,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№119
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.10.003.000.503
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 84, 23/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №119

2006 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №33, მუხლი 330) დამტკიცებულ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-3 მუხლს დაემატოს მე-2 და მე-3 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება

1. მონაცემთა ბაზის ფორმირება ერთიანი სამართლებრივი პროცესია და მოიცავს:

ა) მაძიებლის განაცხადის მიღებას;

ბ) მაძიებლის განაცხადის დამუშავებას;

გ) მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას;

დ) სარეიტინგო ქულის მინიჭებას.

2. უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მონაცემთა ბაზაში ინტეგრაციის პროცესის გამარტივების მიზნით, მონაცემთა ბაზის ფორმირება შეიძლება განხორციელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე. ეს პუნქტი ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სოციალური დახმარების სხვა შესაბამის პროგრამ(ებ)ში ან მათ მიკუთვნებული აქვთ დევნილის სტატუსი.

3. შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ სააგენტოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს მის დამუშავებას.“.

ბ) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი:

,,3. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება სოციალური აგენტის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე საჭიროა დადგინდეს, სურს თუ არა ოჯახს მონაცემთა ბაზაში მოხვედრა.“.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან (ლ. ჭიპაშვილი) შეთანხმებით ორ კვირაში უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი       ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.06.2006.
როდის იქნა მიღებული „,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე““?
„,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 21.06.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №119. სარეგისტრაციო კოდი — 280.120.000.10.003.000.503.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.06.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე““, №119, 21.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.10.003.000.503 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.06.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8740/