,,საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 15.11.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №252
სარეგისტრაციო კოდი 470.150.000.10.003.000.893
გამოქვეყნების წყარო სსმ, 164, 21/11/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 851 სიტყვა · ~4 წთ

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:63.0pt 55.45pt .75in .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №252 2007 წლის 15 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ 1. „ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს: ა) საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება; ბ) საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით: ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბათუ ქუთელია – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ღვალაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე ცისკარიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ელენე ხოშტარია – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. 2. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) ახორციელებს საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული (შემდგომში – ლაბორატორია) სისტემის მართვასა და კოორდინაციას. 2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს ,,საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ“ 1997 წლის 17 ივლისის, „ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2002 წლის 30 დეკემბრის საერთაშორისო შეთანხმებების, ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.     მუხლი 2🔗. საბჭოს საქმიანობის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები საბჭოს საქმიანობის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) ლაბორატორიის საქმიანობის განხორციელების კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი; ბ) ბიოლოგიური უსაფრთხოების ლაბორატორიების ქსელის მიერ განსახორციელებელი საქმიანობის სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა; გ) ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების არსებული მდგომარეობის შესწავლა, განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; დ) საქართველოს მთავრობისათვის დასკვნებისა და წინადადებების წარმოდგენა ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით; ე) ლაბორატორიის საქმიანობის ეფექტიანობისა და კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, სათათბირო ხმის უფლების გარეშე, შესაბამისი სფეროებიდან სპეციალისტების მოწვევა; ვ) აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი მითითებისა და დირექტივების გაცემა; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სათანადო ინფორმაციის გამოთხოვა.     მუხლი 3🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა და დაკომპლექტების წესი 1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. საბჭო იკრიბება სამ თვეში ერთხელ მაინც. 3. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც: ა) უძღვება საბჭოს საქმიანობას; ბ) ამტკიცებს საბჭოს სამუშაო განრიგს; გ) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს; დ) წარმოადგენს საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში. 4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც საბჭოს თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს მის უფლებამოსილებებს. 5. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც: ა) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის გამართვის ორგანიზებას; ბ) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომათა მასალების შენახვისა და დაცვისათვის. 6. ყოველ სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც ასახავს სხდომის დროს განხილულ ყველა საკითხსა და მიღებულ გადაწყვეტილებას. საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი დამოუკიდებელი მოსაზრების აღნიშვნა სხდომის ოქმში.     მუხლი 4🔗. საბჭოს გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სხდომებზე. 2. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 3. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით. 4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 5. საბჭოს შეკრებისა და სხდომის ორგანიზების წესს განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე.     მუხლი 5🔗. საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორია.     მუხლი 6🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი საბჭოს დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობის შესაბამისად.