„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№785
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.033.013.854
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 147, 30/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.22.033.013.854

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №785

2009 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების  დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის  №170 ბრძანებით (სსმ III, 05.03.07, №29, მუხლი 348) დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების, ამ დებულებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.“.

2. მე-4 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) შეიმუშავებს საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით განსაზღვრული დადგენილებებისა და ბრძანებების პროექტებს და მეთოდურ მითითებებს, აგრეთვე, მონაწილეობს საგადასახადო და საბაჟო სფეროში კანონპროექტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებასა და განხილვაში;“.

3. მე-4 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-4 მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნ) უზრუნველყოფს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საგადასახადო და საბაჟო სამართალდარღვევების ან სხვა სამართალდარღვევების გამოვლენას, შესწავლას და აღკვეთას და შესაბამისი საფუძვლების არსებობისას ხელმძღვანელობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე, 247-ე, 248-ე და 249-ე მუხლებით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებების გამოყენების უფლება აქვთ საბაჟო და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ მოსამსახურეებს;“.

5. მე-4 მუხლის ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ო) შეიმუშავებს ერთობლივ ღონისძიებებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად;

პ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებასთან დაკავშირებით იძახებს ფიზიკურ პირს, სთხოვს ახსნა-განმარტებას და საქმესთან (მასალებთან) დაკავშირებულ საჭირო დოკუმენტებს;“.

6. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

9. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. აუდიტის დეპარტამენტის, როგორც განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულება მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით.“.

10. მე-7 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს

11. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი          პ. პეტრიაშვილი