ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.12.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №1067
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.869
გამოქვეყნების წყარო სსმ, 148, 01/12/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.12.2009 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';}
span.MsoCommentReference {font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif'; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family-f:'Tahoma','sans-serif';}
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';}
span.BalloonTextChar { font-family-f:'Tahoma','sans-serif';}
span.CommentTextChar { font-family-f:'Arial','sans-serif';}
span.CommentSubjectChar { font-family-f:'Arial','sans-serif'; font-weight:bold;}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:SPLiteraturuly;}
p.satauri, li.satauri, div.satauri { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family-f:'SPLiteraturuly MT'; font-weight:bold;}
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:SPDumbadze; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1067
2009 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 891 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესი
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. წესის რეგულირების სფერო
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესით განსაზღვრულია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე (შემდგომში – ოკუპირებული ტერიტორია) მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების პირობები და პროცედურები.
მუხლი 2🔗. წესის მოქმედების სფერო
1. წესის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს უმაღლესი განათლება – დაასრულეს უმაღლესი განათლების მიღება ან იღებენ უმაღლეს განათლებას.
2. წესის მოქმედება ვრცელდება 1990 წლიდან მიღებულ უმაღლეს განათლებაზე.
მუხლი 3🔗. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანო
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.
თავი II. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება
მუხლი 4🔗. განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენა
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების მიზნით, დაინტერესებული პირი ცენტრს წარუდგენს:
ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილ წერილობით განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
გ) ინფორმაციას, რომელიც შეიცავს მონაცემებს იმის თაობაზე, რომ დაინტერესებულმა პირმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაასრულა უმაღლესი განათლების მიღება ან იღებს უმაღლეს განათლებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) მონაცემებს იმ მოწმეთა შესახებ, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების თაობაზე;
ე) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც შეიცავს მონაცემებს დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების თაობაზე.
მუხლი 5🔗. განცხადების განხილვის წესი
1. დაინტერესებული პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების დადასტურების მიზნით, ცენტრი ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, იკვლევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას, გამოითხოვს ინფორმაციას, უსმენს ამ წესის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს, ასევე იმ პირებს, რომელთა მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენას და გადაწყვეტილებას იღებს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
2. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეიძლება დაინიშნოს ზეპირი მოსმენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
3. მოწმეზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.
4. უმაღლესი განათლების მიღების დადასტურების შემთხვევაში, ცენტრი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც აღნიშნულ საკითხზე, ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარადგენს დასკვნას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შესაბამისობას საგანმანათლებლო პროგრამასთან და გასცემს დასკვნას გავლილი საგნების ცნობის, მიღებული შეფასებებისა და კრედიტებით გაანგარიშების შესახებ.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული პირის მიერ გავლილ საგნებში მიღებული შეფასებები არ შეესაბამება „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებით (შემდგომში – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესი) გათვალისწინებულ შეფასების სისტემას, დაწესებულება ახდენს დაინტერესებული პირის მიერ მიღებული შეფასებების გადაყვანას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესით დადგენილი შეფასების სისტემით გათვალისწინებულ შეფასებებზე.
7. თუ არ არსებობს წერილობითი მონაცემი დაინტერესებული პირის მიერ გავლილი საგნებისა და მიღებული შეფასების შესახებ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ატარებს გამოცდებს დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ საგნებში, ახდენს მის შეფასებასა და კრედიტების მინიჭებას. გამოცდა ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით. შეფასებისას გამოიყენება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი.
მუხლი 6🔗. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება
1. ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან დასკვნის მიღების შემდეგ ცენტრი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც:
ა) აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებულ უმაღლეს განათლებას;
ბ) უარს ამბობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე.
2. ცენტრი აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებულ უმაღლეს განათლებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადმინისტრაციული წარმოების შედეგად არ დგინდება დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღება ან არასაკმარისად/არასარწმუნოდ მიიჩნევს წარმოდგენილ ინფორმაციას.
3. გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული რეკვიზიტებისა, უნდა შეიცავდეს დაინტერესებული პირის სახელს, გვარს, ინფორმაციას მიღებული უმაღლესი განათლების, მათ შორის, გავლილი საგნების, მიღებული შეფასებებისა და კრედიტების შესახებ.
მუხლი 7🔗. საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელება
1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შემდეგ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს სწავლა განაგრძოს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ამ წესის შესაბამისად.
2. საქართველოს მოქალაქე სწავლის გაგრძელების მიზნით დაწესებულებას მიმართავს განცხადებით, რომელსაც უნდა დაერთოს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ასლი.
3. დაწესებულება, ცენტრის მიერ განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, განიხილავს საქართველოს მოქალაქის განცხადებას, ამოწმებს მის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობას დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამასთან და იღებს გადაწყვეტილებას გავლილი საგნების ცნობისა და კრედიტებით გაანგარიშების შესახებ.
4. დაწესებულებაში ჩარიცხვა ხორციელდება რექტორის აქტის საფუძველზე, რომელიც მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა წარედგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ცენტრს.
თავი III. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების ვადა
მუხლი 8🔗. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების ვადა
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში.