,,საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.19.012.013.821
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 146, 27/11/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.19.012.013.821

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის

უფროსის ბრძანება №8

2009 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №6 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლაგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

2. ეს დებულება არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის (შემდგომში – სამსახური) გადაცემის პირობებსა და წესს.“;

ბ) მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მონიტორინგი – საბროკერო კომპანიის მიერ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ, აგრეთვე გარიგებების მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, დამუშავება და სამსახურისთვის წარდგენა კანონით, ამ დებულებითა და კანონის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;“;

გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბროკერო კომპანიების მიერ კანონისა და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტების (მათ შორის, ამ დებულების) შესრულებაზე კონტროლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით.“;

დ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით და სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.“;

ე) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მონიტორინგს დაქვემდებარებული დადებული ან/და შესრულებული გარიგების თაობაზე სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და დამუშავების (ანალიტიკური სამუშაოების განხორციელების) მიზნით, სამსახური აწარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის (მათი ფილიალის, წარმომადგენლობის) აღრიცხვას. აღრიცხვის მიზნით საბროკერო კომპანიამ უნდა წარუდგინოს სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საბროკერო კომპანიის (ფილიალების, წარმომადგენლობების) აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №3), რომელიც უნდა იყოს შევსებული სრულად და დამოწმებული საბროკერო კომპანიის ხელმძღვანელის ხელმოწერით.“;

ვ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა

1. ზედამხედველობას საბროკერო კომპანიის მიერ კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

2. კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის საბროკერო კომპანიის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.“;

ზ) დანართი №3-ის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.

მ. როინიშვილი

დანართი №3

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში

საბროკერო კომპანიის აღრიცხვის ფორმა

 

 

 

 

 

 

 

 

ნაწილი 1

 

 

 

 

 

 

 

 

საბროკერო კომპანიის სააღრიცხვო კოდი:

ფორმის სახე: პირველადი  „შეცვლილი“

1. საბროკერო კომპანიის სრული დასახელება:

2. ფილიალების რაოდენობა2:

3. იურიდიული მისამართი:

4. ფაქტობრივი მისამართი:

5. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიის ნომერი:                         

გაცემის თარიღი:

 

 

 

 

6. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი:

7. მარეგისტრირებელი ორგანო:

 

8. რეგისტრაციის თარიღი:

9. რეგისტრაციის ნომერი:

 

1. ივსება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ.

2. ინფორმაცია ფილიალების დასახელების, ადგილმდებარეობის და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ თან უნდა დაერთოს წარმოდგენილ ფორმას ნაწილი 1-ის მე-3 და მე-4 გრაფების და ნაწილი 2-ის მიხედვით; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული დანიშნულია ფილიალში (ფილიალებში), შესაბამისად ივსება ნაწილი 3 და ნაწილი 4 (თითოეული ფილიალისათვის ცალ-ცალკე).