⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.06.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 08.12.2009
ძალის დაკარგვა 12.06.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №242
სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.030.013.902
გამოქვეყნების წყარო სსმ, 156, 22/12/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,432 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.12.2009 მიღება
12.06.2018 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {mso-style-link:"Body Text Indent 2 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.BodyTextIndent2Char {mso-style-name:"Body Text Indent 2 Char"; mso-style-link:"Body Text Indent 2"; font-family:GeoDumba;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.030.013.902 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №242 2009 წლის 8 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №37 ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბოკერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ევროინტეგრაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ევროკავშირში მიმდინარე პროცესების, ევროკავშირის პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე ამზადებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტებების თაობაზე, აგრეთვე წარმართავს მუშაობას ევროკავშირთან საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების მიმართულებით და ამ მხრივ უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით სათანადო გადაწყვეტილებათა მისაღებად. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში ევროპის ქვეყნებთან და ევროკავშირში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა მუშაობის კოორდინაცია; ყველა საჭირო დოკუმენტის, მასალის და ინფორმაციის გამოთხოვნა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებული საელჩოებიდან, ევროგაერთიანებებთან საქართველოს მისიიდან; ბ) ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებული საქართველოს საელჩოების, ევროგაერთიანებებთან საქართველოს მისიის ოპერატიული ინფორმირება მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ სიტყვიერი ან დოკუმენტის სახით მიღებულ გადაწყვეტილებათა თაობაზე; გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებულ ევროკომისიის დელეგაციასთან და ევროპის ქვეყნების საელჩოებთან აქტიური თანამშრომლობა; დ) სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან მჭიდრო თანამშრომლობა; ე) თანამშრომლობა და პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებთან (ევროკომისია, ევროპარლამენტი, ევროკავშირის საბჭო და სხვა); ვ) ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების, აგრეთვე ევროკავშირის ხელმძღვანელი პირების საქართველოში ოფიციალური ვიზიტების და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება (ანალიტიკური ცნობები, სასაუბროები, ვიზიტის შედეგები, ანგარიშები); ზ) ევროკავშირთან საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების შესახებ წინადადებების მომზადება; თ) ხელმძღვანელობის მითითებათა შესაბამისად სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება; ი) ევროკავშირთან საქართველოს თანამიმდევრული და სრული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; კ) საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესის პოლიტიკური შეფასება და მონიტორინგი; ლ) საქართველოს ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილეობის მიზნით სამინისტროს ხელმძღვანელობის შესაბამისი ინფორმაციითა და რეკომენდაციებით უზრუნველყოფა; მ) კომპეტენციის გათვალისწინებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატით გათვალისწინებული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ნ) საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტიტუტების სხდომების მომზადება, წარმართვა და მათი ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომებში მონაწილეობა; ო) ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობისთვის წინადადებების მომზადება; პ) საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა; ჟ) ევროკავშირის წევრ და წევრობის კანდიდატ ქვეყნებთან თანამშრომლობა ევროკავშირში მათი ინტეგრაციის გამოცდილების შესწავლა-გაზიარების მიზნით; რ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში იმ სხდომების მომზადება, რომლის თავმჯდომარეს ან თანათავმჯდომარეს წარმოადგენს მინისტრი.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მის მოადგილესა (მოადგილეებსა) და დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების (სამმართველოების) მუშაობის კოორდინაციას; ე) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ვ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ წერილებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; თ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ამზადებს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; ი) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ლ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში; მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში მიმდინარე საქმიანობას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში; გ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის დირექტორის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს; ე) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. 6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულებია: ა) საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა.ა) საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებული მიმდინარე ამოცანების შესრულება; ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატით გათვალისწინებული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანობის განხორციელება; ა.გ) კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირთან ხელშეკრულებების გაფორმებისთვის მოლაპარაკებების პროცესის დაწყებისა და წარმართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ა.დ) საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობის, მათი სხდომების მომზადების, წარმართვისა და მიღწეულ შედეგებზე თანამშრომლობის განვითარებისთვის საჭირო საქმიანობის განხორციელება; ა.ე) საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების თემებზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტების, ასევე ევროკავშირის მხრიდან საქართველოში დაგეგმილი ვიზიტების მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობა. ბ) ევროკავშირის პოლიტიკის ანალიზისა და პროგრამების კოორდინაციის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ბ.ა) ევროკავშირში განვითარებული საქართველოსთვის აქტუალური მოვლენების შესახებ ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენის მომზადება სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საქართველოს სხვა დაინტერესებული უწყებების ინფორმირების მიზნით; ბ.ბ) პრესის, ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდების, განცხადებების, ევროპარლამენტის რეზოლუციების რეგულარული მონიტორინგისა და ანალიზის განხორციელების საფუძველზე შესაბამისი ინფორმაციის მომზადება; ბ.გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ვებგვერდზე განსათავსებლად პრესრელიზების მომზადება; ბ.დ) სხვა ქვეყნებთან ევროკავშირის ურთიერთობების არსებული ფორმების კვლევისა და შედარებითი ანალიზის განხორციელება; ბ.ე) ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დაგეგმილი პოლიტიკური კონსულტაციების მომზადება და მათი შედეგების ანალიზი შემდგომი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით; ბ.ვ) საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან მიღებული ანგარიშების ანალიზი დაინტერესებულ საქართველოს საელჩოებსა და მისიებს შორის ევროკავშირის თემებზე ინფორმაციის ეფექტურად გაცვლის ხელშეწყობის მიზნით; ბ.ზ) კომპეტენციის ფარგლებში სასაუბროების მომზადება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სამმართველოს ინფორმაციებზე დაყრდნობით; ბ.თ) კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში (CFSP) იმ დეკლარაციების მონიტორინგი და ანალიზი, რომელსაც მიუერთდა საქართველო; ბ.ი) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტებსა თუ სხვა თემატურ პროგრამებში ქართული მხარის მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მისი ანალიზი შესაბამის უწყებებთან კოორდინაციის გზით.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 2. სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სამმართველოს უფროსი: ა) უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს თანამშრომლებზე სამმართველოში შემოსულ მასალას; გ) ახორციელებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე კონტროლს; დ) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის დირექტორს გაწეული მუშაობის შესახებ; ე) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით ახორციელებს ცალკეულ დავალებებს. 4. სამმართველოს უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე.