,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის №109 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.010.000.22.030.013.908
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №248
2009 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის №109 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის №109 ბრძანებით (სსმ III, 19.06.2007 წ., №84, მუხ. 908) დამტკიცებულ ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) არსებულ საქართველოს წარმომადგენლობებთან და მისიებთან, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სათანადო ინსტრუქციების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლა;
ბ) საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე სრულყოფილი, თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სრული დეოკუპაციისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არაღიარების პოლიტიკის გატარების მიზნით;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობების კოორდინირება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე სრულყოფილი და მიზანმიმართული ღონისძიებების განსახორციელებლად სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
დ) საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების ხელშეწყობა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) თანამშრომლობის გზით;
ე) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ საწევრო შენატანების კონტროლის განხორციელება და საწევროების გადაუხდელობის გამო წარმოშობილი დავალიანებების დაფარვისათვის ხელშეწყობა. ამ მიზნით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;
ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებში კანდიდატების წარდგენასთან და არჩევნებში სხვა ქვეყნების კანდიდატების მხარდაჭერებთან დაკავშირებული საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
ზ) ოფიციალური ვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება.“;
ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“;
გ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს ,,ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ზ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.“;
დ) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ბოკერია
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი