„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№806
სარეგისტრაციო კოდი
120.240.020.22.026.013.945
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 156, 22/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.240.020.22.026.013.945

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება№806

2009 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის   2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №130, მუხლი 1155) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის უფროსს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც დეპარტამენტის უფროსის საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებული წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“.

2. დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.“.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.12.2009.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 22.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №806. სარეგისტრაციო კოდი — 120.240.020.22.026.013.945.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.12.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №806, 22.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 120.240.020.22.026.013.945 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/88132/