„ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 17 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.19.012.013.824
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 146, 27/11/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.19.012.013.824

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №11

2009 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 17 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 17 თებერვლის №1 ბრძანებაში (სსმ III, 19.02.2009 წ., №19, მუხ. 233) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირმა, რომელიც ფუნქციონირებას დაიწყებს 2009 წლის 1 დეკემბრიდან,საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციიდან ათი დღის ვადაში წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №3).“.

2. „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს დებულება აწესრიგებს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის განხორციელების პრინციპებსა და წესებს, კერძოდ, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების კლიენტების იდენტიფიკაციის, სათანადო ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის (შემდგომში – სამსახური) გადაცემის პირობებსა და წესებს.“;

ბ) მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა), რომელიც სხვადასხვა სისტემის მეშვეობით, ახორციელებს ფულადი გზავნილებით მომსახურებას.“;

გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტების (მათ შორის,ამ დებულების) შესრულებაზე კონტროლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით.“;

დ) მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და სამსახურის მითითებების შესრულება და შექმნას ამისთვის აუცილებელი პირობები (მათ შორის, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი უნდა აღიჭურვოს შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული საშუალებებით, ინფორმაციისა და დოკუმენტების საიმედოდ შენახვის საშუალებებით და სხვ.);“;

ე) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა

ზედამხედველობას ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.“.

3. დანართი №3-ის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.

მ. როინიშვილი

 

დანართი №3

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის აღრიცხვის ფორმა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფულადი გზავნილების განმხ. პირის სააღრიცხვო კოდი(1):

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაწილი 1

 

 

ფორმის სახე:  პირველადი □შეცვლილი □

 

 

 

 

 

 

1.ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის სრული დასახელება:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2. ფილიალების რაოდენობა(2):

 

 

 

 

 

 

 

 

3. იურიდიული მისამართი:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4. ფაქტობრივი მისამართი: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული რეგისტრაციის ნომერი:

 

გაცემის თარიღი:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი:

7. მარეგისტრირებელი ორგანო:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8. რეგისტრაციის თარიღი:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

9. რეგისტრაციის ნომერი:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(1) ივსება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ

(2) ინფორმაცია ფილიალების დასახელების, ადგილმდებარეობის და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ თან უნდა დაერთოს წარმოდგენილ ფორმას ნაწილი 1-ის მე-3 და მე-4 გრაფების და ნაწილი 2-ის მიხედვით; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხი ს მგებელი თანამშრომელი დანიშნულია ფილიალშიც (ფილიალებშიც), შესაბამისად ივსება ნაწილი 3 და ნაწილი 4 (თითოეული ფილიალის ა თვის ცალ-ცალკე).