⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.03.2013)
გაუქმებულია:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შესარჩევი კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 26.11.2009
ძალის დაკარგვა 04.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №1445
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.013.834
გამოქვეყნების წყარო სსმ, 148, 01/12/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,141 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.11.2009 მიღება
04.03.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შესარჩევი კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 52.05pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.013.834 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №1445 2009 წლის 26 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შესარჩევი კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 8​1 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:     მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შესარჩევი კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების თანდართული წესი.     მუხლი 2🔗. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ი. მერაბიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შესარჩევი კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შესარჩევი კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული დანაყოფების მოსამსახურეების შესარჩევი კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესსა და პირობებს. 2. ამ ბრძანების მიზნებისთვის დეპარტამენტის მოსამსახურე არის პოლიციის სპეციალური წოდების მქონე პირი და სამოქალაქო პირი (გარდა იმ პირისა, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ან კურატორი მინისტრის მოადგილე), რომელსაც დეპარტამენტთან აქვს შრომითი ურთიერთობა. 3. ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამართული კონკურსი (შემდგომში – კონკურსი) არის კანდიდატის შესაბამისობის შეფასება დასაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან. 4. ატესტაცია არის დეპარტამენტის მოსამსახურის სამსახურებრივი საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან. თავი II. კონკურსის ჩატარების წესი     მუხლი 2🔗. კონკურსის მიზნები და ამოცანები 1. კონკურსის მიზანია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი პირების შერჩევა დეპარტამენტში დასაკავებელი თანამდებობის თანაბარი ხელმისაწვდომობის, ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, კოლეგიალურობის და კორექტულობის პრინციპების დაცვით. 2. კონკურსის ამოცანებია: ა) კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობების და პიროვნული თვისებების შეფასება; ბ) კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.     მუხლი 3🔗. კონკურსის გამოცხადება 1. კონკურსს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. ამასთან, კანდიდატებს განცხადების შესატანად ეძლევათ არანაკლებ 2-კვირიანი ვადა შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან. 2. კონკურსი ცხადდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. 3. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) დეპატრამენტის სრულ დასახელებას; ბ) კონკურსის წესით დასაკავებელი თანამდებობების დასახელებას და რაოდენობას; გ) კონკურსის ჩატარების დღეს; დ) კანდიდატებისათვის წაყენებულ მოთხოვნებს; ე) აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და მათი წარდგენის ვადას; ვ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართს.     მუხლი 4🔗. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კანდიდატს 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ დადგენილ და დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთახმებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 2. კონკურსში მონაწილეობის მსურველი კანდიდატების ასაკს (მათ შორის, ზღვრულ ასაკს) დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისად განსაზღვრავს კომისია.     მუხლი 5🔗. კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი საბუთები კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა კომისიას უნდა წარუდგინოს: 1. წერილობითი განცხადება კომისიის სახელზე, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) კანდიდატის სახელს და გვარს; ბ) დასაკავებელ თანამდებობას; გ.) კანდიდატის ხელმოწერას. 2. ავტობიოგრაფია. 3. განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად). 4. შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 5. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 6. სხვა დოკუმენტები, რომელთა წარდგენა სავალდებულოა კომისიის გადაწყვეტილებით.     მუხლი 6🔗. კონკურსის ჩატარების პროცედურა 1. კონკურსს ატარებს კომისია. 2. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით. 3. კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებს და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. ტესტირების ან/და გასაუბრების თემატიკის შესახებ კანდიდატები კონკურსამდე ორი კვირით ადრე მაინც უნდა იყვნენ ინფორმირებული. 4. ტესტირების პროგრამა ექვემდებარება გამოქვეყნებას. 5. ტესტირება გავლილად ჩაითვლება, თუ კანდიდატი სწორ პასუხს გასცემს კომისიის მიერ დადგენილი საჭირო რაოდენობის შეკითხვებს.     მუხლი 7🔗. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა 1. კონკურსში გამარჯვებულ პირებს ავლენს კომისია კენჭისყრის გზით. 2. ტესტირებისა ან/და გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით, კონკურსში მონაწილე თითოეულ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. 4. იმ კანდიდატების მიმართ, რომლებმაც თანაბარი ხმები მიიღეს, ხელახლა ეწყობა კენჭისყრა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალსწინებული კენჭისყრისას, კანდიდატების მიერ ხმების თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს სამეცნიერო ხარისხი ან სპეციალობით მუშაობის მეტი სტაჟი, ამავე დროს ყურადღება ექცევა კანდიდატის საქმიან რეპუტაციას და კომუნიკაბელურობას. 6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები.     მუხლი 8🔗. კონკურსის შედეგები 1. თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. 2. კონკურსში გამარჯვებულ პირთა სია უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის დასრულებიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში. 3. კომისია უზრუნველყოფს კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროობას. 4. კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია (ვაკანტური თანამდებობის დასახელების, შემოსული განცხადებების რაოდენობის, კონკურსის ეტაპების, გამოყენებული მეთოდიკებისა და პროცედურების, კონკურსის შედეგებისა და სხვა მონაცემების შესახებ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო დანაყოფს წარედგინება კონკურსის დასრულებიდან 2 კვირის ვადაში. 5. თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე. 6. თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად. თავი III. ატესტაცია     მუხლი 9🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი 1. დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ატესტაციას შეიძლება დაექვემდებაროს: ა) დეპარტამენტის მოსამსახურე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ) დეპარტამენტის მოსამსახურე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისთვის; 2. ატესტაციას არ ექვემდებარება: ა) დეპარტამენტის მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ან კურატორი მინისტრის მოადგილე; ბ) დეპარტამენტის მოსამსახურე, რომელიც თანამდებობაზე მიიღება განსაზღვრული ვადით.     მუხლი 10🔗. ატესტაციის დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს დეპარატმენტის თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა სიასა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო და კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 3. ატესტაციის გრაფიკი, ტესტირების პროგრამა, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.     მუხლი 11🔗. ატესტაციის ჩატარების პროცედურა 1. ატესტაცია ტარდება ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით. ატესტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს კომისია. 2. ტესტირების თემატიკას და ტესტირების პროგრამას მოსამსახურის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე დეპარატამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 3. ტესტირება გავლილად ჩაითვლება, თუ კანდიდატი სწორ პასუხს გასცემს კომისიის მიერ დადგენილი საჭირო რაოდენობის შეკითხვებს. 4. გასაუბრების ჩატარების შემთხვევაში კომისია ისმენს მოსამსახურის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ეცნობა მასზე წარმოდგენილ დახასიათებას, რომელსაც პირის ყოველმხრივი შეფასების და ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებით ადგენს მისი უშუალო ხელმძღვანელი. 5. მოსამსახურის დახასიათების ფორმას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.     მუხლი 12🔗. მოსამსახურის შეფასება ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) მოსამსახურე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) მოსამსახურე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) მოსამსახურე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) მოსამსახურე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.     მუხლი 13🔗. ატესტაციის შედეგები 1. კომისია ვალდებულია თითოეული მოსამსახურის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 2. ატესტაციის შედეგების შესახებ მოსამსახურეს უნდა ეცნობოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღის ვადაში. 3. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და მოსამსახურის დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოსამსახურის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 4. ატესტაციის შედეგები წარედგინება დეპარტამენტის თავმჯდომარეს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში. 5. ატესტაციის დასრულებიდან სამი კვირის ვადაში დეპარტამენტის თავმჯდომარე კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურის თანამდებობაზე დატოვების, მისი კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოსამსახურის დაწინაურება/დაქვეითების შესახებ. თავი IV. პრეტენზიების და დავების გადაწყვეტა     მუხლი 14🔗. კონკურსთან/ატესტაციასთან დაკავშირებული პრეტენზიების და დავების გადაწყვეტა 1. კონკურსისა და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს განიხილავს კომისია, რომლის საქმიანობის წესი და პირობები განისაზღვრება კომისიის დებულებით (დანართი №1). 2. კონკურსში და ატესტაციაში მონაწილე პირს კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში. კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება ოქმის სახით სამი სამუშაო დღის ვადაში. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. 4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. 5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 6. კონკურსის და ატესტაციის შედეგებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის მიზნით, პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს. დანართი №1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების სფერო დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისიის) საქმიანობის წესსა და პირობებს.     მუხლი 2🔗. კომისიის შემადგენლობა 1. დეპარტამენტის მოსამსახურეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს განსაზღვრავს კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და სხვა წევრები. 2. კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურას) განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 3. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტები. კომისიის მუშაობაში მათი საქმიანობის ანაზღაურების საკითხს წყვეტს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 4. კონკურსის ორგანიზებულად და შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შეიძლება შეიქმნას კომისიის სამდივნო, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულების მე-6 მუხლით.     მუხლი 3🔗. ქვეკომისიების შექმნა და მათი შემადგენლობა 1. კომისიას დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით შეუძლია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნას ქვეკომისიები. 2. ქვეკომისიების შემადგენლობას და უფლებამოსილებას განსაზღვრავს კომისია. 3. ქვეკომისია დეპარტამენტის მოსამსახურეთა კონკურსისა ან/და ატესტაციის ჩატარებისას ხელმძღვანელობს ამ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებებით.     მუხლი 4🔗. კომისიის ფუნქციები კომისიის ფუნქციებში შედის: ა) კონკურსებისა და ატესტაციების ჩატარება; ბ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების საკვალიფიკაციო მოთხოვნების შედგენა და მათი დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმება; გ) კონკურსში მონაწილეობის მსურველი კანდიდატების ასაკის (მათ შორის, ზღვრული ასაკის) განსაზღვრა; დ) საჭიროების შემთხვევაში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დამატებითი საბუთების განსაზღვრა; ე) კანდიდატების მიერ წარდგენილი საბუთების განხილვა და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მათი დაშვება; ვ) დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით კონკურსის და ატესტაციის პროგრამების, ფორმების, პირობების და ჩატარების გრაფიკის განსაზღვრა. ტესტირების ან/და გასაუბრების თემატიკის შესახებ კანდიდატების ინფორმირება; ზ) ტესტირების პროგრამების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; თ) კონკურსთან და ატესტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა; ი) კონკურსში გამარჯვებული პირების გამოვლენა და ატესტაციის შედეგების მიხედვით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება; კ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც უკავშირდება კონკურსის და ატესტაციის ჩატარებას, თუ აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება არ შედის სხვა ორგანოს (თანამდებობის პირის) კომპეტენციაში.     მუხლი 5🔗. კომისიის რეგლამენტი 1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თოთოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება აღნიშვნა.     მუხლი 6🔗. კომისიის სამდივნო 1. დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო). სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელიც სამდივნოს წევრებთან ერთად ინიშნება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. 2. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა. 3. კონკურსის დამთავრებისა და მისი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს არსებობას.