„საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“

მიღების თარიღი 17.11.2009
ძალის დაკარგვა 28.12.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №208/01
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.18.011.013.792
გამოქვეყნების წყარო სსმ, 142, 19/11/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,647 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.11.2009 მიღება
28.12.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt .75in 1.0in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.18.011.013.792 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №208/01 2009 წლის 17 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლის წესის შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის მე-15 და 67-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლის თანდართული წესი. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ქადაგიძე საქართველოს ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლის წესი თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ბანკი) სტაჟირების გავლის წესს და პირობებს.     მუხლი 2🔗 ბანკში სტაჟირების მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სრულყოფა.     მუხლი 3🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება – საქართველოს ეროვნულ ბანკში ამ წესით რეგულირებადი არაანაზღაურებადი საქმიანობა; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას; გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად ეროვნულ ბანკში შეაქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.     მუხლი 4🔗 სტაჟიორად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ბანკის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლება, სადაც პირმა უნდა გაიაროს სტაჟირება, ან შესაბამისი სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, მაღალი აკადემიური მოსწრებით.     მუხლი 5🔗 სტაჟიორთა რაოდენობას ყოველწლიურად, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი (შემდგომში – ბანკის პრეზიდენტი). თავი II სტაჟირების კომისია     მუხლი 6🔗 სტაჟიორთა მიღების და სტაჟირების პროცესზე ზედამხედველობის მიზნით იქმნება საქართველოს ეროვნული ბანკის სტაჟირების გავლის კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას განსაზღვარვს ბანკის პრეზიდენტი. კომისია შედგება თავმჯდომარის, მოადგილისა და 3 წევრისაგან.     მუხლი 7🔗 1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. 5. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. 7. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. 8. კომისია სტაჟირების პერიოდში აკონტროლებს სტაჟირების პროცესს. თავი III კონკურსი     მუხლი 8🔗 ბანკში სტაჟიორის მიღება წარმოებს კონკურსის წესით.     მუხლი 9🔗 1. სტაჟიორთა კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღებას, მათი საბუთების შემოწმებას და შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარდგენას უზრუნველყოფს ბანკის ადამიანური რესურსის მართვისა და განვითარების განყოფილება. 2. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილებაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება (დანართი 1) კომისიის სახელზე ბ) ავტობიოგრაფია; გ) დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი (დამამთავრებელი კურსის სტუდენტის შემთხვევაში – ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან); დ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ე) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ვ) ორი ფოტოსურათი (3X4). 3. სტაჟიორობის კანდიდატმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილებას დამატებით უნდა წარუდგინოს: ა) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ბ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა. 4. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება და რეგისტრაცია წარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში.     მუხლი 10🔗 1. სტაჟიორთა კონკურსი ტარდება გასაუბრების ან/და ტესტირების ფორმით. 2. ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციების გათვალისწინებით კონკურსის თემატიკას, ასევე გამსვლელ ქულას ამტკიცებს ბანკის პრეზიდენტი.     მუხლი 11🔗 1. კონკურსის გამოცხადება ხდება ბანკის მიერ შერჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით, ბანკის ვებგვერდის ან/და სხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით.  2. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) კონკურსის თემატიკას; ბ) ბანკის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელებას, სადაც ცხადდება კონკურსი. 3. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დასაშვებია კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც. 4. კონკურსი ტარდება გამოცხადებიდან არა უადრეს სამი კვირისა.     მუხლი 12🔗 კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება.     მუხლი 13🔗 1. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით კომისიის თავმჯდომარე ბანკის პრეზიდენტს წარუდგენს სტაჟიორობის კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი. 2. კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე ბანკის პრეზიდენტი, განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ბრძანებით ნიშნავს სტაჟიორებს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში. 3. სტაჟიორს სტაჟირების ვადით განესაზღვრება სტაჟირების ხელმძღვანელი. ბანკის პრეზიდენტი სტაჟირების ხელმძღვანელობას აკისრებს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, სადაც სტაჟიორი გადის სტაჟირებას. 4. სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია სტაჟიორის მოთხოვნის შემთხვევაში მას განუსაზღვროს უშუალო ხელმძღვანელი. თავი IV სტაჟირების ვადა     მუხლი 14🔗 1. სტაჟირების საერთო ვადა განისაზღვრება 6 თვით. 2. სტაჟიორს, რომელიც სტაჟირების მიმდინარეობის პროცესში ვერ დააკმაყოფილებს სტაჟიორთათვის წაყენებულ მოთხოვნებს, კომისიის დასკვნის საფუძველზე, ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, ვადაზე ადრე უწყდება სტაჟირება. 3. სამუშაოზე ხანგრძლივად არყოფნის პერიოდი (ხანგრძლივ ავადმყოფობასთან დაკავშირებით, სამხედრო შეკრებებზე გაწვევა, ორსულობასთან ან მშობიარობასთან დაკავშირებული შვებულება, სასწავლო შვებულება) სტაჟირების ვადაში არ ჩაითვლება.     მუხლი 15🔗 1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) პირადი განცხადება; ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილას გამოუცხადებლობა; გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; დ) სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა; ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებულ სხვა შემთხვევები. 2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბანკის პრეზიდენტი ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების ან სტაჟირების ხელმძღვანელის წინადადებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ და „ე“ ქვეუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი 3 დღის ვადაში ბანკის შესაბამის უფლებამოსილ პირს აბარებს იმ მატერიალურ ფასეულობას, რაც მას გადაეცა სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით. თავი V ბანკის მოვალეობები     მუხლი 16🔗 1. ბანკი სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს მას შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია. 3. სტაჟირების ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას. 4. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟირების დაწყებიდან 3 თვის გასვლის შემდეგ მიაწოდოს სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ბანკის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილებას.     მუხლი 17🔗 სტაჟირებას კოორდინაციას უწევს ბანკის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილება, რომელიც ვალდებულია სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებიდან 5 დღის ვადაში შეადგინოს დასკვნა სტაჟიორზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით და წარუდგინოს იგი კომისიის თავმჯდომარეს და ბანკის პრეზიდენტს. თავი VI სტაჟიორის უფლება-მოვალეობები     მუხლი 18🔗 სტაჟიორს უფლება აქვს ხელმძღვანელის თანხმობით: ა) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; გ) გაეცნოს ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ბანკის მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტასა და სათანადო დოკუმენტების შედგენაში და გამოიყენოს ბანკის მოსამსახურეთა კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას.     მუხლი 19🔗 1. სტაჟიორი ვალდებულია: ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს ბანკის და ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით; ბ) დადგენილ ვადაში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ; გ) ხელმოწერით დაადასტუროს ბანკის დებულების, შინაგანაწესის გაცნობა. დ) არ გათქვას და გაავრცელოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სტაჟირების პერიოდში.     მუხლი 20🔗 სტაჟიორი, სტაჟირების ხელმძღვანელის ან კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, მისი თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში. თავი VII სტაჟიორთა მიერ სტაჟირების პერიოდში შეძენილი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შემოწმება     მუხლი 21🔗 1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ კომისია გონივრულ ვადაში ახდენს სტაჟიორთა შეფასებას გასაუბრების საფუძველზე. 2. გასაუბრებას შეიძლება დაესწროს სტაჟირების ხელმძღვნალი. 3. გასაუბრების შედეგად კომისია დადებითად ან უარყოფითად აფასებს სტაჟირების შედეგებს. 4. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. დანართი 1 საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადება სტაჟირებაზე 1. გვარი, სახელი ——————————————————————————————————— 2. დაბადების ადგილი, თარიღი ————————————————————————————— 3. მოქალაქეობა ——————————————————————————————————— 4. პირადობის მოწმობის ნომერი ———————————————————————————— 5. ოჯახური მდგომარეობა ——————————————————————————————— 6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი: ————————————————————————————-— ——————————————————————————————————————————— 7. განათლება (როდის – რომელი სასწავლებელი დაამთავრეთ) როდიდან                    როდემდე                     სასწავლებელი                      ფაკულტეტი 8. ამჟამად სწავლობთ თუ არა, მიუთითეთ სად? ——————————————————————————————————————————— 9. სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით)  სპეციალობა                                                 კვალიფიკაცია 10. რომელ უცხო ენებს ფლობთ, ცოდნის დონე: შეაფასეთ ცოდნის დონე შემდეგი ტერმინებით: სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად. ენა                       კითხვა                     მეტყველება                      წერა 11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: ——————————————————————————————————————————— ——————————————————————————————————————————— 12. რატომ აირჩიეთ სპეციალობა, მოკლედ ჩამოაყალიბეთ თქვენი პროფესიული გეგმები და მიზნები. ——————————————————————————————————————————— —————————-—————————————————————————————————— ——————————————————————————————————————————— ————————————-——————————————————————————————— ——————————————————————————————————————————— ——————————————————————————————————————————— ——————————————————————————————————————————— 13. ეროვნული ბანკის რომელ სტრუქტურულ ერთეულში გსურთ სტაჟირების გავლა. მიუთითეთ ორი სტრუქტურული ერთეული პრიორიტეტების მიხედვით. —————————————————————————————————————————————————————————————-————————————————————————— ——————————————————-————————————————————————— 14. შრომითი გამოცდილება როდიდან – როდემდე    უწყება,      ორგანიზაცია          თანამდებობა          უწყების მისამართი,        ორგანიზაციის,       სადაც მუშაობდით 15. მიუთითეთ თქვენი კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ: სად, როდის? ——————————————————————————————————————————— ——————————————————————————————————————————— 16. სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება და სამხედრო წოდება: როდის გაქვთ მინიჭებული და რომელი ორგანოს – დაწესებულებისგან ——————————————————————————————————————————— ——————————————————————————————————————————— ——————————————————————————————————————————— შევსების თარიღი ——————————————————————-———————————— ხელმოწერა —————————————————————-————————————————