,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 29 სექტემბრის №1-1/2203 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/2708
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.22.024.013.814
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 144, 24/11/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო   სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.024.013.814

საქართველოს ეკონომიკური განვითარების

მინისტრის ბრძანება №1-1/2708

2009 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 29 სექტემბრის №1-1/2203 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 29 სექტემბრის №1-1/2203 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (სსმ III, 30.09.2009, №118, მუხ. 1364) მე-2 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:

ა) სამინისტროს მიერ სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან ან დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების აღრიცხვა;

ბ) სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან ან სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით კონტრაჰენტების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი;

გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან ან სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი და მონიტორინგის კოორდინაცია;

დ) აუცილებლობის შემთხვევაში ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში კონტრაჰენტებზე გადაცემული სახელმწიფო ქონების კომისიური წესით ადგილზე დათვალიერება, სახელშეკრულებო (საკონკურსო) პირობების დარღვევისა ან/და მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის (არაჯეროვნად შესრულების) გამოვლენის შემთხვევაში სათანადო დასკვნის მომზადება; ასევე დამრღვევ პირებზე საჯარიმო სანქციების გატარების მიზნით ხელშეკრულებით გათვალისწინებული, კანონით დადგენილი წესით სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

ე) სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების გათვალისწინებით მოსაზრებების წარდგენა განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ;

ვ) სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველის მიერ თანხის მთლიანად გადახდის შემდეგ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება მყიდველზე საკუთრების მოწმობის გაცემის მიზნით;

ზ) სახელმწიფო ქონების მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების (ნაკისრი ვალდებულებები, საქმიანობის პროფილი, განსახორციელებელი ინვესტიცია და სხვა) შესრულებაზე, მათი სპეციფიკურობის, მიზნობრიობისა და ხასიათის გათვალისწინებით, შესაბამისი საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დადასტურების თაობაზე მინისტრის სახელზე წინადადების მომზადება;

თ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის დავალებით, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემოწმების მიზნით, დამატებითი აუდიტის ან/და საექსპერტო დაწესებულების მიერ სათანადო დასკვის მოსამზადებლად შესაბამისი ღონისძიების განხორციელება;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულებების მოშლის თაობაზე დასკვნების მომზადება და იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენა.“.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ზ. პოლოლიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 29 სექტემბრის №1-1/2203 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.11.2009.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 29 სექტემბრის №1-1/2203 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
„,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 29 სექტემბრის №1-1/2203 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 20.11.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/2708. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.22.024.013.814.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 29 სექტემბრის №1-1/2203 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 29 სექტემბრის №1-1/2203 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 29 სექტემბრის №1-1/2203 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.11.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 29 სექტემბრის №1-1/2203 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““, №1-1/2708, 20.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.024.013.814 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.11.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87466/