„მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 28.12.2009
ძალაში შესვლა 01.01.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №234
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.22.027.013.970
გამოქვეყნების წყარო სსმ, 158, 29/12/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,134 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2009 მიღება
01.01.2010 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

დოკუმენტის ტექსტი

„მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.15pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:42.5pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; line-height:normal; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; line-height:normal; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; line-height:normal; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; line-height:normal; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; line-height:normal; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; line-height:normal; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; line-height:normal; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; line-height:normal; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:normal; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; line-height:normal; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; line-height:normal; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:53.95pt .75in 53.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.22.027.013.970 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №234 2009 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 19​1 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს მოვალეთა რეესტრის წარმოების თანდართული წესი. 2. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან. ზ. ადეიშვილი დანართი მოვალეთა რეესტრის წარმოების წესი     მუხლი 1🔗. მოვალეთა რეესტრი 1. მოვალეთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) არის მონაცემთა სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა იმ ფიზიკური, იურიდიული პირებისა და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების (გარდა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა) შესახებ, რომელთა მიმართ აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან და რომელთა მიმართაც გავიდა ფულადი გადახდევინების თაობაზე აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში – კანონი) დადგენილი ვადა, გარდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა. 2. რეესტრში რეგისტრაცია არ ათავისუფლებს პირს ფულადი გადახდევინების აღსრულებისაგან და მასზე აღსრულების დასრულებამდე ვრცელდება კანონით დადგენილი უფლებრივი შეზღუდვები.     მუხლი 2🔗. რეესტრის წარმოების მიზანი რეესტრის წარმოების მიზანია იძულებითი აღსრულების ღონისძიებების ეფექტურობის ხარისხის გაზრდა, კანონით დადგენილ ფარგლებში აღსრულების პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფა, კერძო სამართლებრივი ურთიერთობებისას შესაძლო რისკების შემცირების ხელშეწყობა და პოტენციურ პარტნიორთა საიმედოობის დამატებითი გარანტიების შექმნა.     მუხლი 3🔗. რეესტრის წარმოება 1. რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო). 2. რეესტრის მონაცემები საჯაროა და აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს რეესტრის მონაცემების მუდმივ განახლებას და ხელმისაწვდომობას კანონით განსაზღვრული დაწესებულებებისა და სხვა პირებისათვის. 3. რეესტრში მოვალის შესახებ მონაცემების რეგისტრაცია და რეესტრიდან პირის ამორიცხვა ხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების (აღმასრულებლების), აგრეთვე კერძო აღმასრულებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და შესაბამისი მომართვის (ელექტრონული ან წერილობითი) საფუძველზე. 4. რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელია აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელსაც განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. 5. რეესტრის წარმოება ერთიანია, დაუშვებელია აღმასრულებელთა მიერ ინდივიდუალური რეესტრების წარმოება. 6. რეესტრში არასწორი მონაცემების რეგისტრაციაზე პასუხისმგებელია ასეთი მონაცემების წარმომდგენი პირი. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ან უკვე რეგისტრირებული მონაცემები ეჭვის არსებობის შემთხვევაში ექვემდებარება აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ დაუყოვნებლივ გადამოწმებას. 7. რეესტრის წარმოება ხორციელდება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. 8. პირის რეესტრში რეგისტრაცია და რეესტრიდან ამორიცხვა ხორციელდება კანონით დადგენილი საფუძვლებით, შესაბამისი მომართვის წარმოდგენისთანავე, იმავე სამუშაო დღეს. 9. აღმასრულებელი, კერძო აღმასრულებელი კანონით დადგენილი შესაბამისი საფუძვლების წარმოშობისთანავე ვალდებულია პირის რეესტრში რეგისტრაციისა და რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ იმავე სამუშაო დღეს მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.     მუხლი 4🔗. რეესტრის რეკვიზიტები 1. რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები მოვალის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) რეგისტრაციის რიგითი ნომერი და თარიღი; ბ) მოვალის სრული დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი; გ) სააღსრულებო წარმოების სარეგისტრაციო ნომერი და თარიღი; დ) რეესტრში მოვალის რეგისტრაციის ან რეესტრიდან პირის ამორიცხვის საფუძველი (რეგისტრაციის ან ამორიცხვის შესახებ მომართვა), საფუძვლის ნომერი, თარიღი და მომართვის წარმომდგენი პირი (საქმის მწარმოებელი აღმასრულებელი ან კერძო აღმასრულებელი, მისი რეკვიზიტები); ე) რეესტრში მონაცემთა მარეგისტრირებელი პირი; ვ) მოვალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. ერთი და იმავე მოვალის მიმართ რამდენიმე დამოუკიდებელი ფულადი მოთხოვნის (რამდენიმე სააღსრულებო წარმოების) აღსრულებისას, პირი კანონით დადგენილი პირობებით და ამ წესის შესაბამისად, რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება თითოეული მოთხოვნისათვის ცალ-ცალკე.     მუხლი 5🔗. რეესტრიდან შესაბამისი ცნობისა და ამონაწერის გაცემა 1. ცნობისა და ამონაწერის მიღებით დაინტერესებული პირებისათვის, საამისოდ უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ რეესტრის მონაცემების საფუძველზე ამონაწერების და შესაბამისი ცნობების გაცემას განცხადების წარდგენიდან დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. 2. რეესტრიდან შესაბამისი ცნობისა და ამონაწერის მისაღებად აუცილებელი განცხადების, ასევე გასაცემი ამონაწერის ფორმებს ადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. 3. რეესტრიდან ამონაწერი და შესაბამისი ცნობა გაიცემა კანონით დადგენილი საფასურის წინასწარ გადახდისა (აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეტანა) და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. 4. ამონაწერი მზადდება რეესტრის მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისთვის რეესტრში არსებულ ძალაში მყოფ მონაცემებს. ცნობა მზადდება რეესტრის მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და მოთხოვნის შესაბამისად ასახავს მისი მომზადების მომენტისთვის რეესტრში არსებულ მონაცემებს. 5. რეესტრიდან ამონაწერისა და შესაბამისი ცნობის მისაღებად დაწესებული საფასურის განაკვეთია თითოეულისთვის 10 ლარი. საფასური არის კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით). 6. რეესტრიდან ამონაწერი და ცნობა წარმოადგენს მართვის ავტომატური სისტემით შექმნილ დოკუმენტს და გაიცემა მართვის ავტომატური სისტემის საშუალებით. ამონაწერი და ცნობა დამატებით (ბეჭდითა და ხელმოწერით) დამოწმებას არ საჭიროებს. 7. დაინტერესებული პირის განცხადება რეესტრიდან ამონაწერისა და შესაბამისი ცნობის მიღების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ა) დაინტერესებული პირის შემდეგ რეკვიზიტებს: დასახელება, პირადი ან საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, საკონტაქტო მონაცემები; ბ) იმ პირის შემდეგ რეკვიზიტებს, რომელზეც მოთხოვნილია ამონაწერი ან ცნობა: ზუსტი დასახელება, პირადი ან საიდენტიფიკაციო ნომერი და მისამართი, ხოლო ცნობის შემთხვევაში – ასევე დაინტერესებული პირისათვის ცნობილი სხვა ინფორმაცია; გ) ცნობის მიღების შემთხვევაში – მოთხოვნას რეესტრში პირზე არსებული მონაცემების მიღების ან მონაცემების არარსებობის დადასტურების შესახებ. 8. რეესტრიდან ამონაწერის ან შესაბამისი ცნობის მიღების შესახებ განცხადების წარდგენა შესაძლებელია აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოებში – სააღსრულებო ბიუროებში ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდის მეშვეობით (www.nbe.gov.ge).     მუხლი 6🔗. რეესტრის მონაცემების დაცვა და შენახვა 1. რეესტრის მონაცემები ელექტრონული მატარებლების სახით ექვემდებარება მუდმივ შენახვას. 2. რეესტრის მონაცემების დაცვას, შენახვას და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო.