„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 08.12.2009
ძალის დაკარგვა 01.11.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №255
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.013.915
გამოქვეყნების წყარო სსმ, 156, 22/12/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 31.01.2006
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
span.BodyTextIndent2Char { }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.013.915
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №255
2009 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №44 ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი გ. ბოკერია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საკონსულო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო ურთიერთობების წარმართვა, საკონსულო პოლიტიკის შემუშავება-დაგეგმვა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ საკონსულო სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და საკონსულო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია და საკონსულო მონიტორინგის განხორციელება; საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფა და გაფართოება; საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა; საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს სავიზო ურთიერთობების შესწავლა და საქართველოს სავიზო პოლიტიკის თაობაზე წინადადებათა შემუშავება; საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება; საქართველოს ვიზების გაცემა, მათი მოქმედების ვადის გაგრძელება, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა საერთო ხელმძღვანელობა და მათთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეწყობა;
ბ) საკონსულო სფეროში საკონსულო პოლიტიკის შემუშავება-დაგეგმვა;
გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ საკონსულო სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და საკონსულო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია და საკონსულო მონიტორინგის განხორციელება;
დ) საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფისა და გაფართოების შესახებ წინადადებების მომზადება;
ე) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფისათვის სათანადო ღონისძიებების გატარება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საგარეო-ეკონომიკურ, სამართლებრივ და კულტურულ სფეროებში საქართველოს ინტერესებისა და პოლიტიკის განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
ზ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციულ გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხთა შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში მიგრაციული პროცესების მართვაში მონაწილეობა;
თ) საკონსულო სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, მომზადებაში მონაწილეობა და წინადადებების შემუშავება;
ი) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს სავიზო ურთიერთობის შესწავლა და საქართველოს სავიზო პოლიტიკის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;
კ) საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტების გაცემა, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთ მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფა;
მ) საქართველოს ვიზების გაცემა, მათი მოქმედების ვადის გაგრძელება, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობა;
ო) საზღვარგარეთ გამოსაყენებლად განკუთვნილი საქართველოს ოფიციალური დოკუმენტების, აგრეთვე უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემულ ან დამოწმებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე გამცემი ორგანოს ბეჭდის და/ან პირის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება (ლეგალიზაცია);
პ) საქართველოს საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების შესახებ წინადადებათა შემუშავება;
ჟ) საქართველოს მოქალაქეთა ოფიციალური დოკუმენტების საზღვარგარეთის სახელმწიფოებიდან და საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვა;
რ) საკონსულო პატენტისა და საკონსულო ეგზეკვატურის გაფორმება;
ს) საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების დაარსების, საკონსულო დაწესებულებების მეთაურთა და საკონსულო დაწესებულებების მოსამსახურეთა, აგრეთვე საპატიო კონსულების ფუნქციების შესასრულებლად პირთა დაშვების საკითხის შესწავლა, რეკომედაციის მომზადება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია იქონიოს მიმოწერა საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებთან და სხვა უწყებებთან თუ ორგანიზაციებთან, კერძო პირებთან, აგრეთვე საზღვარგარეთის სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და მათთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან, საკონსულო დაწესებულებებთან.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესს;
დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ წერილებს;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
თ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის სახელით ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დასკვნებს;
ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
კ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ლ) კურატორი მინისტრის მოდგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტში დასანიშნ თანამშრომელთა კანდიდატურების შესახებ;
მ) მინისტრს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ნ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:
ა) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;
ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;
გ) მინისტრის და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს;
დ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
ე) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ანალიზისა და დაგეგმარების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საკონსულო პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვის უზრუნველყოფა და კონცეპტუალური პროექტების შემუშავება;
ა.ბ) საკონსულო სფეროში გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების შემუშავება და მათ შესასრულებლად სამოქმედო გეგმის დასახვა;
ა.გ) საკონსულო მონიტორინგის შედეგების ანალიზი და კონკრეტული პრობლემების აღმოსაფხვრელად წინადადებების შემუშავება;
ა.დ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების წინაშე მდგარი ამოცანებიდან გამომდინარე, საკონსულო სფეროში მიმდინარე აქტუალური მოვლენების ანალიზი და საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების შემუშავება;
ა.ე) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ საკონსულო სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და საკონსულო დაწესებულებათა, მათ შორის, საქართველოს საპატიო საკონსულოთა საქმიანობის შესახებ გეგმური ანგარიშების დამუშავება-ანალიზი და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის მომზადება;
ა.ვ) კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის საკონსულო სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ცირკულარული წერილებისა და ნოტების მომზადება შესაბამის სამმართველოსთან ერთად;
ა.ზ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციულ გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და შესაბამის სამმართველოსთან ერთად კომპეტენციის ფარგლებში მიგრაციული პროცესების მართვაში მონაწილეობა;
ა.თ) საზღვარგარეთ დაპატიმრებულ, დაკავებულ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ საქართველოს მოქალაქეთა შესახებ საკონსულო დაწესებულებებიდან შემოსული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი;
ა.ი) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების, მათ შორის, საპატიო საკონსულოების გახსნისა და დახურვის მიზანშეწონილობის შესახებ საკითხების შესწავლა, რეკომენდაციების მომზადება და სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ა.კ) საქართველოს საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
ა.ლ) საკონსულო პატენტისა და საკონსულო ეგზეკვატურის მომზადება;
ა.მ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან ეკონომიკური და კულტურული ურთიერთკავშირების განვითარება-გაღრმავების სფეროში საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა მუშაობის ანალიზი და მათი სრულყოფისათვის წინადადებათა მომზადება;
ა.ნ) საკონსულო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება შესაბამის სამმართველოსთან ერთად.
ბ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებთან მუშაობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ბ.ა) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებთან მუშაობა და საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების, მათ შორის, სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების საკონსულო დაწესებულებებთან კავშირის უზრუნველყოფა;
ბ.ბ) საზღვარგარეთ დაპატიმრებულ, დაკავებულ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ საქართველოს მოქალაქეთა შესახებ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან და საკონსულო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიწოდება და მათი საკონსულო დაცვის მიზნით, რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების შემუშავება;
ბ.გ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარების გაწევა;
ბ.დ) საქართველოს სასამართლოს და სამართალდამცავი ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის პროცესში მონაწილე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარების გაწევა;
ბ.ე) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებსა და ფარგლებში საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარების გაწევა;
ბ.ვ) საზღვარგარეთ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ექსტრადაციისა ან მსჯავრდებულის გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარების გაწევა;
ბ.ზ) საქართველოს მოქალაქის პასპორტების, დასაბრუნებელი მოწმობისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტებისა და პირადობის მოწმობების გაცემაში, პასპორტების მოქმედების ვადის გაგრძელებაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარების გაწევა;
ბ.თ) სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე საქართველოს პასპორტისა და დასაბრუნებელი მოწმობის გაცემაში დახმარება, თუ იმ სახელმწიფოში არ არსებობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, მათ შორის უახლოესი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და/ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით;
ბ.ი) საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტების გაცემა, შენახვა, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება;
ბ.კ) საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა ადგილსამყოფლის დადგენა;
ბ.ლ) საკონსულო სფეროში საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებისათვის, მათ შორის, საპატიო საკონსულოსათვის, საკონსულო და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა და მეთოდური მითითებების მიცემა;
ბ.მ) საჭიროების შემთხვევაში, საზღვარგარეთის კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
გ) უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებთან მუშაობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
გ.ა) საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებთან მუშაობა და მათი საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებთან კავშირის უზრუნველყოფა;
გ.ბ) უცხო ქვეყნის დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებებისათვის საკონსულო საკითხებში დახმარების გაწევა;
გ.გ) საქართველოში დაკავებულ უცხოელთა შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის;
გ.დ) საქართველოში დაკავებული უცხოელის ექსტრადაციის ან მსჯავრდებულის გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;
გ.ე) საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მომართვის საფუძველზე, საქართველოს სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის პროცესში მონაწილეობის მიღება;
გ.ვ) დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ პირთა სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა;
გ.ზ) შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინებით მიმავალი ოფიციალური დელეგაციების სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა;
გ.თ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობის მიზნით მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა;
გ.ი) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საზღვარგარეთ მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა;
გ.კ) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა მოწვევით, მათი ოჯახის წევრთა და ახლო ნათესავთა სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა;
გ.ლ) საქართველოს ვიზების გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება და გაუქმების შემთხვევაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარების გაწევა;
გ.მ) საზღვარგარეთის ქვეყნების სავიზო რეჟიმის ცვლილებების შესახებ და სავიზო სფეროს კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
დ) საინფორმაციო-საკონსულტაციო სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
დ.ა) საკონსულო-საინფორმაციო მასალების გავრცელება და მოქალაქეთა მისაღების ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ასევე მოქალაქეთა განცხადებებზე დროული რეაგირება და პასუხების გაგზავნა;
დ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მყოფ უცხოელთათვის კონსულტაციის გაწევა;
დ.გ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო დაცვის ხარისხის ასამაღლებლად შესაბამისი საკონსულო-საინფორმაციო მასალის მომზადება, გავრცელება და სამინისტრის ვებგვერდზე განსათავსებლად შესაბამისი დეპარტამენტისათვის გადაცემა;
დ.დ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის მოქალაქეთა მიღების ხარისხის ასამაღლებლად შესაბამისი წინადადებების მომზადება;
დ.ე) მოქალაქეთა იმ წერილებსა და განცხადებებზე მუშაობა, რომლებიც არ ეხება პასპორტის, დასაბრუნებელი მოწმობისა და სავიზო საკითხებს;
დ.ვ) „საკონსულო ცხელი ხაზის“ მომსახურება სატელეფონო და ელექტრონული საშუალებებით;
დ.ზ) საქართველოს მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა იმ პრობლემის ოპერატიული გადაწყვეტა, რომლებიც არ ეხება პასპორტის, დასაბრუნებელი მოწმობისა და ვიზების გაცემას იმ უცხო ქვეყანაში, სადაც არ არის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება;
დ.თ) საქართველოს მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე, უცხო ქვეყნის უწყებებიდან საქართველოს მოქალაქეზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების გამოთხოვა;
დ.ი) საზღვარგარეთ გამოსაყენებლად განკუთვნილი საქართველოს ოფიციალური დოკუმენტებისა და უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემულ ან დამოწმებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე გამცემი ორგანოს ბეჭდის და/ან პირის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება (ლეგალიზაცია);
დ.კ) საკონსულო დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის დამუშავება და დეპარტამენტის დირექტორისათვის სარეზოლუციოდ წარდგენა.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
2. სამმართველოს უფროსს დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამმართველოსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ე) წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) ასრულებს სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.
4. სამმართველოს უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის/მოადგილეების წინაშე.
5. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.