,,სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.013.927
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №855
2009 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2339) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ერთი სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან მეორე სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ან სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა №3-ის გამოყენებით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული და რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციაში გაცხადებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა) ხორციელდება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“ (შემდგომში – მოწმობა).“.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ერთი სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან მეორე სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადა განისაზღვრება გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დღეში 100 კმ-ზე გათვლით, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა (გარდა ტრანზიტისა). საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ან არასაბაჟო ორგანომდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) განისაზღვრება 20 დღით, ხოლო სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა – 10 კალენდარული დღით.“.
3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4–მე-6 პუნქტები:
„4. სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა №3-ის გამოყენებით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ან დროებითი დასაწყობების ადგილზე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 10 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან.
5. სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა №3-ის გამოყენებით საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული სატრანსპორტო საშუალებების სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა №3-ის გამოყენებით რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციაში გაცხადებისას, დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 3 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან.
6. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703 და 8704 სასაქონლო პოზიციებში აღწერილ და კლასიფიცირებულ, საბაჟო საწყობში დროებით დასაწყობებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების უფლების გადაცემის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებები რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ღვალაძე
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი