„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2137 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/2709
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.024.013.815
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 144, 24/11/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.024.013.815

საქართველოს ეკონომიკური განვითარების

მინისტრის ბრძანება №1-1/2709

2009 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2137 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2137 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (სსმ III, 24.09.2009, №116 მუხ.1323) მე-2 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-4 მუხლის მე-5 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავების ორგანიზება;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

გ) სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, ასევე უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

დ) სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის ორგანიზება;

ე) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებების მომზადება;

ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ზ) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;

თ) სამინისტროში შემოსული საჩივრებისა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;

ი) მისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად ინფორმაციის გამოთხოვა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან;

კ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვა და/ან მათ განხილვაში მონაწილეობა დეპარტამენტის კომპეტეციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ლ) სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულების პროექტის მომზადება და შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმება;

მ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის საკითხის განსაზღვრაში მონაწილეობა და საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტის მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად;

ნ)    სხვადასხვა უწყებიდან შემოსული, ასევე უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანოების მიერ მომზადებულ ხელშეკრულებათა პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

ო) სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულებების მოშლის შესახებ;

პ) ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგისა და სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზების დეპარტამენტისათვის.“.

2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:

ა) ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების სამართლებრივ უზრუნველყოფას თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) ამზადებს სამინისტროს სახელით დასადები სახელმწიფო ქონების პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულების პროექტებს და აფორმებს მათ შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე;

გ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, ასევე უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ხელშეკრულებათა პროექტებზე;

დ)   მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულების მომზადებაში;

ე)    განიხილავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საჩივრებს, განცხადებებს ან/და მონაწილეობს მათ განხილვაში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ვ)    სამინისტროში შემოსული საჩივრების ანალიზის საფუძველზე ამზადებს წინადადებებს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;

ზ)   ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სხვადასხვა უწყებიდან შემოსული, ასევე უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტებზე;

თ)   განიხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;

ი) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს და დაკისრებულ ამოცანებს;

კ) სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე ამზადებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულებების მოშლის შესახებ;

ლ) ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აწვდის სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგისა და სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზების დეპარტამენტს.“.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ზ. პოლოლიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2137 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.11.2009.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2137 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2137 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 20.11.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/2709. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.22.024.013.815.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2137 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2137 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2137 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.11.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2137 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №1-1/2709, 20.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.024.013.815 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.11.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87472/