,,2006/07 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“

მიღების თარიღი 28.06.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №121
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.10.003.000.505
გამოქვეყნების წყარო სსმ, 89, 03/07/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 697 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

,,2006/07 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:85.05pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის  დადგენილება №121 2006 წლის 28 ივნისი  ქ. თბილისი 2006/07 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ 1. სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის მიზნით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 81-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 88-ე მუხლის მე-8 პუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2006/07 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობები განისაზღვროს შემდეგნაირად: ა) მაქსიმალური ოდენობა – 1500 ლარი; ბ) საშუალო ოდენობა – 1250 ლარი; გ) მინიმალური ოდენობა – 1000 ლარი. 2. თუ სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. 3. 2006/07 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დასაფინანსებლად განისაზღვროს შემდეგნაირად: ა) მაქსიმალური ოდენობა – სწავლის საფასურის 70 პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს 1050 ლარისა; ბ) საშუალო ოდენობა – სწავლის საფასურის 50 პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს 750 ლარისა; გ) მინიმალური ოდენობა – სწავლის საფასურის 30 პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს 450 ლარისა. 4. სრული და ნაწილობრივი ოდენობის გრანტები გაიცემა შემდეგი თანხის მოცულობების ფარგლებში: ა) სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის დაფინანსებისათვის – 1 500 000 ლარი; ბ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობის დაფინანსებსათვის – 1 500 000 ლარი გ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის საშუალო ოდენობის დაფინანსებისათვის – 1 500 000 ლარი; დ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობის დაფინანსებისათვის – 2 000 000 ლარი. 5. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომლებმაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის სრული დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობებისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა, განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობით მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში სრული გრანტისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი გრანტის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის მოცულობას. 6. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის სრული დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის მოცულობა, განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობით საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ნაწილობრივი გრანტის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი გრანტის საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის მოცულობას. 7. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის სრული დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის მოცულობა, განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობით მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ნაწილობრივი გრანტის საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი გრანტის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის მოცულობას. 8. ის აბიტურიენტები, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის სრული დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის მოცულობა, დაფინანსებას არ მიიღებენ და შესაბამისი თანხა უბრუნდება სახელმწიფო ბიუჯეტს. 9. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი   ზ. ნოღაიდელი