„2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№414/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.013.924
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 154, 18/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.924

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №414/ნ

2009 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

„2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანების (სსმ III, 25.03.09, №36, მუხლი 419) პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №15-ში – „პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. პროგრამის კომპონენტები, მომსახურების მოცულობა და მოსარგებლეები

პროგრამის კომპონენტები, მომსახურების მოცულობა და მოსარგებლეები განსაზღვრულია შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტები

მომსახურების მოცულობა

პროგრამის მოსარგებლეები

1. ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი სოფლად

ა)სოფლად ამბულატორიული მომსახურების ქვეკომპონენტი

 

 

ა.ა) სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება და ჯანმრთელობის დამკვიდრება;

ა.ბ) პირველადი (მ.შ. იმუნიზაცია), მეორეული (მ.შ. სკრინინგი), მესამეული პრევენცია (დანართი №151);

ა.გ) ქრონიკული და მწვავე დაავადებების დიაგნოსტიკა კლინიკური სიმპტომოკომპლექსისა და აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე (ოფთალმოსკოპია, ოტოსკოპია, პიკფლუომეტრია, სფიგმომანომეტრია) და მართვა;

ა.დ) ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების საჭიროების შეფასება და ანალიზის შესასრულებლად სათანადო ლაბორატორიაში პაციენტის დროული მიმართვის ხელშეწყობა.

ა.ე) პაციენტის სპეციალისტთან, ჰოსპიტალში, სათემო და სოციალურ სამსახურებში გაგზავნის საჭიროების შეფასება და დროული მიმართვისა და მისი (და/ან სათანადო ინფორმაციის) უკან დაბრუნების უზრუნველყოფა;

ა.ვ) გავრცელებული დაავადებების გართულებების მართვა;

ა.ზ) ქრონიკული დაავადებების მართვა, მათ შორის ინკურაბელური და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მეთვალყურეობა;

ა.თ) ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია;

ა.ი) 0-5 წლის ასაკის ბავშვთა მიზნობრივი სამედიცინო მომსახურება, კერძოდ:

ა.ი.ა) სამედიცინო მეთვალყურეობა ფიზიკური განვითარების შეფასება;

ა.ი.ბ) სამედიცინო პრობლემათა დროული იდენტიფიკაცია და მართვა;

ა.ი.გ) ჯანმრთელობის დამკვიდრება;

ა.ი.დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, სამედიცინო საჭიროებათა დროული იდენტიფიკაცია და მართვა;

ა.ი.ე) პალიატიური ზრუნვა;

ა.ი.ვ) ურგენტული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს.

ა.კ) 6-დან 60 წლის მოსახლეობის მიზნობრივი სამედიცინო მომსახურება, კერძოდ:

ა.კ.ა) ფიზიკური განვითარების შეფასება;

ა.კ.ბ) სამედიცინო პრობლემათა დროული იდენტიფიკაცია და მართვა;

ა.კ.გ) ჯანმრთელი პირებისა და ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება

ა.კ.დ) რეპროდუქციული ჯანმრთელობის დამკვიდრება;

ა.კ.ე) ქალთა ჯანმრთელობის პრობლემების დროული იდენტიფიკაცია და მართვა;

ა.კ.ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, სამედიცინო საჭიროებათა დროული იდენტიფიკაცია და მართვა;

ა.კ.ზ) ორსულთა სამედიცინო მეთვალყურეობა;

ა.კ.თ) მშობიარობის შემდგომი მეთვალყურეობა;

ა.კ.ი) პალიატიური ზრუნვა;

ა.კ.კ) ურგენტული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს.

ა.ლ) 60 წელს ზემოთ პაციენტების მიზნობრივი სამედიცინო მომსახურება, კერძოდ:

ა.ლ.ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, სამედიცინო საჭიროებათა დროული იდენტიფიკაცია და მართვა;

ა.ლ.ბ) პალიატიური ზრუნვა;

ა.ლ.გ) ურგენტული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს.

ა.მ) ამბულატორიულ დონეზე სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (გარდა ფორმა №IV -100/ა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, შსს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მოწმობისა და იარაღის ტარების უფლების მისაღებად წარსადგენი ცნობები);

ა.ნ)ამბულატორიულ დონეზე სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე ტესტჩხირებით გამოკვლევების უზრუნველყოფა (შარდის ანალიზი, პერიფერიული სისხლის შაქარი, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში, ჰემოგლობინის განსაზღვრა შარდში

სოფლად მცხოვრები ქვეყნის მოსახლეობა,გარდა „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“, „საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ -ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.

ბ)სპეცდაფინანსების ქვეკომპონენტი

 

დანართი №152-ით განსაზღვრულ სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული მომსახურების მიწოდება

კონფლიქტურ და სასაზღვრო ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები

2. დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის კომპონენტი

 

 

 

 

 

ა) ინსულინის, ინსულინის ანალოგების გლუკაგონის, საანალიზო ტექნიკური საშუალებების, შენახვა და გაცემა; 0-დან18 წლამდე ბავშვებისათვის, ამავე მომსახურებით სარგებლობენ 18 წელს გადაცილებული დიაბეტიანი პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (არიან უსინათლოები) აქვთ თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა, უშაქრო დიაბეტი და ის პაციენტები, რომლებიც ჩართული არიან ინტეგრაციის პროგრამაში;

ბ) ინსულინის (ფლაკონებში) შენახვა და გაცემა 18–25 წლამდე მოზარდებისათვის;

გ) ლაბორატორიული გამოკვლევების უზრუნველყოფა (გლიკოჰემოგლობინი);

დ)თვალის დაავადებათა გართულებების მონიტორინგი;

ე) ტუბერკულოზის მონიტორინგი;

ვ) საქართველოში მცხოვრები დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა (25 წლამდე) და მათი მშობლების დიაბეტური განათლება;

ზ) სპეციალიზებული დიაბეტური ლიტერატურის შეძენა, თარგმნა და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;

თ) დიაბეტიან ბავშვთა ნაციონალური რეგისტრის წარმოება;

ი) დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის პროგრამა.

 

დიაბეტით დაავადებული ბავშვები და მოზარდები

3. ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის კომპონენტი

 

 

ქ.თბილისში ინკურაბელურ პაციენტთა ბინაზე პალიატიური მზრუნველობის განხორციელება შესაბამისი მობილური გუნდის მიერ.

ქ.თბილისში მცხოვრები ინკურაბელური პეციენტები

4. სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტი

ა)პატიმართა და მსჯავრდებულთა კომისიური წესით შემოწმების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიის მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებებში მყოფ მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და ავადმყოფობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადების ან სასჯელისაგან გათავისუფლების მიზანშეწონილობის თაობაზე შესაბამისი დასკვნის მომზადება.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი მოქალაქეები

ბ)შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა ამბულატორიული პატრონაჟის ქვეკომპონენტი

ბ.ა) ექიმის კონსულტაცია;

ბ.ბ)კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები;

ბ.ბ.ა)გლიკოჰემოგლობინი;

ბ.ბ.ბ)გლუკოზის განსაზღვრა;

ბ.ბ.გ)ინდექსი H oma;

ბ.ბ.დ)კრეატინინის განსაზღვრა;

ბ.ბ.ე)მიკროალბუმინურია;

ბ.ბ.ვ) სისხლის საერთო ანალიზი;

ბ.ბ.ზ) შარდის საერთო ანალიზი;

ბ.ბ.თ) C-პეპტიდი.

შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები

5. ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი

ა) 5 წლის ჩათვლით ბავშვთა ამბულატორიული მომსახურება

ა.ა) პირველადი (მ.შ. , იმუნიზაცია), მეორეული (მ.შ. , სკრინინგი), მესამეული პრევენცია (დანართიN151);

ა.ბ) მწვავე და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკა კლინიკური სიმპტომოკომპლექსისა და აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე (ოფთალმოსკოპია, ოტოსკოპია, პიკფლუომეტრია, სფიგმომანომეტრია)და მართვა;

ა.გ) ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების საჭიროების შეფასება და ანალიზის შესარულებლად სათანადო ლაბორატორიაში პაციენტის დროული მიმართვის ხელშეწყობა ;

ა.დ) სპეციალისტთან, ჰოსპიტალში და სოციალურ სამსახურებში გაგზავნის საჭიროების შეფასება და დროული მიმართვისა და მისი (და/ან სათანადო ინფორმაციის) უკან დაბრუნების უზრუნველყოფა;

ა.ე ) გავრცელებული დაავადებების გართულებების მართვა;

ა.ვ) ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია;

ა.ზ) მიზნობრივი სამედიცინო მომსახურება, კერძოდ:

ა.ზ.ა) სამედიცინო მეთვალყურეობა-ფიზიკური განვითარების შეფასება; სამედიცინო პრობლემათა დროული იდენტიფიკაცია და მართვა;

ა.ზ.ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, სამედიცინო საჭიროებათა დროული იდენტიფიკაცია და მართვა;

ა.ზ.გ) პალიატიური ზრუნვა;

ა.ზ.დ) ურგენტული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს;

ა.თ) ამბულატორიულ დონეზე სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა;

ა.ი) ამბულატორიულ დონეზე სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე ტესტ-ჩხირებით გამოკვლევების უზრუნველყოფა (შარდის ანალიზი, პერიფერიული სისხლის შაქარი, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში, ჰემოგლობინის განსაზღვრა შარდში.

თვითმმართველ ქალაქებში, ქალაქებსა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების–მუნიციპალიტეტების ცენტრებში მცხოვრები ბავშვები გარდა „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამისა“ და სოფლად ამბულატორიული მომსახურების ქვეკომპონენტის მოსარგებლეებისა

 

 

ბ) 60 წელს ზემოთ მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურება

ბ.ა) სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება და ჯანმრთელობის დამკვიდრება;

ბ.ბ) პირველადი (მ.შ. იმუნიზაცია), მეორეული (მ.შ. სკრინინგი), მესამეული პრევენცია (დანართი №151) ;

ბ.გ) ქრონიკული და მწვავე დაავადებების დიაგნოსტიკა კლინიკური სიმპტომოკომპლექსისა და აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე (ოფთალმოსკოპია, ოტოსკოპია, პიკფლუომეტრია, სფიგმომანომეტრია) და მართვა;

ბ.დ) ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების საჭიროების შეფასება და ანალიზის შესასრულებლად სათანადო ლაბორატორიაში პაციენტის დროული მიმართვის ხელშეწყობა;

ბ.ე) პაციენტის სპეციალისტთან, ჰოსპიტალში, სათემო და სოციალურ სამსახურებში გაგზავნის საჭიროების შეფასება და დროული მიმართვისა და მისი (და/ან სათანადო ინფორმაციის) უკან დაბრუნების უზრუნველყოფა;

ბ.ვ) გავრცელებული დაავადებების გართულებების მართვა;

ბ.ზ) ქრონიკული დაავადებების მართვა

ბ.თ) ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია;

ბ.ი) ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დამკვიდრება, ასევე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, სამედიცინო საჭიროებათა დროული იდენტიფიკაცია და მართვა;

ბ.კ) პალიატიური ზრუნვა;

ბ.ლ) ურგენტული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს ;

ბ.მ) ამბულატორიულ დონეზე სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (გარდა ფორმა №IV -100/ა („ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანება) სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მოწმობისა და იარაღის ტარების უფლების მისაღებად წარსადგენი ცნობები).

ბ.ნ) ამბულატორიულ დონეზე სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე ტესტ-ჩხირებით გამოკვლევების უზრუნველყოფა (შარდის ანალიზი, პერიფერიული სისხლის შაქარი, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში, ჰემოგლობინის განსაზღვრა შარდში.

თვითმმართველ ქალაქებში, ქალაქებსა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების–მუნიციპალიტეტების ცენტრებში მცხოვრები 60 წელს ზემოთ მოსახლეობა, გარდა „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“, „სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამისა“ და „საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებსა.

გ) 6-დან 60 წლამდე დიაბეტიანი და ონკოინკურაბელური პაციენტების ამბულატორიული მომსახურება

გ.ა) სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება და ჯანმრთელობის დამკვიდრება;

გ.ბ) პირველადი (მ.შ. იმუნიზაცია), მეორეული (მ.შ. სკრინინგი), მესამეული პრევენცია (დანართი №151, დანართი №153);

გ.გ) ქრონიკული და მწვავე დაავადებების დიაგნოსტიკა კლინიკური სიმპტომო-კომპლექსისა და აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე (ოფთალმოსკოპია, ოტოსკოპია, პიკფლუომეტრია, სფიგმომანომეტრია) და მართვა;

გ.დ) ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების საჭიროების შეფასება და ანალიზის შესასრულებლად სათანადო ლაბორატორიაში პაციენტის დროული მიმართვის ხელშეწყობა.

გ.ე) პაციენტის სპეციალისტთან, ჰოსპიტალში და სოციალურ სამსახურებში გაგზავნის საჭიროების შეფასება და დროული მიმართვისა და მისი (და/ან სათანადო ინფორმაციის) უკან დაბრუნების უზრუნველყოფა;

 გ.ვ) გავრცელებული დაავადებების გართულებების მართვა;

გ.ზ) ქრონიკული დაავადებების მართვა

გ.თ) ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია;

გ.ი) ურგენტული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს.

გ.კ) შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების მეთვალყურეობა, (დანართი №153) კერძოდ:

გ.კ.ა) ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების საჭიროების შეფასება და ანალიზის შესასრულებლად სათანადო ლაბორატორიაში პაციენტის დროული მიმართვის ხელშეწყობა;

გ.კ.ბ) პაციენტის სპეციალისტთან, ჰოსპიტალში და სოციალურ სამსახურებში გაგზავნის საჭიროების შეფასება და დროული მიმართვისა და მისი (და/ან სათანადო ინფორმაციის) უკან დაბრუნების უზრუნველყოფა;

გ.კ.გ)გართულებების მონიტორინგი;

გ.კ.დ) ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევების უზრუნველყოფა;

გ.ლ) ონკოინკურაბელური პაციენტების მეთვალყურეობა და შესაბამისი პალიატიური მკურნალობის უზრუნველყოფა (დანართი№153);

გ.მ) ამბულატორიულ დონეზე სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (გარდა ფორმა №IV -100/ა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მოწმობისა და იარაღის ტარების უფლების მისაღებად წარსადგენი ცნობები);

გ.ნ) ამბულატორიულ დონეზე სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე ტესტ-ჩხირებით გამოკვლევების უზ-რუნველყოფა (შარდის ანალიზი, პერი-ფერიული სისხლის შაქარი, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში, ჰემოგლობინის განსაზღვრა შარდში).

თვითმმართველ ქალაქებში, ქალაქებსა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების – მუნიციპალიტეტების ცენტრებში მცხოვრები 60 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა,

გარდა „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“, „სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამისა“ და „საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებსა.

                                                                                                                                                                  “.

2. დანართი №151 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1. 0-5 წლის ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მეთვალყურეობა ზოგადი ამბულატორიული მომსახურება სოფლად და ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტების ფარგლებში

1. მიზანი:

ზოგადი ამბულატორიული მომსახურება სოფლად და ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტების ფარგლებში 0-5 წლის ბავშვთა ამბულატორიული მეთვალყურეობის მიზანია ავადობისა და მოკვდავობის შემცირება ბავშვთა ასაკში დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის, ავადობის პრევენციისა და ჯანმრთელობის დამკვიდრების ხელშეწყობის გზით.

2. ამოცანები:

ა) ბავშვთა ფიზიკური და ფსიქომოტორული განვითარების შესწავლა დინამიკაში;

ბ) სკრინინგული კვლევების ჩატარება ასაკობრივი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე;

გ) ინფექციურ დაავადებათა სპეციფიკური პრევენცია-ვაქცინაცია;

დ) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.

3. 0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მეთვალყურეობა:

ა) 0-1 წლამდე ასაკში საპატრონაჟო ვიზიტებამდე სასურველია დედასთან ვიზიტი ორსულობის III ტრიმესტრში, რომლის დროსაც მშობლებს აწვდიან ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:

ა.ა) უსაფრთხოების წესები;

ა.ბ) ბავშვის კვება;

ა.გ) ყოველდღიური მოვლის პრინციპები;

ა.დ) სოციალური და სამედიცინო დახმარების სახეები სამშობიარო სახლში, ახალშობილთან ჩასატარებელი პროცედურები (იმუნიზაციის ჩათვლით), ექიმთან სამეთვალყურეო ვიზიტების რაოდენობა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი;

ბ) ექიმის პირველი ვიზიტი ბინაზე ხორციელდება სამშობიაროდან გამოწერის (აღრიცხვაზე აყვანის შემდეგ) შემდეგ;

ბ.ა) ექიმის პირველი ვიზიტის დროს ფასდება:

ბ.ა.ა) პრე/ინტრა/პოსტნატალური ანამნეზი;

ბ.ა.ბ) ტემპერატურა;

ბ.ა.გ) ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა – ზოგადი მდგომარეობა–სხეულის პოზა, მოძრაობა, კანი, ძვალ-სახსროვანი სისტემა – თავის ფორმა, ყიფლიბანდი, კუნთთა ტონუსი, თვალები, პირის ღრუ, გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემა, მუცელი, გენიტალია, ნერვული სისტემა, ახალშობილთა რეფლექსები, დიურეზი, დეფეკაცია);

ბ.ა.დ) ახალშობილთა ფიზიოლოგიური მდგომარეობის შეფასება – ფიზიოლოგიური სიყვითლე და წონის კლება, სამშობიარო სიმსივნე, ორსულობის რეაქციები, შარდმჟავა, ინფარქტი და სხვა;

ბ.ა.ე) კვების რეჟიმი, ტექნიკა და პრინციპები;

ბ.ა.ვ) მოვლის პროცესი (ჭიპის დამუშავება, კანის, თვალის, ყურის, ცხვირის ტუალეტი და სხვა).

ბ.ბ) პირველი ვიზიტის დროს მშობელთან საკონსულტაციო თემებია:

ბ.ბ.ა) უსაფრთხოების წესები;

ბ.ბ.ბ) კვების ტექნიკა და პრინციპები;

ბ.ბ.გ) ყოველდღიური მოვლა (ჭიპის დამუშავება, კანის, თვალის, ყურის, ცხვირის ტუალეტი, დაბანა და სხვა);

ბ.ბ.დ) ტირილი და მისი მიზეზები;

ბ.ბ.ე) საშიშროების ნიშნები, როდესაც აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტი;

გ) ექიმის მეორე ვიზიტი ბინაზე;

გ.ა) მეორე ვიზიტის დროს ფასდება;

გ.ა.ა) ანამნეზი;

გ.ა.ბ) ანთროპომეტრიული მონაცემები (წონა, სიგრძე, თავის და გულმკერდის გარშემოწერილობა);

გ.ა.გ) ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

გ.ა.დ) ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება;

გ.ა.ე) კვებითი სტატუსი;

გ.ბ) მეორე ვიზიტის დროს მშობელთან საკონსულტაციო თემებია:

გ.ბ.ა) კვების ტექნიკა და პრინციპები;

გ.ბ.ბ) განვითარების ხელშეწყობა;

გ.ბ.გ) იმუნიზაცია;

გ.ბ.დ) ექიმთან შემდგომი ვიზიტი (დაფიქსირდეს ზუსტი თარიღი და სპეციალისტი).

დ) მესამე ამბულატორიული ვიზიტი – სასურველია ვიზიტი დაემთხვეს პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარს. აცრის ჩატარებამდე აუცილებლად უნდა გაიზომოს ბავშვის სხეულის ტემპერატურა.

დ.ა) ვიზიტის დროს ფასდება:

დ.ა.ა) ანამნეზი;

დ.ა.ბ) ანთროპომეტრიული მონაცემები (წონა, სიგრძე, თავის და გულმკერდის გარშემოწერილობა);

დ.ა.გ) ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

დ.ა.დ) ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება;

დ.ა.ე) კვებითი სტატუსი;

დ.ბ) მესამე ვიზიტის დროს მშობელთან საკონსულტაციო თემებია:

დ.ბ.ა) კვების ტექნიკა და პრინციპები;

დ.ბ.ბ) განვითარების ხელშეწყობა;

დ.ბ.გ) იმუნიზაცია;

დ.ბ.დ) ექიმთან შემდგომი ვიზიტი (დაფიქსირდეს ზუსტი თარიღი და სპეციალისტი);

ე) IV, V, VI ამბულატორიული ვიზიტი;

ე.ა) ვიზიტის დროს ფასდება:

ეა.ა) ანამნეზი;

ე.ა.ბ) ანთროპომეტრიული მონაცემები (წონა, სიგრძე, თავის და გულმკერდის გარშემოწერილობა);

ე.ა.გ) ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

ე.ა.დ) ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება (მოტორიკა, მხედველობითი და სმენითი რეაქცია, ემოცია, მეტყველება და სხვა);

ე.ა.ე) კვება;

ე.ბ) ვიზიტის დროს მშობელთან საკონსულტაციო თემებია:

ე.ბ.ა) უსაფრთხოების წესები (სათამაშო, მგზავრობა და სხვა);

ე.ბ.ბ) კვების ტექნიკა, დამატებითი კვება;

ე.ბ.გ) ყოველდღიური მოვლა;

ე.ბ.დ) განვითარების ხელშეწყობა;

ე.ბ.ე) თამაში;

ე.ბ.ვ) იმუნიზაცია;

ე.ბ.ზ) ექიმთან შემდგომი ვიზიტი (დაფიქსირდეს ზუსტი თარიღი);

ვ) VII ვიზიტი პოლიკლინიკაში უნდა შედგეს 12 თვის ასაკში. სასურველია დაემთხვეს წითელა/წითურა/ყბაყურის აცრას;

ვ.ა) ვიზიტის დროს ფასდება:

ვ.ა.ა) ბავშვის ფსიქომოტორული განვითარების ყველა მახასიათებელი;

ვ.ა.ბ) ანამნეზი;

ვ.ა.გ) ანთროპომეტრიული მონაცემები (წონა, სიგრძე, თავის და გულმკერდის გარშემოწერილობა);

ვ.ა.დ) ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

ვ.ბ) ვიზიტის დროს მშობელთან საკონსულტაციო თემებია:

ვ.ბ.ა) პირის ღრუს მოვლა;

ვ.ბ.ბ) უსაფრთხოების წესები;

ვ.ბ.გ) კვება;

ვ.ბ.დ) ტუალეტის ჩვევის გამომუშავება;

ვ.ბ.ე) განვითარების ხელშეწყობა, თამაში;

ვ.ბ.ვ) საშიშროების ნიშნები, როდესაც აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტი;

ვ.ბ.ზ) ექიმთან შემდგომი ვიზიტის თარიღი.

ზ) პირველი წლის განმავლობაში – 1 წლამდე ასაკში უნდა ჩატარდეს მხედველობისა და სმენის სკრინინგი პრობლემების დროულად გამოვლენისთვის;

თ) პირველი წლის განმავლობაში ოჯახის ექიმის/უბნის ექიმის გადაწყვეტილებით ტარდება საჭირო გამოკვლევები;

ი) პირველი წლის განმავლობაში ექიმის გადაწყვეტილებით, დაგეგმილია, აგრეთვე, ექთნის/ექთანთან ვიზიტები. თითოეული ამ ვიზიტის დროს საჭიროა ანამნეზის შეგროვება, ანთროპომეტრიული მონაცემების შეგროვება, კვების და იმუნიზაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ოჯახში ბავშვის გარემოს უსაფრთხოების კონტროლი და ინფორმაციის მიწოდება შემდეგ თემებზე:

ი.ა) კვების პრინციპები;

ი.ბ) ბავშვის მოვლა, დღის რეჟიმი;

ი.გ) ტირილი, მისი მიზეზები და მართვა;

ი.დ) დამატებითი კვების პრინციპები;

ი.ე) უსაფრთხო გარემოს შექმნა;

ი.ვ) იმუნიზაცია;

ი.ზ) განვითარების ხელშეწყობა;

ი.თ) თამაში;

4. 1-2 წლამდე ბავშვთა ამბულატორიული მეთვალყურეობა

ა) 15 თვის ასაკში ექიმთან ვიზიტის დროს ფასდება:

ა.ა) ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება;

ა.ბ) კვებისა და ძილის რეჟიმი;

ა.გ) ანთროპომეტრიული მონაცემები;

ა.დ) ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

ა.ე) საკონსულტაციო თემები:

ა.ე.ა) უსაფრთხო გარემოს შექმნა;

ა.ე.ბ) ჯანსაღი კვება;

ა.ე.გ) თამაში და განვითარების ხელშეწყობა;

ა.ე.დ) ტუალეტის ჩვევის გამომუშავება;

ა.ე.ე) დისციპლინის ჩამოყალიბების პრინციპები;

ა.ე.ვ) ურთიერთობა ბავშვთან;

ბ) 18 თვის ასაკში ექიმთან ვიზიტის დროს ფასდება:

ბ.ა) ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება;

ბ.ბ) ანთროპომეტრული მონაცემები;

ბ.გ) ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

ბ.დ) საკონსულტაციო თემები:

ბ.დ.ა) უსაფრთხო გარემოს შექმნა;

ბ.დ.ბ) ჯანსაღი კვება, კვების ჩვევები;

ბ.დ.გ) პირის ღრუს ჰიგიენა;

ბ.დ.დ) თამაში და განვითარების ხელშეწყობა;

ბ.დ.ე) ტუალეტის ჩვევის გამომუშავება;

ბ.დ.ვ) იმუნიზაცია;

ბ.დ.ზ) დისციპლინის ჩამოყალიბების პრინციპები, მარტივი აკრძალვები;

ბ.დ.თ) ურთიერთობა თანატოლებთან.

5. 2-3 წლამდე ბავშვთა ამბულატორიული მეთვალყურეობა

ა) 24 თვის (2 წლის) ასაკში ექიმთან ვიზიტის დროს ფასდება:

ა.ა) ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება;

ა.ბ) ანთროპომეტრიული მონაცემები;

ა.გ) ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

ა.დ) სმენისა (სუბიექტური) და მხედველობის (სინცევის ტაბულა) სკრინინგი

ა.ე) საკონსულტაციო თემებია:

ა.ე.ა) უსაფრთხო გარემოს შექმნა;

ა.ე.ბ) კვების ჩვევები;

ა.ე.გ) პირის ღრუს ჰიგიენა;

ა.ე.დ) თამაში და განვითარების ხელშეწყობა;

ა.ე.ე) დისციპლინის ჩამოყალიბების პრინციპები;

ბ) 36 თვე (3 წელი) ასაკში ექიმთან ვიზიტის დროს ფასდება:

ბ.ა) ბავშვის ზრდა-განვითარება;

ბ.ბ) ანთროპომეტრული მონაცემები;

ბ.გ) არტერიული წნევის გაზომვა;

ბ.დ) ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

ბ.ე) მხედველობის და სმენის სკრინინგი;

ბ.ვ) მავნე ჩვევები;

ბ.ზ) საკონსულტაციო თემებია:

ბ.ზ.ა) უსაფრთხო გარემოს შექმნა;

ბ.ზ.ბ) ჯანსაღი კვება;

ბ.ზ.გ) სოციალიზაციის მნიშვნელობა (საბავშვო ბაღი და სხვ);

ბ.ზ.დ) თამაში და განვითარების ხელშეწყობა;

ბ.ზ.ე) დისციპლინის ჩამოყალიბების პრინციპები;

ბ.ზ.ვ) 3 წლის კრიზისი;

ბ.ზ.ზ) მავნე ჩვევები.

6. 1-3 წლის ასაკში ექთნის ვიზიტის დროს ფასდება ბავშვის გარემოს უსაფრთხოება, საცხოვრებელი პირობები, სოციალური ურთიერთობები.

ა) საკონსულტაციო თემები ექთნისათვის:

ბ) ჯანსაღი კვების პრინციპები და კვებითი ჩვევის გამომუშავება;

გ) დღის რეჟიმი;

დ) ბავშვთან ურთიერთობის პრინციპები;

ე) თამაში;

ვ) დისციპლინის ჩამოყალიბების მეთოდები (მარტივი აკრძალვები, ტაიმაუტი, ლიმიტირებული არჩევანი).

7. 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ლაბორატორიული და სხვა გამოკვლევები და სპეციალისტების კონსულ-ტაცია ტარდება ოჯახის/უბნის ექიმის შეხედულებისამებრ, საჭიროების დროს.

8. 3-5 წლამდე ბავშვთა ამბულატორიული მეთვალყურეობა

ა) ვიზიტი ექიმთან/ექთანთან, ექიმთან ვიზიტის დროს ფასდება:

ა.ა) ანამნეზი (სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემები);

ა.ბ) კვებითი სტატუსი;

ა.გ) დიეტა;

ა.დ) ფსიქომოტორული განვითარება;

ა.ე) ბავშვის ქცევა;

ა.ვ) ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

ა.ზ) იმუნიზაციის სტატუსი;

ა.თ) ანთროპომეტრიული მონაცემები;

ა.ი) მავნე ჩვევები;

ა.კ) სმენის და მხედველობის სკრინინგი;

ა.ლ) სქოლიოზის არსებობა;

ა.მ) საკონსულტაციო თემებია:

ა.მ.ა) უსაფრთხოების წესები და ტრავმატიზმის თავიდან აცილება;

ა.მ.ბ) ჯანსაღი კვება (კვების პირამიდა);

ა.მ.გ) ფიზიკური აქტივობა;

ა.მ.დ) ალკოჰოლის, თამბაქოს და ნარკოტიკის მავნე ზემოქმედება;

ა.მ.ე) პირის ღრუს ჰიგიენა;

ა.მ.ვ) ბავშვთან ურთიერთობის პრინციპები;

ა.მ.ზ) მავნე ჩვევები;

ა.მ.თ) დამოუკიდებლობის ხელშეწყობა.

9. 5-15 წლამდე სოფლის მოსახლეობის ამბულატორიული მეთვალყურეობა, საჭიროების დროს ყოველწლიურად ექიმის 1 ვიზიტი ბინაზე, 1 ვიზიტი ექიმთან და ორი ვიზიტი ექთანთან.

ა) ექიმთან ვიზიტის დროს ფასდება:

ა.ა) ანამნეზი (სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემები);

ა.ბ) კვებითი სტატუსი;

ა.გ) დიეტა;

ა.დ) ფსიქომოტორული განვითარება;

ა.ე) ბავშვის ქცევა;

ა.ვ) მავნე ჩვევები;

ა.ზ) ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

ა.თ) სქესობრივი მომწიფების ნიშნები;

ა.ი) იმუნიზაციის სტატუსი;

ა.კ) ანთროპომეტრული მონაცემები;

ა.ლ) არტერიული წნევის განსაზღვრა;

ა.მ) სმენის და მხედველობის სკრინინგი;

ა.ნ) სქოლიოზის არსებობა;

ა.ო) საკონსუტაციო თემებია:

ა.ო.ა) უსაფრთხოების წესები და ტრავმატიზმის თავიდან აცილება;

ა.ო.ბ) ჯანსაღი კვება (კვების პირამიდა);

ა.ო.გ) ფიზიკური აქტივობა;

ა.ო.დ) ალკოჰოლის, თამბაქოს და ნარკოტიკის მავნე ზემოქმედება;

ა.ო.ე) პირის ღრუს ჰიგიენა;

ა.ო.ვ) ბავშვთან ურთიერთობის პრინციპები;

ა.ო.ზ) მავნე ჩვევები;

ა.ო.თ) დამოუკიდებლობის ხელშეწყობა;

ა.ო.ი) კონფლიქტების მოგვარება;

ა.პ) ექთნის ვიზიტის დროს საკონსულტაციო თემები იგივეა.

    მუხლი 2. ჯანმრთელი პირებისა და ახალი პაციენტების მეთვალყურეობა „ზოგადი ამბულატორიული მომსახურება სოფლად“ კომპონენტის ფარგლებში

1. მიზანი:

ჯანმრთელი პირებისა და ახალი პაციენტების ავადობისა და მოკვდავობის შემცირება მათი გამომწვევი ძირითადი მიზეზების დროული იდენტიფიკაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების გზით.

2. ამოცანები:

ა) ყველა ახალი პაციენტის (პირველად მიმართვისას) ჯანმრთელობის შემოწმება;

ბ) აღრიცხვაზე მყოფი ჯანმრთელი პაციენტების სისტემატური მონიტორინგი;

გ) გულის იშემიური დაავადებისა და შაქრიანი დიაბეტის მაღალი რისკის მქონე პაციენტების იდენტიფიკაცია, მათზე სისტემატური მონიტორინგის უზრუნველყოფა;

დ) ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.

3. „ზოგადი ამბულატორიული მომსახურება სოფლად“ კომპონენტის ფარგლებში ჯანმრთელი პირებისა და ახალი პაციენტების მეთვალყურეობის მოცულობა:

ა) 3 წელიწადში ერთხელ ვიზიტი ექიმთან/ექთანთან დაბალი რისკის ჯგუფის პაციენტებისათვის;

ბ) მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებისათვის ვიზიტი ექიმთან/ექთანთან წელიწადში ერთხელ;

გ) ახალი პაციენტის ვიზიტი ექთანთან;

დ) ახალი პაციენტის ვიზიტი ზოგადი პრაქტიკის/ოჯახის ექიმთან;

ე) სამიზნე მოსახლეობა – 5-15 ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობა;

ე.ა) საჭიროების დროს ყოველწლიურად ექიმის 1 ვიზიტი ბინაზე, 1 ვიზიტი ექიმთან და ორი ვიზიტი ექთანთან. ექიმთან ვიზიტის დროს ფასდება:

ე.ა.ა) ანამნეზი (სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემები);

ე.ა.ბ) კვებითი სტატუსი;

ე.ა.გ) დიეტა;

ე.ა.დ) ფსიქომოტორული განვითარება;

ე.ა.ე) ბავშვის ქცევა;

ე.ა.ვ) მავნე ჩვევები;

ე.ა.ზ) ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

ე.ა.თ) სქესობრივი მომწიფების ნიშნები;

ე.ა.ი) იმუნიზაციის სტატუსი;

ე.ა.კ) ანთროპომეტრიული მონაცემები;

ე.ა.ლ) არტერიული წნევის განსაზღვრა;

ე.ა.მ) სმენის და მხედველობის სკრინინგი;

ე.ა.ნ) სქოლიოზის არსებობა;

ე.ბ) საკონსუტაციო თემებია:

ე.ბ.ა) უსაფრთხოების წესები და ტრავმატიზმის თავიდან აცილება;

ე.ბ.ბ) ჯანსაღი კვება (კვების პირამიდა);

ე.ბ.გ) ფიზიკური აქტივობა;

ე.ბ.დ) ალკოჰოლის, თამბაქოს და ნარკოტიკის მავნე ზემოქმედება;

ე.ბ.ე) პირის ღრუს ჰიგიენა;

ე.ბ.ვ) ბავშვთან ურთიერთობის პრინციპები;

ე.ბ.ზ) მავნე ჩვევები;

ე.ბ.თ) დამოუკიდებლობის ხელშეწყობა;

ე.ბ.ი) კონფლიქტების მოგვარება.

ვ) სამიზნე მოსახლეობა – 15-60 ასაკობრივი ჯგუფის ქალები და მამაკაცები;

ვ.ა) სამიზნე მოსახლეობაში უნდა შეფასდეს:

ვ.ა.ა) სხეულის მასის ინდექსი;

ვ.ა.ბ) სისხლის წნევა;

ვ.ა.გ) პულსის სიხშირე და რითმულობა;

ვ.ა.დ) მხედველობის სიმახვილე და სმენის სიმახვილე;

ვ.ბ) ყველა პაციენტს სამ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს:

ვ.ბ.ა) შარდში გლუკოზისა და ცილის შემცველობის განსაზღვრა;

ვ.გ) რჩევები ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის შესახებ:

ვ.დ) რჩევა თამბაქოს მოწევის შეწყვეტის თაობაზე;

ვ.ე) რჩევა რეგულარული ვარჯიშისა და ადეკვატური ფიზიკური დატვირთვის თაობაზე;

ვ.ვ) რჩევა ალკოჰოლის ზომიერი მოხმარების თაობაზე;

ვ.ზ) რჩევები ბალანსირებული კვების თაობაზე;

ზ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების დროს უნდა მოხდეს მაღალი რისკის პაციენტების იდენტიფიკაცია. ეს პაციენტები საჭიროებენ დამატებით ღონისძიებებს სანიტარიული განათლების, გამოკვლევების და მონიტორინგის თვალსაზრისით;

თ) მაღალი რისკის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობა ხორციელდება ყოველწლიურად;

ი) პაციენტები, რომელთაც მაღალი აქვთ გულის კორონალური დაავადების რისკი – 40-60 ასაკოვანი ჯგუფის მამაკაცები და 50-60 ასაკოვანი ჯგუფის ქალები ქვემოთ მოყვანილიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში:

 ი.ა) ნაადრევი გულის იშემიური დაავადების და/ან ჰიპერტენზიის ოჯახური ანამნეზი;

 ი.ბ) ჰიპერლიპიდემიის ოჯახური ანამნეზი;

 ი.გ) ჭარბი წონა;

 ი.დ) თამბაქოს მოხმარება;

ი.ე) ამ ჯგუფებში საჭიროა ყოველწლიურად შემოწმდეს:

ი.ე.ა) სისხლის წნევა;

ი.ე.ბ) სხეულის მასის ინდექსი;

ი.ე.გ) ჯანსაღი ცხოვრების წესი;

კ) პაციენტები, რომელთან მაღალი აქვთ შაქრიანი დიაბეტის რისკი:

კ.ა) იმ პირებს, რომლებსაც ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებიდან აღენიშნებათ ერთზე მეტი, წელიწადში ერთხელ უნდა ჩაუტარდეთ უზმოზე კაპილარულ სისხლში გლუკოზის განსასაზღვრი ტესტი:

კ.ა.ა) პაციენტები 45 წლის ასაკის ზემოთ;

კ.ა.ბ) სხეულის მასის ინდექსი >25;

კ.ა.გ) დიაბეტის ოჯახური ანამნეზი;

კ.ა.დ) ანამნეზში დიდი წონის ახალშობილი (>4.4კგ);

კ.ა.ე) ანამნეზში გესტაციური დიაბეტი.

    მუხლი 3. 60 წლის ზემოთ მოსარგებლეების რეგულარული სამედიცინო მეთვალყურეობა

1. 60 წლის ზემოთ მოსარგებლეების რეგულარული სამედიცინო მეთვალყურეობის მოცულობა:

ა) 3 წელიწადში ერთხელ ვიზიტი ექიმთან/ექთანთან დაბალი რისკის ჯგუფის პაციენტებისათვის;

ბ) მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებისათვის ვიზიტი ექიმთან/ექთანთან წელიწადში ერთხელ;

გ) ახალი პაციენტის ვიზიტი ექთანთან;

დ) ახალი პაციენტის ვიზიტი ზოგადი პრაქტიკის/ოჯახის ექიმთან;

ე) სამიზნე მოსახლეობა – 60-65 ასაკობრივი ჯგუფის ქალები და მამაკაცები;

ე.ა) უნდა შეფასდეს:

ე.ა.ა) სხეულის მასის ინდექსი;

ე.ა.ბ) სისხლის წნევა;

ე.ა.გ) პულსის სიხშირე და რითმულობა;

ე.ა.დ) მხედველობის სიმახვილე და სმენის სიმახვილე;

ვ) ყველა პაციენტს სამ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს:

ვ.ა) შარდში გლუკოზისა და ცილის შემცველობის განსაზღვრა;

ზ) რჩევები ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის შესახებ;

ზ.ა) რჩევა თამბაქოს მოწევის შეწყვეტის თაობაზე;

ზ.ბ) რჩევა რეგულარული ვარჯიშისა და ადეკვატური ფიზიკური დატვირთვის თაობაზე;

ზ.გ) რჩევა ალკოჰოლის ზომიერი მოხმარების თაობაზე;

ზ.დ) რჩევები ბალანსირებული კვების თაობაზე;

თ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების დროს უნდა მოხდეს მაღალი რისკის პაციენტების იდენტიფიკაცია. ეს პაციენტები საჭიროებენ დამატებით ღონისძიებებს სანიტარიული განათლების, გამოკვლე-ვების და მონიტორინგის თვალსაზრისით;

ი) მაღალი რისკის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობა ხორციელდება ყოველწლიურად;

კ) პაციენტები, რომელთაც მაღალი აქვთ გულის კორონალური დაავადების რისკი ქვემოთ ჩამოთვლილი დავადებათა ჯგუფებიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში:

კ.ა) ნაადრევი გულის იშემიური დაავადების და/ან ჰიპერტენზიის ოჯახური ანამნეზი;

კ.ბ) ჰიპერლიპიდემიის ოჯახური ანამნეზი;

კ.გ) ჭარბი წონა;

კ.დ) თამბაქოს მოხმარება;

კ.ე) ამ ჯგუფებში საჭიროა ყოველწლიურად შემოწმდეს:

კ.ე.ა) სისხლის წნევა;

კ.ე.ბ) სხეულის მასის ინდექსი;

კ.ე.გ) ჯანსაღი ცხოვრების წესი;

ლ) პაციენტები, რომელთაც მაღალი აქვთ შაქრიანი დიაბეტის რისკი:

ლ.ა) იმ პირებს, რომლებსაც ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებიდან აღენიშნებათ ერთზე მეტი, წელიწადში ერთხელ უნდა ჩაუტარდეთ უზმოზე კაპილარულ სისხლში გლუკოზის განსასაზღვრი ტესტი:

ლ.ა.ა) პაციენტები 45 წლის ასაკის ზემოთ;

ლ.ა.ბ) სხეულის მასის ინდექსი >25;

ლ.ა.გ) დიაბეტის ოჯახური ანამნეზი;

ლ.ა.დ) ანამნეზში დიდი წონის ახალშობილი (>4.4კგ);

ლ.ა.ე) ანამნეზში გესტაციური დიაბეტი“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი