, გვარი)                                                                                   (ხელმოწერა) __________________________                                           ________________________ (სახელი, გვარი)                                                                                   (ხელმოწერა) მიმოქცევიდან ამოღებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლა-განადგურების კომისიის მიერ 20 წლის _______________________  (რიცხვი და თვე) საკონტროლოდ გადათვლილ და განადგურებელი იქნა ლარის ბანკონოტები ან/და მონეტები ნომინალი თანხა ციფრებით კონის/პაკეტის რაოდენობა შენიშვნა ს უ ლ მთლიანი თანხა ________________________________________ (ციფრებით და სიტყვებით) კონების/პაკეტების რაოდენობა ________________________________________ (ციფრებით და სიტყვებით) აღნიშნული ლარის ბანკნოტების ან/და მონეტების საკონტროლოდ გადათვლასა და განადგურებას ვადასტურებთ მიმოქცევიდან ამოღებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლა-განადგურების კომისიის თავმჯდომარე ______________________                _________________________ (სახელი, გვარი)                                                          (ხელმოწერა) კომისიის წევრები: __________________________                                      _________________________ (სახელი, გვარი)                                                                                         (ხელმოწერა) __________________________                                      _________________________ (სახელი, გვარი)                                                                                         (ხელმოწერა) __________________________                                      _________________________ (სახელი, გვარი)                                                                                         (ხელმოწერა) __________________________                                      _________________________ (სახელი, გვარი)                                                                                   (ხელმოწერა) __________________________                                      _________________________ (სახელი, გვარი)                                                                                   (ხელმოწერა) *შენიშვნა: დამადასტურებელი წარწერა (დავთრის ბოლოში) ამ დავთარში დანომრილი, ზონარგაყრილი და დალუქულია __________________________________________  ფურცელი სიტყვებით) №_________ დან №_________ მდე (ჩათვლით) დანართი №7 ც ნ ო ბ ა ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლისა და განადგურების შესახებ მიმოქცევიდან ამოღებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლა-განადგურების კომისიის მიერ 20 წლის ________________________ (რიცხვი და თვე) საკონტროლოდ გადათვლილ და განადგურებელი იქნა ლარის ბანკნოტები ან/და მონეტები ნომინალი თანხა ციფრებით კონის/პაკეტის რაოდენობა შენიშვნა ს უ ლ მთლიანი თანხა ___________________________________ (ციფრებით და სიტყვებით) კონების/პაკეტების რაოდენობა ___________________________________ (ციფრებით და სიტყვებით) მიმოქცევიდან ამოღებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკონტროლო გადათვლა-განადგურების კომისიის თავმჯდომარე ______________________                     ________________________ (სახელი, გვარი)                                                                (ხელმოწერა) კომისიის წევრები: __________________________                                           _________________________ (სახელი, გვარი)                                                                                         (ხელმოწერა) __________________________                                           _________________________ (სახელი, გვარი)                                                                                                (ხელმოწერა) __________________________                                           _________________________ (სახელი, გვარი)                                                                                                (ხელმოწერა) __________________________                                           _________________________ (სახელი, გვარი)                                                                                                (ხელმოწერა) __________________________                                           _________________________ (სახელი, გვარი)                                                                                                (ხელმოწერა) *შენიშვნა: