„საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 30 ნოემბრის №2-212 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-236
სარეგისტრაციო კოდი
340.120.000.22.032.013.942
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 156, 22/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.22.032.013.942

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მინისტრის ბრძანება №2-236

2009 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 30 ნოემბრის №2-212 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 30 ნოემბრის №2-212 ბრძანებით (სსმ III, 08.12.2006წ., №165, მუხ. 2241) დამტკიცებულ საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების II თავის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სარეგისტრაციო ორგანო წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე ამზადებს დასკვნას აგროქიმიკატის გამოცდის საჭიროების შესახებ, რომელშიც განსაზღვრავს აგროქიმიკატის გამოცდის არეალს, სასოფლო-სამეურნეო კულტურას და სხვა პარამეტრებს, კოორდინაციას უწევს გამოცდის ჩატარებას.“;

ბ) დებულების II თავის მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) დებულების II თავის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აგროქიმიკატის სარეგისტრაციო გამოცდების ხანგრძლივობა განისაზღვრება არა უმცირესი ორი-სამი წლისა.“;

დ) დებულების II თავის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ე) დებულების II თავის მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აგროქიმიკატის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მთლიანი პაკეტი წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. მასალების სხვა ენაზე არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.

4. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი აგროქიმიკატის დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები: ინფორმაცია განმცხადებლის და აგროქიმიკატის მწარმოებლის შესახებ, სხვა ქვეყნებში რეგისტრაცია, აგროქიმიკატის სავაჭრო დასახელება, აგროქიმიკატის ფორმა, მოქმედი ნივთიერებები და მათი შემცველობა, ინფორმაცია აგროქიმიკატის გამოყენების სფეროს (სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასახელებით), ნიადაგური ტიპების და ეფექტიანობის შესახებ. მარკირება, ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, აგროქიმიკატის გამოყენების რეკომენდაცია (შეტანის დოზები კულტურების მიხედვით, ვადები, წესები), ადამიანის ჯანმრთელობასა და შინაურ ცხოველებზე ზემოქმედება, აგროქიმიკატის ჰიგიენური დახასიათება, აგროქიმიკატში ტოქსიკური ელემენტებისა და მძიმე ლითონების შემცველობა, შენახვის ვადა და პირობები, მოქმედება გარემოზე. უვნებლობის მონაცემები ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად. აგროქიმიკატში შემავალი ელემენტების ლაბორატორიული განსაზღვრის მეთოდები.“;

ვ) დებულების II თავის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ზ) დებულების II თავის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო ორგანო დოკუმენტების ექსპერტიზის საფუძველზე გადაწყვეტს, რომ აგროქიმიკატი გამოცდას არ საჭიროებს, ერთი თვის ვადაში ატარებს აგროქიმიკატს რეგისტრაციაში და შეაქვს იგი საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგში.“;

თ) დებულების II თავის მე-10 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

ი) დებულების II თავის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სარეგისტრაციო ორგანო განიხილავს სარეგისტრაციო გამოცდების შედეგებს (დანართი №3), აძლევს შეფასებას და იღებს გადაწყვეტილებას აგროქიმიკატის რეგისტრაციაში გატარების, მისი კატალოგში შეტანის ან მასზე უარის თქმის შესახებ.“;

კ) დებულების II თავის მე-11 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კატალოგში (სიაში) მიეთითება აგროქიმიკატის სრული დასახელება, ქიმიური ფორმულა, მოქმედი ნივთიერებების (ელემენტების) შემცველობა, აგროქიმიკატის მოკლე დახასიათება და გამოყენების სფერო.

7. ნებადართულია განსაზღვრული რაოდენობის არარეგისტრირებული აგროქიმიკატის შემოტანა სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის, გამოფენების, სიმპოზიუმების, კონგრესების, კონფერენციებისათვის – ნიმუშის სახით, რეალიზაციის უფლების გარეშე.“;

ლ) დებულების II თავის მე-13 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მ) დებულების II თავის მე-14 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარეგისტრაციო ორგანო განიხილავს წარმოდგენილ რეკომენდაციას და ამტკიცებს მას.“.

2. საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების II თავის №1 დანართი ამოღებულ იქნეს.

3. საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების II თავის №2-4 დანართები დამტკიცდეს თანდართული რედაქციით.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი

დანართი №2

1. განაცხადი რეგისტრაციაზე

რეგისტრანტის განცხადება მოიცავს:

ა) რეგისტრანტი (დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ფაქსი);

ბ) აგროქიმიკატის დამამზადებელი (დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ფაქსი);

გ) რეგისტრანტის უფლებას იყოს დამამზადებლის წარმომადგენელი;

დ) განმასხვავებელ დასახელებას (სავაჭრო);

ე) აგროქიმიკატის დანიშნულებას, გამოყენებას ნიადაგური ტიპებისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიხედვით და მოქმედების ეფექტიანობის ჩვენებით;

ვ) სხვა ქვეყნებში რეგისტრაციას ქვეყნების დასახელებით, რეგისტრაციაში გატარების თარიღისა და მოქმედების ვადის ჩვენებით.

2. აგროქიმიკატის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები

აგროქიმიკატების ფიზიკურ-ქიმიური თვისებებებს მოიცავს:

ა) ქიმიური ფორმულა;

ბ) მოქმედი ნივთიერება;

გ) აგრეგატული მდგომარეობა;

დ) დისპერსიული ნაწილაკების ზომა;

ე) ფერი, სუნი;

ვ) წყალში ხსნადობა;

ზ) ლღობის ტემპერატურა;

თ) აფეთქების და აალების ტემპერატურა;

ი) ტენი;

კ) არეს და ნიადაგის რეაქციის მაჩვენებელი (PH);

ლ) კოროზიული თვისებები;

მ) შენახვის პირობები და ვადები;

ნ) სხვა სასუქებთან შერევა;

ო) ჰიგროსკოპულობა, შებელტვის ხარისხი;

პ) შეფუთული ერთეულის ფორმა და წონა.

3. აგროქიმიკატის ტოქსიკურ-ჰიგიენური დახასიათება

აგროქიმიკატის ტოქსიკურ-ქიმიური მახასიათებლებია:

ა) მძიმე ლითონების და ტოქსიკური ელემენტების შემცველობა;

ბ) გამღიზიანებელი მოქმედი მომუშავე პერსონალის კანზე და ლორწოვან გარსზე;

გ) მოქმედება შინაურ ცხოველებსა და ფრინველებზე.

4. მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტაცია

მეთოდურ და ნორმატიულ დოკუმენტაციას მიეკუთვნება:

ა) აგროქიმიკატებში მოქმედი ნივთიერების განსაზღვრის მეთოდები;

ბ) მძიმე ლითონების და ტოქსიკური ელემენტების განსაზღვრის მეთოდები;

გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებში ნიტრატებისა და აგროქიმიკატში შემავალი სხვა ელემენტების ნარჩენი რაოდენობა და მათი განსაზღვრის მეთოდები;

დ) აგროქიმიკატის ტრანსპორტირების, შენახვის და გამოყენების პირობები და ჰიგიენური წესები;

ე) აგროქიმიკატის გავლენა ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებსა და მიკროფლორაზე, სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ხარისხსა და უვნებლობაზე;

ვ) ევროგაერთიანების დირექტივების მოთხოვნათა შესაბამისად აგროქიმიკატის მიმოქცევის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

დანართი №4

აგროქიმიკატის გამოცდის შედეგები მოიცავს შემდეგ მონაცემებს:

1. აგროქიმიკატის დასახელება, მოქმედი ნივთიერებები და მათი შემცველობა;

2. სასოფლო-სამეურნეო კულტურა, რომელზეც ჩატარდა აგროქიმიკატის გამოცდა;

3. გამოცდის სქემა და საცდელი ნაკვეთის ფართობი, ცდის ჩატარების ადგილმდებარეობა;

4. აგროქიმიკატის გამოყენების დოზების, ვადებისა და წესების ყველა ვარიანტი;

5. ნიადაგის აგროქიმიური მაჩვენებლები ცდის დაწყების წინ და დამთავრების შემდეგ, შესაბამისი დასკვნა;

6. აგროქიმიკატის გამოცდის შედეგების ყველა მონაცემი, შედეგების ანალიზი და დასკვნა;

7. საგამოცდო ნაკვეთზე მიღებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ხარისხის და უვნებლობის მაჩვენებლები, მონაცემები მათში აგროქიმიკატის ნარჩენი რაოდენობის შესახებ, სათანადო დასკვნებით;

8. აგროქიმიკატის გამოცდის შედეგების ბიოლოგიური ეფექტურობა;

9. აგროქიმიკატის გამოყენების კონკრეტული რეკომენდაცია.

 

 

აგროქიმიკატის გამომცდელი ——————————————————————————————

                                                        (ინსტიტუტის, ორგანიზაციის დასახელება)

 

ხელმოწერები: