„მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 04.12.2009
ძალის დაკარგვა 09.10.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №1102
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.879
გამოქვეყნების წყარო სსმ, 149, 04/12/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:LitNusx;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";}
@font-face {font-family:SPDumbadze;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;}
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.879
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1102
2009 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 218 მუხლის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჯ.ე“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 19 სექტემბრის №800 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის
დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
ეს დებულება ადგენს მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) აკრედიტაციის სტანდარტებს (შემდგომში – სტანდარტები), აკრედიტაციის წესსა და პირობებს; საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების, აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის, აგრეთვე სტანდარტების შემოწმებისა და აკრედიტაციის გაუქმების წესს.
მუხლი 2🔗. პროგრამის აკრედიტაციის მიზანი
პროგრამის აკრედიტაცია მიზნად ისახავს პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფასა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
მუხლი 3🔗. აკრედიტაციის ჩატარების პრინციპები
პროგრამის აკრედიტაცია ემყარება ნებაყოფლობითობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.
თავი II. სტანდარტები
მუხლი 4🔗. სტანდარტები
1. სტანდარტები გამოიყენება თვითშეფასებისა და გარე შეფასების პროცესში. თვითშეფასებას ახორციელებს პროგრამის განმახორციელებელი პირი და ადგენს ყოველწლიურ თვითშეფასების ანგარიშს, ხოლო გარე შეფასებას – ცენტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტებით.
2. სტანდარტებია:
ა) პროგრამის შინაარსი;
ბ) რესურსები.
მუხლი 5🔗. პროგრამის შინაარსი
1. პროგრამის შინაარსი უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილი კომპეტენციების განვითარებას.
2. სტანდარტი მიღწეულია,
თუ:
ა) პროგრამა შეესაბამება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
ბ) პროგრამაში განსაზღვრულია მიზნობრივი ჯგუფი და პროგრამაში ჩართვის წინაპირობები. ტრენინგზე მსმენელების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 24 ადამიანს. პროგრამაში განსაზღვრული უნდა იყოს ტრენინგზე მსმენელების მინიმალური რაოდენობა;
გ) პროგრამაში აღწერილია მისი მიზნები, შედეგები, შეფასების სისტემა და პროგრამის სასწავლო გეგმა (შემდგომში – სასწავლო გეგმა). სასწავლო გეგმა შეიცავს ინფორმაციას სწავლების თემატიკის საათობრივი განაწილების, სწავლების მეთოდის, შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსის, შეფასების მეთოდების შესახებ;
დ) სასწავლო გეგმა უზრუნველყოფს პროგრამის შედეგების მიღწევას;
ე) პროგრამას აქვს სასწავლო გეგმის ადეკვატური კრედიტების რაოდენობა ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად. ერთი კრედიტი მოიცავს არანაკლებ 25 საათს, რომლის არანაკლებ 15 საათი არის საკონტაქტო;
ვ) პროგრამა მოიცავს ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმს;
ზ) პროგრამაში განსაზღვრულია პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის (შემდგომში – სერტიფიკატი) გაცემის წესი და პირობები. სერტიფიკატის გაცემის საფუძველია მსმენელის საკონტაქტო საათებზე არანაკლებ 75-პროცენტიანი დასწრება და საბოლოო დადებითი შეფასება.
მუხლი 6🔗. რესურსები
1. პროგრამა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი მიზნებისა და შედეგების მიღწევისთვის აუცილებელი ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით.
2. სტანდარტი მიღწეულია თუ:
ა) სწავლებას ახორციელებს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პირი (შემდგომში – ტრენერი), რომელსაც უნდა ჰქონდეს სასწავლო გეგმის შესაბამისი უმაღლესი პროფესიული ან უმაღლესი აკადემიური განათლება და შესაბამისი გამოცდილება;
ბ) მწვრთნელებთან გაფორმებულია ხელშეკრულებები;
გ) მწვრთნელის სამუშაო დატვირთვა პროგრამის მოცულობის ადეკვატურად არის განსაზღვრული და არ აღემატება დღეში 5 საკონტაქტო საათს;
დ) შემუშავებულია სერტიფიკატის გაცემის აღრიცხვის წესი;
ე) პროგრამის განსახორციელებლად არსებობს საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსი.
3. საჯარო სკოლა უფლებამოსილია მისცეს წინასწარი თანხმობა პროგრამის განმახორციელებელ პირს პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში სკოლის ფართის დროებითი სარგებლობის შესაძლებლობის თაობაზე. პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში სკოლის ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. პროგრამის განმახორციელებელი პირის მიერ ფართის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ცენტრში წარუდგენლობის შემთხვევაში პროგრამა ვერ განხორციელდება.
4. მწვრთნელი არ შეიძლება იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს); ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის; ცენტრის; საჯარო სამართლის იურიდიული პირების – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის (შემდგომში – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი); გამოცდების ეროვნული ცენტრის; საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს; საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის; ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის); ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის თანამშრომელი, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექციის წევრი.
თავი III. აკრედიტაციის პროცედურა
მუხლი 7🔗. სააკრედიტაციო განაცხადი
1. სააკრედიტაციო განაცხადის მიღება წარმოებს ცენტრში ყოველ სამუშაო დღეს.
2. სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებს.
3. სააკრედიტაციო განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.
4. სააკრედიტაციო განაცხადს უნდა დაერთოს:
ა) დაინტერესებული პირის სარეგისტრაციო მონაცემები, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში – დაფუძნების აქტის ასლი;
ბ) პროგრამის ანოტაცია ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით, შესაბამისი ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის მითითებით;
გ) პროგრამა/პროგრამები, შესაბამის მწვრთნელთა ავტობიოგრაფიით;
დ) პროგრამაში მითითებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები;
ე) ფართის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობისას – ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წინასწარი თანხმობა;
ვ) ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად შედგენილი სერტიფიკატის ნიმუში;
ზ) პროგრამის/პროგრამების აკრედიტაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ასევე ელექტრონული ფორმით.
მუხლი 8🔗. პროგრამის აკრედიტაციის საფასური
1. პროგრამის აკრედიტაციის საფასური პროგრამის თითოეული კრედიტისათვის შეადგენს 100 ლარს.
2. პროგრამის აკრედიტაციის საფასური დაინტერესებულ პირს არ უბრუნდება.
მუხლი 9🔗. სააკრედიტაციო განაცხადის განხილვა
1. თუ პირი ცენტრს არ წარუდგენს ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს, ცენტრი სააკრედიტაციო განაცხადის წარმდგენ პირს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს 5 დღის ვადას.
2. ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციაში ხარვეზის არარსებობის ან ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრი განიხილავს სააკრედიტაციო განაცხადს.
3. ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სააკრედიტაციო განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.
მუხლი 10🔗. აკრედიტაციის ექსპერტი
1. აკრედიტაციის ექსპერტი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი. აკრედიტაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე.
2. აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის წესს ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 11🔗. აკრედიტაციის ექსპერტის დანიშვნა
1. სააკრედიტაციო განაცხადის განხილვის მიზნით ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის ექსპერტების დანიშვნის შესახებ, რაც ეცნობება დაინტერესებულ პირს. პროგრამის შეფასების მიზნით ინიშნება აკრედიტაციის არანაკლებ ორი ექსპერტი.
2. აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში განაცხადოს თვითაცილება. ამ დებულების მიზნებისთვის ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.
3. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია განაცხადოს აკრედიტაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 დღის ვადაში.
4. სააკრედიტაციო განაცხადის წარმდგენი ვალდებულია დაასაბუთოს აკრედიტაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საფუძველი.
5. ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ცენტრი ხელახლა ნიშნავს აკრედიტაციის ექსპერტს/ექსპერტებს.
6. ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს სააკრედიტაციო ვიზიტი დაინტერესებულ პირთან და შეამოწმოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თუ ეს აუცილებელია პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე.
მუხლი 12🔗. აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნა
1. აკრედიტაციის ექსპერტები დამოუკიდებლად აფასებენ პროგრამას და შედეგებს ასახავენ შუალედურ დასკვნაში. თითოეული ექსპერტის მიერ შუალედური დასკვნის ცენტრში წარდგენის შემდეგ ექსპერტები ერთობლივად ადგენენ საბოლოო დასკვნას. ექსპერტის შუალედური დასკვნისა და საბოლოო დასკვნის ფორმები განისაზღვრება ცენტრის მიერ.
2. დასკვნა წარმოადგენს პროგრამის აღწერასა და ანალიზს. დასკვნით დგინდება პროგრამის შესაბამისობა სტანდარტებთან. დასკვნის შედგენის ვადა განისაზღვრება ცენტრის მიერ.
მუხლი 13🔗. აკრედიტაციის ექსპერტის შრომის ანაზღაურება
აკრედიტაციის ექსპერტის შრომის ანაზღურების წესსა და ოდენობას ადგენს ცენტრი.
თავი IV. აკრედიტაციის საბჭო
მუხლი 14🔗. აკრედიტაციის საბჭო
1. პროგრამის აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომში – საბჭო).
2. საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
3. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი.
4. აკრედიტაციის ექსპერტების შუალედური დასკვნები და საბოლოო დასკვნა საბჭოს სხდომის გამართვამდე 7 დღით ადრე გადაეცემა საბჭოს წევრებსა და დაინტერესებულ პირს.
5. საბჭოს სხდომა საჯაროა.
6. ზეპირი მოსმენისა და აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნების საფუძველზე საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;
ბ) პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.
7. პროგრამას აკრედიტაცია ენიჭება, თუ პროგრამა აკმაყოფილებს აკრედიტაციის ყველა სტანდარტს. გადაწყვეტილებაში მიეთითება აკრედიტებული პროგრამის კრედიტების რაოდენობა. პროგრამას აკრედიტაცია ენიჭება 2 წლის ვადით.
8. პროგრამის აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა შეადგენს სააკრედიტაციო განაცხადის ცენტრში წარდგენიდან არა უმეტეს 3 თვეს.
მუხლი 15🔗. საბჭოს სხდომა
1. საბჭოს სხდომას იწვევს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, ცენტრის დირექტორის ან საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით.
2. საბჭოს სხდომებს უძღვება თავმჯდომარე. მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.
3. იმ შემთხვევაში, თუ ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორები არ წარმოადგენენ საბჭოს წევრებს, მათ უფლება აქვთ დაესწრონ საბჭოს სხდომას სათათბირო ხმის უფლებით. ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორების გადაწყვეტილებით საბჭოს სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით დასწრება შეუძლიათ სხვა თანამშრომელებს.
4. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება არანაკლებ 6 წევრი. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
5. საბჭოს სხდომის შესახებ წარმოებს ოქმი, რომელიც ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი.
6. მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
7. ცენტრი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს საბჭოს სხდომის ოქმის გაფორმებიდან 2 დღის ვადაში აწვდის ინფორმაციას აკრედიტებული პროგრამების თაობაზე.
თავი V. სტანდარტების შესრულებაზე კონტროლი
მუხლი 16🔗. თვითშეფასება
1. აკრედიტებული პროგრამის განმახორციელებელი პირი ვალდებულია განახორციელოს თვითშეფასება.
2. აკრედიტებული პროგრამის განმახორციელებელი პირი ცენტრს ყოველწლიურად წარუდგენს თვითშეფასების ანგარიშს.
3. თვითშეფასების ანგარიშის ფორმასა და წარდგენის ვადას ადგენს ცენტრი.
მუხლი 17🔗. პროგრამის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება
1. თუ პროგრამის განმახორციელებელი პირი დადგენილ ვადაში არ წარადგენს თვითშეფასების ანგარიშს ან თვითშეფასების ანგარიშში მოყვანილი მონაცემებით პროგრამა შესაძლოა არ აკმაყოფილებდეს სტანდარტს, ცენტრი უფლებამოსილია შეამოწმოს პროგრამის შესაბამისობა სტანდარტებთან.
2. პროგრამის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტაცია პროგრამის განმახორციელებელი პირისგან ან განახორციელოს სააკრედიტაციო ვიზიტი აკრედიტაციის ექსპერტების მეშვეობით.
3. შემოწმების შედეგები ფორმდება აკრედიტაციის ექსპერტების დასკვნით. დასკვნის საფუძველზე საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ, თუ არ არის დაკმაყოფილებული ამ დებულების მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული სტანდარტები.
4. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ადგილზე დაკვირვება, დაინტერესებული პირების ინტერვიუირება, აგრეთვე აკონტროლოს პროგრამით გათვალისწინებულ კურსზე მასწავლებლების დასწრება.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების შედეგად პროგრამის სტანდარტებთან შეუსაბამობის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი შესაბამის ინფორმაციას აწვდის ცენტრს.