,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქმშენინსპექციის რეორგანიზაციისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ლიკვიდაციის შესახებ“
მიღების თარიღი 21.06.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №120
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.10.003.000.504
გამოქვეყნების წყარო სსმ, 84, 23/06/2006
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.06.2006 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქმშენინსპექციის რეორგანიზაციისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ლიკვიდაციის შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:26.95pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №120
2006 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქმშენინსპექციის რეორგანიზაციისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ლიკვიდაციის შესახებ
1. ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მთავარ არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციასთან (შემდგომში – მთავარი არქმშენინსპექცია) ერთად უზრუნველყოს:
ა) მთავარი არქმშენინსპექციის რეორგანიზაცია და მისი სტრუქტურული ერთეულების ლიკვიდაცია, დანართის მიხედვით;
ბ) მთავარი არქმშენინსპექციის სტრუქტურული ერთეულების ლიკვიდაციის შემდეგ მათ ბალანსზე რიცხული ქონების, დოკუმენტაციის გადაცემა და მათი უფლებამოსილებების დელეგირება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. დადგენილების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესრულების შემდეგ დადგენილების დანართში მოცემული მთავარი არქმშენინსპექციის სტრუქტურული ერთეულების უფლებამონაცვლეებად ჩაითვალონ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
3. დადგენილების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებისთანავე.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მთავარი არქმშენინსპექციის სალიკვიდაციო სტრუქტურული ერთეულები
1. ქ. თბილისის არქმშენინსპექცია
2. ქ. ფოთის არქმშენინსპექცია
3. კახეთის რეგიონალური არქმშენინსპექცია:
ა) თელავის რაიონის არქმშენინსპექცია
ბ) გურჯაანის რაიონის არქმშენინსპექცია
გ) საგარეჯოს რაიონის არქმშენინსპექცია
დ) ახმეტის რაიონის არქმშენინსპექცია
ე) ყვარლის რაიონის არქმშენინსპექცია
ვ) ლაგოდეხის რაიონის არქმშენინსპექცია
ზ) დედოფლისწყაროს რაიონის არქმშენინსპექცია
თ) სიღნაღის რაიონის არქმშენინსპექცია.
4. შიდა ქართლის რეგიონალური არქმშენინსპექცია:
ა) გორის რაიონის არქმშენინსპექცია
ბ) კასპის რაიონის არქმშენინსპექცია
გ) ქარელის რაიონის არქმშენინსპექცია
დ) ხაშურის რაიონის არქმშენინსპექცია.
5. ქვემო ქართლის რეგიონალური არქმშენინსპექცია:
ა) ქ. რუსთავის არქმშენინსპექცია
ბ) გარდაბნის რაიონის არქმშენინსპექცია
გ) დმანისის რაიონის არქმშენინსპექცია
დ) მარნეულის რაიონის არქმშენინსპექცია
ე) ბოლნისის რაიონის არქმშენინსპექცია
ვ) თეთრი წყაროს რაიონის არქმშენინსპექცია
ზ) წალკის რაიონის არქმშენინსპექცია.
6. სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური არქმშენინსპექცია:
ა) ახალციხის რაიონის არქმშენინსპექცია
ბ) ბორჯომის რაიონის არქმშენინსპექცია
გ) ადიგენის რაიონის არქმშენინსპექცია
დ) ახალქალაქის რაიონის არქმშენინსპექცია
ე) ასპინძის რაიონის არქმშენინსპექცია
ვ) ნინოწმინდის რაიონის არქმშენინსპექცია.
7. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური არქმშენინსპექცია:
ა) ზუგდიდის რაიონის არქმშენინსპექცია
ბ) სენაკის რაიონის არქმშენინსპექცია
გ) აბაშის რაიონის არქმშენინსპექცია
დ) წალენჯიხის რაიონის არქმშენინსპექცია.
8. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური არქმშენინსპექცია:
ა) ამბროლაურის რაიონის არქმშენინსპექცია
ბ) ონის რაიონის არქმშენინსპექცია
გ) ცაგერის რაიონის არქმშენინსპექცია
დ) ლენტეხის რაიონის არქმშენინსპექცია.
9. მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური არქმშენინსპექცია:
ა) მცხეთის რაიონის არქმშენინსპექცია
ბ) დუშეთის რაიონის არქმშენინსპექცია
გ) თიანეთის რაიონის არქმშენინსპექცია
დ) ყაზბეგის რაიონის არქმშენინსპექცია
ე) ახალგორის რაიონის არქმშენინსპექცია.
10. გურიის რეგიონალური არქმშენინსპექცია:
ა) ოზურგეთის რაიონის არქმშენინსპექცია
ბ) ლანჩხუთის რაიონის არქმშენინსპექცია
გ) ჩოხატაურის რაიონის არქმშენინსპექცია.
11. იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექცია:
ა) ქ. ქუთაისის არქმშენინსპექცია
ბ) ჭიათურის რაიონის არქმშენინსპექცია
გ) ზესტაფონის რაიონის არქმშენინსპექცია
დ) ხარაგაულის რაიონის არქმშენინსპექცია
ე) ტყიბულის რაიონის არქმშენინსპექცია
ვ) სამტრედიის რაიონის არქმშენინსპექცია
ზ) წყალტუბოს რაიონის არქმშენინსპექცია
თ) თერჯოლის რაიონის არქმშენინსპექცია
ი) ბაღდათის რაიონის არქმშენინსპექცია
კ) ვანის რაიონის არქმშენინსპექცია
ლ) ხონის რაიონის არქმშენინსპექცია
მ) საჩხერის რაიონის არქმშენინსპექცია.