,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№253
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.030.013.913
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 156, 22/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.013.913

საქართველოს საგარეო საქმეთა

მინისტრის ბრძანება №253

2009 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებით (სსმ III, 08.02.2006 წ., №17, მუხ.197) დამტკიცებულ „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“;

ბ) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი;

გ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.“;

დ) მე-3 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.“;

ე) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) დასავლეთ და ცენტრალური ევროპის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა.ა) დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების შესახებ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის ინფორმაციის პერიოდული მოძიება და ანალიზი;

ა.ბ) ამ მუხლის „ა.ა“ ქვექვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან კომპეტენციის ფარგლებში საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების განხორციელება;

ა.გ) წინადადებების, რეკომენდაციებისა და შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;

ა.დ) საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა და კონტაქტების დამყარება;

ა.ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის (ვერბალური ნოტები, სასაუბრო მასალები) მომზადება;

ბ) აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ბ.ა) აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნების შესახებ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;

ბ.ბ) ამ მუხლის „ბ.ა“ ქვექვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან კომპეტენციის ფარგლებში საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების განხორციელება;

ბ.გ) წინადადებების, რეკომენდაციებისა და შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;

ბ.დ) საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და დიპლომატიური წარმოადგენლობების შესახებ სრული ინფორმაციის მოძიება და მუდმივი ხასიათის კონტაქტების დამყარება;

ბ.ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის (ვერბალური ნოტები, სასაუბრო მასალები) მომზადება;

გ) სუამის ქვეყნებთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

გ.ა) საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში სუამის როლის შემდგომი განმტკიცების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

გ.ბ) სუამის საწესდებო და სხვა ორგანოების სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადების კოორდინაცია;

გ.გ) სუამის ორგანოების წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა;

გ.დ) სუამის ფარგლებში საქართველოს თანამშრომლობის ხელშეწყობა და სუამის ფარგლებში ხელმოსაწერი შეთანხმებების, კონვენციების, დეკლარაციებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების შემუშავება, მათ შესახებ რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;

გ.ე) სუამის ორგანოებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადების ხელშეწყობა;

გ.ვ) სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც სუამის ფარგლებში საქართველოს ურთიერთობის სფეროს განეკუთვნება;

გ.ზ) სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა სუამის ფარგლებში თანამშრომლობის თაობაზე.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი    გ. ბოკერია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.12.2009.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ““?
„,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ““ მიღებულია 08.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №253. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.22.030.013.913.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.12.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ““, №253, 08.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.013.913 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87940/