„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№858
სარეგისტრაციო კოდი
200.220.020.22.033.013.930
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 154, 18/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.020.22.033.013.930

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №858

2009 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2325) დამტკიცებული ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-3 მუხლს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 პუნქტი:

„82. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703 და 8704 სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრამდე დროებითი დასაწყობებისას „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი“ არ წარედგინება და საქონლის წარდგენა დასტურდება საბაჟო საწყობის მიერ დამოწმებული აღრიცხვის მოწმობით.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 182 პუნქტი:

„182. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703 და 8704 სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრამდე დროებითი დასაწყობების ვადა არ უნდა აღემატებოდეს – 90 კალენდარულ დღეს, თუ ეს საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ ეს საქონელი შემოტანილია სხვა გზით. აღნიშნული ვადა აითვლება გამგზავნ საბაჟო ორგანოში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის“ მინიჭებული „D“ ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.“.

2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი:

„33. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703 და 8704 სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების შემთხვევაში დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა გაიზრდება დროებითი შენახვის ვადით და შეადგენს არა უმეტეს:

ა) ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;

ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.“.

3. მე-12 მუხლის 71 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8703 სასაქონლო პოზიციაში აღწერილ და კლასიფიცირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა) – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების საფუძველზე შედგენილი ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2).“.

4. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 13. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმება

1. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8703 სასაქონლო პოზიციაში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება სავალდებულო საექსპერტო შემოწმებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებამდე, საექსპერტო შემოწმებისათვის უნდა წარედგინოს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომელიც ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს (ფორმა 2).

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება პირის (გარდა ფიზიკური პირისა) მიერ შემოტანილ, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილ ახალ (რომელიც არ ყოფილა ექსპლუატაციაში) სატრანსპორტო საშუალებებზე:

ა) რომლებიც რეგისტრირებული არ ყოფილა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე;

ბ) რომლებსაც წინმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისას უკვე ჩაუტარდათ სავალდებულო საექსპერტო შემოწმება;

გ) რომელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები ან/და საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლება;

დ) რომელთა მიმართ გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი;“.

5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:

,,მუხლი 201.

საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, უზრუნველყოს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომე ნ კლატურის (სეს ესნ) 8703 სასაქონლო პოზიციაში აღწერილ და კლასიფიცირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გამოწერილი სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3-ის, აგრეთვე საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის საბაჟო საწყობისათვის მიწოდება წერილობითი ან/და ელექტრონული (მათ შორის, მონაცემთა ბაზის ერთიანი ელექტრონული დამუშავებისა და გადაცემის სისტემის გამოყენებით) ფორმით. ამასთანავე, ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტებს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. ღვალაძე

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი