⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.08.2010)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 20.11.2009
ძალის დაკარგვა 13.08.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/2707
სარეგისტრაციო კოდი 460.080.000.22.024.013.813
გამოქვეყნების წყარო სსმ, 144, 24/11/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,275 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.11.2009 მიღება
13.08.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 63.0pt .75in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 460.080.000.22.024.013.813 საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/2707 2009 წლის 20 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის   25-ე მუხლის მე-5 პუნქტის და „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის  №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ და „რ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 7 აგვისტოს  №1-1/1608 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. პოლოლიკაშვილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) შექმნილია „ტურიზმისა და კურორტის შესახებ“, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონებისა და „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების“ შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. 2. დეპარატამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ამ დებულების საფუძველზე. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე. 4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და დაწესებულების სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, საკუთარი ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში. 5. დეპარტამენტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით და იგი ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო ხარჯების მიზნობრივი გამოყენებისათვის. 6. დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ჭანტურიას ქ. 12.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი სფეროა საქართველოში უცხოელი ტურისტების მოზიდვის, შიდა ტურიზმისა და კურორტების განვითარების ხელშეწყობა. 2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) ტურიზმისა და კურორტების განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბება; ბ) ტურიზმის განვითარების ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაში მონაწილეობა; გ) ტურიზმის განვითარების ეროვნული და რეგიონული სტრატეგიების შემუშავება; დ) საქართველოს ტურისტული იმიჯის პოპულარიზაცია; ე) საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარდგენა საერთაშორისო ბაზრებზე; ვ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით საქართველოსა და საზღვარგარეთის სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივ პროექტებში მონაწილეობა; თ) ტურიზმისა და კურორტების სფეროში არსებული სახელმწიფო რეგულირების მექანიზმების შემუშავება და მათი პრაქტიკაში დანერგვა; ი) საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის ხელშეწყობა; კ) ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე, ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი ტურისტული და საკურორტო ობიექტების შექმნის პროექტების შეთანხმებაში მონაწილეობა; ლ) ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; მ) კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხისა და სტატუსის შემუშავება; ნ) ტურისტული ინდუსტრიის კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; ო) ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების შექმნა და მათი ხელმძღვანელობა.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) მარკეტინგის სამსახური; ბ) დაგეგმვა-განვითარების სამსახური; 2. დეპარტამენტის სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოებია – ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მართვა 1. დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. დეპარტამენტის თავმჯდომარე: ა) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) ახორციელებს ზედამხედველობას დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მოვალეობების შესრულების მიმდინარეობაზე, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; გ) მოქმედებს დეპარტამენტის სახელით და წარმოადგენს მას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; დ) კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს დეპარტამენტის სახელით; ე) უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია ტურიზმისა და კურორტების სფეროს განვითარებაზე; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თანამშრომლებს; ზ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს წლიური ბიუჯეტის ხარჯთა ნუსხას და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე; თ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის საშტატო განრიგს; ი) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 3. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 4. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის პერიოდში მის უფლებამოსილებას, მისივე დავალებით, ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. მარკეტინგის სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს ტურისტული ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაციას; ხელს უწყობს ტურისტთა შემოყვანის და შიდა ტურიზმის განვითარებას; აწარმოებს საზოგადოებასთან ურთიერთობას; უცხოელი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორებისათვის საქართველოში აწყობს პრესტურებსა და გაცნობით ტურებს; აწარმოებს სარეკლამო და საინფორმაციო (ფოტო და ვიდეო) მასალების შეგროვებასა და მათი არქივის შექმნას; საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ გაცნობის მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებში აწყობს პრეზენტაციებსა და პრესკონფერენციებს; კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზებას უწევს საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, ბაზრობებსა და კონფერენციებში; უზრუნველყოფს სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და ა.შ.) მომზადებასა და გავრცელებას; ორგანიზებას უწევს საქართველოში გამოფენების, ბაზრობების, კონფერენციების, სემინარებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობას; ქმნის და აახლებს საქართველოს ტურისტულ ვებგვერდს. 2. დაგეგმვა-განვითარების სამსახური წარადგენს წინადადებებს ტურიზმისა და კურორტების სფეროს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისათვის; ამზადებს ტურიზმის განვითარების ეროვნულ და რეგიონულ სტრატეგიებს; უზრუნველყოფს ტურიზმისა და კურორტების სფეროში არსებული სახელმწიფო რეგულირების მექანიზმების შემუშავებას და მათ პრაქტიკაში დანერგვას; აგროვებს და აანალიზებს ტურიზმის სფეროში სტატისტიკურ მონაცემებს, ატარებს შესაბამის კვლევებს და აწარმოებს ეკონომიკურ ანალიზს; ატარებს ტურისტული რესურსების ინვენტარიზაციას და უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზის შექმნას; წარადგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვის ღონისძიებათა თაობაზე; უზრუნველყოფს ტურისტული ინდუსტრიის კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას. შეიმუშავებს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხას; აწარმოებს საერთაშორისო და შიდა ბაზრების მარკეტინგულ კვლევებს და მათი ანალიზის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას; ორგანიზებას უწევს ქვეყნის ტერიტორიაზე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების შექმნასა და ხელმძღვანელობს მათ საქმიანობას; მონაწილეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში; ამზადებს და კოორდინაციას უწევს უწყებათაშორის პროექტებს, წარმართავს საერთაშორისო ურთიერთობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში. 3. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები – ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები იქმნება ქვეყნის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ცენტრის ძირითადი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; ტურიზმის სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეებისათვის სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ხელშეწყობა; რეგიონული სტრატეგიის შემუშავების მიზნით ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; რეგიონში არსებული ტურისტული ობიექტების (განთავსების საშუალება, კვების ობიექტი და ა.შ) მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება; რეგიონში ტურიზმის სფეროში კვლევების ჩატარების ორგანიზება; ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს ფუნქციების შესასრულებლად ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გადაცემული აქვს ბალანსზე რიცხული ქონება; ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო საოპერაციო ხარჯები გაიცემა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან.     მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსური ანგარიშგება და საქმეთამმართველობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტი აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას და ადგენს ბალანსს; ახორციელებს დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; საქმისწარმოების ერთიანი წესის შესაბამისად ახორციელებს დეპარტამენტში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებას და მოძრაობას.     მუხლი 7🔗. მატერიალური უზრუნველყოფა დეპარტამენტს თავისი მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად გადაცემული აქვს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, აგრეთვე დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონება, საბიუჯეტო სახსრები.     მუხლი 8🔗. ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.